ჩარლზ ბუკოვსკი - არ არის გზა სამოთხისაკენ
თუ სული აღარ გაგაჩნია და ამას ხვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ სულის ნაწილი მაინც დაგრჩა.
ხანდახან, როცა კაცი იმას აკეთებს რისიც არ სწამს, შესაძლოა ბევრად საინტერესო საქმე გამოუვიდეს, რადგან მასზე ემოციურად მიჯაჭული არ არის.
ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა.
როგორც ჩანდა,ადამიანს მარტო ორი არჩევანი ჰქონდა - მეძავის ან მათხოვრის.
ადამიანის ბუნებას ვიცნობ.მოგვიანებით მაინც გაგვცემს.
ნეტა ვინმეს თუ ესმის ლოთების? მხოლოდ სხვა ლოთებს.
როცა ფული არ გქონდა, კანონი შენთვის მუშაობას წყვეტდა.
ფინანსური გაგებით, მამაკაცის სასქესო ორგანოს ქონას, ქალის სასქესო ორგანოს ქონა ჯობდა.
არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ გამაჩნდა. ეს კი თავისუფლად ცურვის საშუალება იყო.
კარგი და ცუდი ომი არ არსებობს.
ბრწყინავდა...ისე მშვიდად და აუჩქარებლად შიშვლდებოდა, გეგონებოდა, საჩუქარს ხსნისო.
მე მქონდა 50 ან 150 სამსახური.და ყოველ მათგანში თავს გაუპატიურებულად ვგრძნობდი.
ფულში არ არის საქმე,მაგრამ ფული აღიარებაა.
სადღაც დრო და დრო ყოველთვის გამოჩნდება წყეული სულელი ან გიჟი ძალაუფლებით, რომელიც უბრალოდ ჩვენს აფეთქებას აპირებს.
ზოგადად, ყველანი ერთ რამეს ვიღებთ ხომ იცით, საფლავის ქვას თუ იღბლიანები ვართ,თუ არადა მწვანე ბალახს.
სიტუაცია შეიძლება საშინელი სულაც არ იყოს,მაგრამ მას, ვინც განსჯის,შეუძლია ის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციოს.
სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის,რასაც მე ხელოვნებას ვეძახი.
არ არის გზა სამოთხისაკენ.