Posts

Showing posts from March, 2012

ეჟენ დელაკრუა - მომაკვდავი საბერძნეთი მესოლონგიონის ნანგრევებში

Image
”მომაკვდავი საბერძნეთი მესოლონგიონის ნანგრევებში”-1826 ხელი, რომელიც ნანგრევებს შორის მოჩანს, ლორდ ბაირონისაა. პოეტი 1824 წლის აპრილში, მესოლონგიონში გარდაიცვალა. თურქების სისასტიკით შეძრწუნებული ინგლისელი პოეტი სხვა ევროპელ ინტელექტუალებთან ერთად ბერძნების დასახმარებლად გაემგზავრა. მათთვის ეს დასავლეთის კულტურის ”ბარბაროსთა შემოსევის” მუქარისაგან დაცვა იყო. წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი 1864-1901 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”მას განწირულს ეძახიან, ის კი საოცრად სიცოცხლისუნარიანია. ცდილობენ გადაგვარებულად წარმოადგინონ, მას კი დიდი ნებისყოფა აქვს. ისინი კი, ვინც მოწმენი იყვნენ, როგორ ღუპავდა თავს, მიხვდებიან, რომ მხოლოდ უშრეტი სულიერი ძალა გახდა მისი გადარჩენის მიზეზი” - არსენ ალექსანდერი, გაზეთი ”ფიგარო”. ”ალბათ, არასოდეს დავხატავდი, ოდნავ გრძელი ფეხები რომ მქონოდა”. ”ბონას ავტორიტეტი, როგორც დიდი მხატვრისა, უფლებას არ მაძლევს კითხვები დავუსვა”. ”მენატურეები ყოველთვის ხელოვნურები არიან, მეძავები კი ცხოვრობენ. ვერც კი გადავუხდი 100 სუს სეანსისთვის, თუმცა ამას იმსახურებენ. დივანზე ცხოველურად არიან გართხმული... მეძავები გულითადი ქალები არიან და ჩემთვის ესეც საკმარისია". გრუმ გამოაცხადა, რომ თუკი დარბაზიდან არ გაიტანდნენ ვან გოგის ნაჯღაბნს, თავის სურათებს ჩამოხსნიდა. ტულუზ - ლოტრეკი წამოხტა: ”ეს აუტანელია, შეურაცხყოფას აყენებენ დიდ მხატვარს!” ”საბედნიეროდ, კაცობრიობას ცოტა ჰყავს ტულუზ-ლოტრეკისთანა მხატვრები. მისი ნიჭის უარყოფა სისულელეა, მაგრამ ის მავნე, გამანადგურებელ გავლენას ახდენდა მნა...

თომას მანი - ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება

Image
რა ზნეობრივი ღირებულება ექნება აღსარებას, თუკი მის შეთხზვაში სხვა რამ პრინცი გაერია, გარდა ჭეშმარიტების ერთგულებისა! ო, რა დიდებული რამაა ფანტაზიის უნარი და რა სიტკბოების მონიჭება შეუძლია ადამიანისათვის! რიგით ადამიანებს ტალანტი კი უნდათ, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ თვითონაა დიდი უცნაურობა, მაგრამ ტალანტის თანმდევი უცნაურობების არათუ გაგება, გაგონებაც კი არავის სურს. გრძნობა უფრო ძლიერ შთაბეჭდილებებს ტოვებს ჩვენს სულში, ვიდრე სიტყვა. განა ისიც იმ საზიზღარი ხოჭოების ჯიშის არაა, დაღამებისთანავე ზღაპრული შუქით ნათება რომ ძალუძთ? ო, რა ერთსულოვანია თავის მოტყუების სურვილი! ეტყობა, აქ მბრძანებლბს ადამიანის ბუნებაში თვით ღმერთისგან ჩანერგილი საყოველთაო მოთხოვნილება. წარმატების იმედი და ადამიანებს შორის გასავალი მხოლოდ იმ ტყუილს თუ ექნება, ამ სახელს სულაც რომ არ იმსახურებს, ასეთი ტყუილი ჭეშმარიტების წიაღში ჯერ კიდევ ფეხმოუკიდებელ სიმართლეს უფრო ჰგავს და აუცილებლად უნდა აღიჭურვოს ისეთი მატერიალური ნიშან-თვისებებით, რომ ქვეყანამ აღიაროს და პატივი სცეს. ვაი რომ სხეული ჯიუტია დ...

პოლ სეზანი 1839 -1906 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”ჯიუტად ვშრომობ და აღთქმულ მიწას ვხედავ. ნეტავ ებრაელთა წინამძღოლის ბედი მელის თუ მაინც მივაღწევ მიზნამდე?” ”როგორც ჩანს, მეტისმეტად ნაადრევად დავიბადე, მე უფრო თქვენი თაობის მხატვარი ვარ”. ”ვხატავ, როგორც ვხედავ, როგორც ვგრძნობ, შეგრძნებები კი ძლიერი მაქვს, სხვებიც ჩემსავით გრძნობენ და ხედავენ, მაგრამ ვერ ბედავენ. მე კი ვბედავ საკუთარი აზრის გამოხატვას”. ”კვლავ შეუსვენებლად უნდა ვიშრომო არა იმისთვის, რომ ბევჯერ ნანახი ბუნებრივი სრულყოფილება ავსახო, რომელიც ბრიყვებს აღაფრთოვანებს. ასე სახატავად უბრალო მუშის ცოდნაც საკმარისია”. ”როცა ექსში ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ სხვაგან უკეთესი ვიქნებოდი. ახლა აქ ვარ და ექსს ვნატრობ. ცხოვრება ჩემთვის საფლავივით მონოტონური გახდა”. ”ნელა ვმუშაობ, რადგან ბუნება ძალზე რთული მეჩვენება. კვლავაც ვეძებ ეფემერულ, ბუნდოვან შეგრძნებებს; თუ მოვკვდები, ყველაფერი დასრულდება, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?!” ”ბუნების არსი ზედაპირზე არ ძევს, ის სიღრმეშია; ფერები ამ სიღრმის ზედაპირზე გამოტანაა! ისინი სამყაროს ფესვებიდან მომდინარეობს. ისინი სიცოცხლეა, ...

აკა მორჩილაძე - Obole

Image
ვარლამიე. სრულიად გაგაოგნებს ქართველი კაცის მოწადინებულობა და ლტოლვა სიმაღლისაკენ. მე კი არ დამირეკა, არამედ - ნიკას, სანტა ბარბარაში. მე გეტყვით, რატომ. იმიტომ, რომ შარშან ნიკა იქ დათვრა და თავისი მობილურის ნომერი მისცა, როცა გინდა შემაწუხეო. შენ თუნდ წინასწარმეტყველი ესაია იყავი, ვარლამიე მაინც ნიკას მიწერს, იმიტომ რომ ნიკა სადღაც მაღლა ჰგონია. ”ზაგრანიცა” ჭრის. და კიდევ რაღაცეები. ცარიელი სახლი უცებ იწყენს და უცებ ხდება ავად. ადამიანი ხომ გიჟია, ჩემისთანა - საერთოდ. საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა... საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა. ჯერ ისედაც არ მაქვს მთლად დალაგებული ფიქრები და იმათ საკუთარი სურვილით შეწყვეტას მეტად დიდი შრომა უნდა. ჰოდა, თავისით რომ წყდება, კიდეც მიხარია ხოლმე. ყველა ფიქრს მოლოდინი ცვლის. ბეწვის ხიდე კიდე იმისია, რომ ჩაწყდეს. ბეწვის ხიდები, შავად ნაღები ჯვრები, ფერად-ფერადი კლდეები, ნაშალი ქვა და უსასრულო, ტყიანი მთები. რომ გეცალოს, უნდა დაჯდე და უყურო, როგორ შავდება საღამოსკენ მწვანე მთა. ეგეთი ლ...

კამილ პისარო 1830 -1903 - ჩანაწერები და ნახატები

Image
“პისაროს შემოქმედების სიდიადე იმაშია, რომ აღწევს სრულ ერთიანობას იმის გადმოცემისას, რასაც ხედავს და გრძნობს. მის სურათებში რეალობის ნამდვილი განცდაა, რომელიც გადმოცემულია სრულყოფილი, ღვლარჭნილობისაგან თავისუფალი ტექნიკით. ეს არის უნარი, შეინახოს პირვანდელი უშუალო შთაბეჭდილება, რაც პისაროს შემოქმედებას სიახლეს ანიჭებს. ეს არის მიზეზი და გამართლება პისაროს შემოქმედებისა” - კრიტიკოსი რაიმონ კონიე ”პისარო ყველას სიყვარულს იწვევდა, - არიან ასეთი ადამიანები, რომლებისაც არ შურთ და უსიტყვოდ აღიარებენ მათ კეთილშობილებას, ღვაწლსა და ნიჭს. ხელოვნების იმდენად ერთგული იყო, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაც ხელოვნებასთან არ იყო დაკავშირებული, გარემოებათა წინაშე ფარ-ხმლის დაყრად მიაჩნდა და ამიტომაც უარყოფდა. ის გულწრფელი, მთელი კაცობრიობისათვის გულგახსნილი ადამიანი იყო” - ამბრუაზ ვოლარი. ”ღია ცის ქვეშ ხატვა საუკეთესო საშუალებაა, რომ იგრძნოთ ცა, მიწა, ხის ტოტები და წყალი... ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, რომ არ დაკარგოთ პირველი შთაბეჭდილება და მიიღოთ სასურველი შედეგი”. ”საოცრებაა, რასაც ამ ხალ...

თომას მანი - სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არის!

Image
სენსაციური ჯილდო, რომელსაც შვედეთის აკადემია გასცემს ხოლმე, ჩვიდმეტი წლის შემდეგ, კვლავ გერმანიას ხვდა წილად. ვიცოდი, რომ იგი არაერთხელ დამტრიალებდა თავს და ამ ამბავს მოუმზადებელი არ შევხვედრივარ. იგი ჩემს გზაზე იდო.   ამას ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ვამბობ და თან მშვიდად, თუმცა არცთუ ინტერესის გარეშე ვაკვირდები ჩემი ბედის თავისებურებასა და დედამიწაზე ჩემთვის განკუთვნილ ”როლს” , რასაც წარმატების ორაზროვანი ბრწყინვალება ახლავს თან. აქედან გამომდინარე, ჯილდოს უაღრესად ადამიანურად ვაფასებ და არც განსაკუთრებულ აღმაფრენას განვიცდი. ერთი სიტყვით, ამ ხმაურიან მოვლენას გააზრებულად, დინჯად მოვეკიდე და ცხოვრებისეულ ფაქტად მივიჩნიე ის, რასაც დიდი ზარ-ზეიმი და სითბო ახლდა თან, ყველაფერი შეძლებისდაგვარად მშვიდად გადავიტანე და წარმატებას შინაგანადაც იოლად შევეგუე, რაც, სხვათა შორის, უფრო ძნელია ხოლმე. მეორე მხრივ, თუ ცოტაოდენ ფანტაზიას მოიშველიებდი და თავს არ შეიკავებდი, ამ ამბისგან არაერთი სასიამოვნო და მღელვარე წუთი შეიძლება გრგებოდა წილად, შეგეძლო ქვეყნიერების წინაშე თავი უკ...