ოლდოს ჰაქსლი - წინასიტყვაობა წიგნისა საოცარი ახალი სამყარო

რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისთვის, რომ ახალი ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი წინამორბედების მსგავსი იყოს, მიუხედავად მათ ხელთ არსებული ხელკეტებისა და სპეცრაზმისა, ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობების, დაპატიმრებებისა და მასობრივი დეპორტაციებისა. 

მთავრობა და ხელისუფლება არა მხოლოდ არაჰუმანური (თუმცა, ეს უკანასკნელი არც არავის ადარდებს თანამედროვე ეპოქაში), არამედ უეფექტოა, რისი დამტკიცებაც სულ ადვილად შეიძლება: თვითონ განსაჯეთ - განვითარებული ტექნოლოგიების ერაში არაეფექტურობა ხომ პირდაპირ სულიწმიდის წინაშე ჩადენილი ცოდვაა.

ჭეშმარიტად „ქმედითი“ ტოტალიტარული სახელმწიფო იქნებოდა ის, რომელშიც პოლიტიკურ ხელმძღვანელთა ყოვლისშემძლე აღმასრულებელი კომიტეტისა და მათ დირექტორთა არმიას სრული უფლება ექნებოდა ნებისმიერი რამის გაკეთება ეიძულებინათ დამონებული მოსახლეობისათვის, თუმცა ძალდატანება არც იქნებოდა საჭირო, რადგან მოსახლეობას უკვე ღრმად ეყვარებოდა თავისი მონური მდგომარეობა.

თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანასა და მიზანს უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს, გაზეთების მთავარ რედაქტორებსა და სკოლის მასწავლებლებს - ხალხს შეაყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ!

1946 წელი