პოლ გოგენის ტილო სავარაუდოდ 300 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა
პოლ გოგენის ტილო "Nafea Faa Ipoipo" - "როდის გათხოვდები" 300 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ევროპელი და ამერიკელი ხელოვნების ექსპერტების ცნობით, ეს ყველაე დიდი თანხაა, რაც ოდესმე ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ.
გოგენის მიერ 1892 წელს შესრულებული ნახატი, რომელზეც ორი ტაიტელი გოგონაა გამოსახული, "სოტბის" ყოფილ თანამშრომელს, 62 წლის რუდოლფ შტეჰელინს ეკუთვნოდა. ამას გარდა, მისი ოჯახის საკუთრებაშია იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების მიერ შესრულებული 20-ზე მეტი ღირებული ნამუშევარი.
ორი არტ-დილერის ცნობით, გოგენის ტილო "Nafea Faa Ipoipo" ყატარის მოქალაქემ ჩეიძინა. რუდოლ შტეჰელინი მყიდველის, ისევე, როგორც ნახატის ფასის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. კატარის მუზეუმი ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ.
პოლ სეზანი - ბანქოს მოთამაშეები, 1890-1895 |
თუკი გოგენის ნახატში 300 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დადასტურდა, ეს შედეგი ყატარის მიერ 2011 წელს, პოლ სეზანის "ბანქოს მოთამაშეებში" გადახდილ რეკორდულ მაჩვენებელს - 250 მილიონ აშშ დოლარს გააუმჯობესებს.
რუდოლფ შტეჰელინს საკუთრებაში არსებული ტილოები მის ბაბუას, ვაჭარ - რუდოლფ შტეჰელინ უფროსს ეკუთვნოდა. ის მხატვრებთან მეგობრობდა და ნახატების უმეტესობა როგორც პირველ მსოფლიო ომის, ასევე ომის შემდგომ პერიოდში შეიძინა.
წყარო - The New York Times