ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი წერილი...

ჩემო ჯალაფნო!

ამას წინად წერილი გამოგიგზავნეთ და არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა. მე დიდი ავადობა და მწუხარება გამოვიარე, ხოლო დღეს-დღეისობით კარგადა ვარ, მაგრამ ექიმები წამოსვლის ნებას არ მაძლევენ. 

ამ წერილს ნიკოს (რაზიკაშვილი - ბაჩანა) ვატან და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობსთ. პეტრეს (დიდებაშვილი - ვაჟას ცოლისძმა) საქმე გავაკეთე აქ ქალაქში და იმედია დუშეთშიაც გაკეთდებოდა. ასე რომ, ამ ბიჭს ისევ დუშეთში დასტოვებენ.

მე ამ ცხრა-ათ დღეზე გავჩნდები მანდა. თქვენ იცით, მანდაურობას როგორ შეინახავთ და გაუფრთხილდებით. თამრო (ვაჟას მეუღლე), სათიბეებს უფრთხილდით, თვალი უნდა დაავლოთ ჩქარ-ჩქარა, თორო ხომ იცით ეხლანდელი ხალხის ამბავი.

წისქვილი მაშინებდა, იქნება წყალმა წაიღო და ნიკომ მითხრა, ბეკურმა (ბაჩიაშვილი - ვაჟას ნათლიმამა) გაამაგრაო. აბა, შანაყარი და მოურავი მაგისთანა უნდა! რო მოვალ ერთი დიდი მენდალი მოუტანო წადი-მოდისა.

მარადის თქვენი ერთგული ვაჟა

1915 წ. 11 თიბათვეს. [ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს]