Posts

Showing posts from May, 2015

ვაჟა ფშაველა - ფიქრები

Image
ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა - „ზოგი რამ ფიქრებიდან“ . აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან - „წერილები მეგობართან“. აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან - „წერილები მეგობართან“. არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობს იმ...

იოსებ გრიშაშვილი - საგულისხმო ნიშნები

Image
ამ ბოლო დროს ქართველი ინტელიგენციის ცხოვრებაში ერთმა მნიშვნელოვანმა ტენდენციამ იჩინა თავი - იგი ფრიად საგულისხმოა და ერთგვარს საიმედო ნიშნების მომცემი. მე ვგულისხმობ იმ პარადს, რომელსაც განსაკუთრებით ლიტერატურული წრეები უმართავენ წარსული საუკუნის ქართულ ინტელეკტისა და ნიჭის წარმომადგენელთ. - ეს იუბილეები, მოგონებები, გახსენებები, მოხსენებები და ლექციებია იმათ შესახებ, რომლებმაც შეჰქმნეს ახალი საქართველოს სახე. ჩვენში რომ დამოუკიდებელ აზროვნებას უფრო მეტი მკვიდრი ნიადაგი ჰქონდეს და ჩვენი ცხოვრება სათანადოდ ტარდებოდეს ეროვნულ ცხოვრების მეტაფიზიკის ასპექტში, ამ მოვლენას თავისი ფილოსოფიური ახსნა ექნებოდა და მდიდარს პერსპექტივასაც მოგვცემდა როგორც წარსულისას ისე, რაც უფრო საინტერესოა, მომავლისას. ყოველ შემთხვევაში ერთი დიდი ფაქტის წინაშე ვდგევართ: დღევანდელი ქართული ინტელიგენცია ნებსით თუ უნებლიედ იძულებულია უკან მოიხედოს და ერთგვარი ხიდი გასდოს იმ ახლოსა და შორეულ წარსულთან, რომელიც კარგად თუ ცუდად საზღვრავს ჩვენს ეროვნულ სახეობასა და აზროვნებას. ტყუილი გამოდგა ზოგიერთების მოუმწიფ...

გერონტი ქიქოძე - ვაჟა ფშაველა

Image
ვაჟა-ფშაველა ჩამორჩენილი ადამიანი იყო. ვერც სემინარიის კურსმა, ვერც უნივერსიტეტის ლექციებმა თანამედროვე სული ვერ ჩაუდგეს. მისი მგრძნობიარობა პრიმიტიული დარცა, მისი ფანტაზია ველური, მისი მორალი საშუალო საუკუნეობრივი. მას არაფერი გაეგებოდა არც ჩვენი უტილიტარიზმისა, არც ჩვენი რაციონალიზმისა. და ელექტრონისა, ორთქლმავლისა და მანქანების ხანაში ის წარსულის აჩრდილს ჰგავდა თავისი ჩაფხუტით და თავისი რაინდობით. მთელი მისი ბუნება უცნაურად თავისებური იყო. ის დევებსა და ალქაჯებს ჰხედავდა იქ, სადაც ჩვენ გეოლოგიურ ფორმაციებს ვხედავთ და სულიერ თვისებებს ამჩნევდა იქ, სადაც ჩვენ მხოლოდ მექანიკურ ძალთა მოძრაობა გვგონია. მისი გული სავსე იყო საიდუმლოების გრძნობით და მის თვალებს გრძნეული ლეჩაქი ჰქონდა გადაფარებული. ამიტომ გვიყვარდა ჩვენ ეს მგოსანი: ჩვენს ფხიზელ, დარაზმულ და ჭკუადამჯდარ თაობაში მას შეზარხოშებული ადამიანის მღელვარება შეჰქონდა. მისი გულწრფელობა, გულუბრყვილობა და უშუალობა გვხიბლავდა, მისი გმირული ძახილი კი წარსულ დღეების მოგონებებს გვიღვიძებდა. დღეს, როცა ვაჟა-ფშაველა ჩვენს შორის აღარ იმყ...

დავით კაკაბაძე - ჩვენი გზა

Image
(ფრაგმენტები) [...] მხატვრობას მხოლოდ მაშინ შეუძლია აღორძინების გზას დაადგეს, როდესაც იგი მხოლოდ წმინდა მხატვრულ მიზნებს ემსახურება. ეს ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს. რითი განირცევა მხატვრობა ხელოვნების სხვა დარგებისგნა, თუ არა თავისი მხატვრული მიზნით? [...] მხატვრობის საშუალება, რომლითაც იგი თავის ფორმას ქმნის, არის ფერადები და ნახაზობა. იდეა კი მხოლოდ აზრია ყველა ხელოვნებისა, და ამიტომ ის ყოველ შემოქმედების ნაწარმოებში არსებობს. ფერადები და ნახაზობა მხატვრული საშუალებანია იდეის გამოსახატავად [...] მხატრულ შემოქმედებას მაშინ ექნება ნამდვილი მხატვრული სახე, თუ კი ის მხატვრულ ფორმაში იქნება ჩამოსხმული. რა ნაწარმოებია ის, თუ ფორმა არ უვარგა [...] ჩვენი ახალი მწერლობა თითქმის უკვე დაადგა თავის ბუნებრივ გზას. „ცისფერი ყანწებით“ იწყება ეს ხანა. მათ მიზნადა აქვთ დასახული, რომ მწერლობა წმინდა მიზნებს ემსახურებოდეს. სცდილობენ გააღრმავონ თანამედროვე პოეზიის ფორმა, მისცენ პოეზიას ნამდვილი მისი მოხაზულობა და ეძიებენ ქართულ პოეზიის სიტყვის სიძლიერეს. ამ ხაზამდე მხატვრობა და თანამედროვე პო...

მერაბ კოსტავა - ფიქრები საქართველოს მისიაზე

Image
ეს საოცარი სინათლით, სიკეთით, ღვთისა და კაცის სიყვარულით სავსე წიგნი გადასახლებაში, ციმბირის სიცივესა და სიბნელეშია დაწერილი - ნიკო ჭავჭავაძე ვინაიდან ჩვენი ხედვის არეში, და ისიც ნაწილობრივ, მარტოოდენ გარდასული ჟამი და აწმყოა მოქცეული, მოულოდნელობით აღსავსე მომავალი კი ისე გვიახლოვდება, რომ არც კი ვუწყით, თუ რა მაოქვს, რა არის დაფარული მის წიაღში. კმარა წელებზე ფეხის დადგომით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი. კულტურათა მონაცვლეობის ეს წრიული მდინარება ჯერ სამხრეთიდან მოერკალა საქარტველოს, ანტიკურ პერიოდში დასავლეთიდან მოექცა მას, შემდეგ შუა ევროპაში გადაინაცვლა და როდესაც უკვე გლობალურ მასშტაბებამდე აღზევებული ევროპული კულტურის შესისხლორცებას შეუდგა რუსეთი, ჩრდილოეთიდან წამოადგა თავს. ასე რომ საქარტველო კულტურათა თანამიმდევრობისა და ცნობიერების ევოლუციის ამ წრიული მდინარების ცენტრში იმყოფებოდა. ოდითგან ასე იყო: როდესაც ერთი ხალხი ქმნიდა კულტურას და შემოქმედებითი ენერგიის ხარჯვის პროცესში იმყოფებოდა, მეორე იცდიდა, გარკვეულ დრომდე ცნობიერების ბავშვურ დონეს ინარჩუნებდა და შემოქმედებით...

ორჰან ფამუქი - სასამართლოში

Image
ამ პარასკევს სტამბოლში შიშლის რაიონში, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, სასამართლოს შენობასი, იმ სამსართულიანი სახლის პირდაპირ რომ მდებარეობს, რომელშიც ბებიაჩემი ორმოცი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა, სასამართლოს წინაშე წარვდგები.  ბრალი მედება „თურქი ერის საჯარო შეურაცხყოფაში“. პროკურორი ჩემთვის სამი წლით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ალბათ, უნდა მაღელვებდეს ის ფაქტი, რომ სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი, ჰრანტ დინკი, იმავე დანაშულის ბრალდებით, იმავე სასამართლოში გაასამართლეს და სისხლის სამართლის კოდექსის იმავე 301-ე მუხლით დამნაშავედ ცნეს, მაგრამ მე იმედს მაინც არ ვკარგავ. ჩემი ადვოკატის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდება ნაკლებ დამაჯერებელია; არ მგონია, ციხეში მოვხვდე. მეუხერხულება ჩემი სასამართლო პროცესის ზედმეტი დრამატიზება. კარგად ვიცი, რომ ჩემმა მრავალმა სამტბოლელმა მეგობარმა, რომლებსაც რჩევისთვის მივმართე, გაცილებით მკაცრი დაკითხვაც გაიარა და თავისი ნაწერების გამო სასამართლო დარბაზებსა და ციხის კამერებში მრავალი წელიც დაკარგა. ვერ ვიტყვი...

კოტე მარჯანიშვილი - უქრისტიანესი თეატრი

Image
(სალომეას დადგმის გამო) „ჩვენ დავისვენებთ, ბიძია ვანია... ჩვენ დავინახავთ ზეცას შემკობილს ალმასებით... ჩვენ მოვისმენთ ანგელოსთა ქოროს - (სონია - „ბიძია ვანია“ - ჩეხოვისა)... „მე ვაკოცე შენს ბაგეს, იოქანან“ („სალომეა“ - ოსკარ უაილდი) აკრძალეს სალომეა! აუკრძალეს ვ.თ. კომისარჟევსკაიას განეხორციელებინა ეს უწმნდესი ხატი, ეს უწმინდესი ქალთა შორის. თქვენ ეს გაღელვებთ, თქვენ პროტესტს აცხადებთ, თქვენ გიკვირთ, - მე კი არას შემთხვევაში არა. ნუთუ თქვენ აქამდის ვერ გაიგეთ, რომ ჩვენი თეატრი, თეატრი ჩვენი თანამედროვეობისა არის - უქრისტიანესი თეატრი. ეკლესიის მამები ტყუილად უგზავნიან ანათემას მსახიობებს; მიხვდით, რომ ისინი არიან ყველაზე მორჩილი კრავნი სამწყსოსი, ყველაზე კეთილ მორწმუნენი. თქვენ არ გჯერათ. მაშ ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ფაქტი. მე მყავდა ერთი მეგობარი - ხუცესი, ყველაზე ჩვეულებრივი ხუცესთა შორის. ზომაზე იყო მირონიანი, ზომაზე სვამდა, ზომაზე ქადაგებდა, ზომაზე იგინებოდა... მხოლოდ ერთი ცოდვილი გატაცება ახასიათებდა ამ ხუცესს - მას უზომოდ უყვარდა თეატრი. და აი მოვიდა იგი მოსკოვში...

ტიციან ტაბიძე - ცისფერი ყანწებით

Image
მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის. მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი, მის აკვანზე ნიმფების მაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდნენ ნანას, ბუნეას არ უწოვებია მისთვის ძუძუ, შავი ქალაქის ნისლიტ და მკთომარე გაზით იზრდებოდა, ამიტომ დასაბამითვე მას თან დაყვა ნარველი პირველყოფილი ლაღი ცხოვრების მოგონებისა, ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული. სარწმუნოება მკვდარია, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება ცხოვრება, აქ იწყება მითის ქმნა, გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქნელნი. ძველი პატრიარქალური კულტურა ირღვევა. ეს სიკვდილი ძველი ქვეყნის გამოიტირა ბელგიელმა პოეტმა ემილ ვერჰარნმა წიგნში „სოფელნი აჩრდილნი“. ქალაქი მბრძანებლობს. ახალი ფუტურისტების ტერმინოლოგიით, თანამედროვე კულტურა წარმოადგენს უზარმაზარ ქალაქს, ლონდონს, ნიუ-იორკს, ჰამბურგს, სადაც ტრუბები მაღლია ტაძრებზე, სადაც ცოფიანად მიჰქრიან ავტომობილები და გასაფრენად დარაზმულან ცეპელინები. აქ დრო არ არის უკან მოხედვის, აქ შეიქმნა წუთის კულტი. პოეტის შეგნება დამძიმდა რუხრკინის ქალაქით და ამოხეთქა ახალ უცნობ სიმ...

ჯუმბერ პატიაშვილი - ოცდასამი წლის შემდეგ

Image
ყველაზე მტკივნეული იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გაცნობიერება და აღიარება აღმოჩნდა, რომ გლობალური პოლიტიკა ყურადღებისა და შეფასების მიღმა დამრჩა და საბჭოეთის უძლეველობისა და უალტერნატივობის მითით აღტყინებულს მაშინ გულწრფელად, დღევანდელი შეფასებით კი - გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ქვეყანაში მართლაც გარდაქმნა და ძიერული ცვლილებები მიმდინარეობდა. მეც, ისევე როგორც მილიონობით საბჭოთა მოქალაქემ, დროულად ვერ გავაცნობიერე, რომ საბჭოთა კავშირის გარდაქმნა ერთგვარი შირმა იყო იმ დიდი, მსოფლიო მასშტაბის „პოლიტმასკარადისა“, რომლის კულისებს მიღმა სულ სხვა პროცესები მიმდინარეობდა და რეალურად საბჭოთა კავშირის გარდაქმნას კი არა, მის დაშლასა და განადგურებას გულისხმობდა. საწერ მაგიდას მივუჯექი და უჯრები გამოვაღე. ყველა ცარიელი დამხვდა, ერთის გარდა... თაბახის ფურცლების შეკვრაში ხელნაწერი წერილი ვნახე. ადრესატი ედუარდ შევარდნაძე იყო, ავტორი - თენგიზ აბულაძე. დღემდე არ მაქვს პასუხი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წერილი არა მხოლოდ ინფო...

ორჰან ფამუქი - ალბერ კამიუ

Image
წიგნის წაკითხვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვენატრება გრძნობა, რომელიც კითხვისას დაგვეუფლა; მის სამყაროში დაბრუნება გვსურს. როდესაც ამა თუ იმ მწერალს ვეჩვევით, ვეჩვევით არა იმიტომ, რომ მან იმ სამყაროს კარი გაგვიღო, რომელიც მუდამ თან გვდევს, არამედ იმიტომაც, რომ გვაქცია იმად, რაც ვართ. დოსტოევსკისა და ბორხესთან ერთად, ჩემთვის კამიუც ასეთ მწერალთა რიგს განეკუთვნება.  ასეთი მწერლების ნაწარმოებებს მრავლისმომცველ და მრავლისმთქმელ გარემოში შევყავართ, ვხვდებით, რომ მეტაფიზიკური სტრუქტურის მქონე ნებისმიერ ნაწარმოებს - ცხოვრების მსგავსად - უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. როდესაც ასეთი მწერლების ნაწარმოებებს სიყმაწვილეში, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ეცნობი, ისინი შთაგაგონებენ და წიგნების წერის სურვილსაც გიჩენენ. მამის, პროფესიით მშენებელი ინჟინერის რჩევით, კამიუ დოსტოევსკისა და ბორხესზე ადრე, თვრამეტი წლის ასაკში წავიკითხე. 1950-იან წლებში, როდესაც გამომცემლობა „გალიმერი“ ერთმანეთის მიყოლებით ბეჭდავდა კამიუს წიგნებს, მამა თუ პარიზში არ იმყოფებოდა და მათი პირადად ყიდვის საშუალება არ...

ედუარდ შევარდნაძე - ჩემი არჩევანი: დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად

Image
როცა 1990 წლის 20 დეკემბერს გადადგომის შესახებ ჩემს განცხადებაში ვახსენე დიქტატურის საშიშროება, ბევრმა თავის მტვრევა დაიწყო, თუ კონკრეტულად ვის ვგულსხმობდი. მოითხოვდნენ დიქტატურის კანდიდატის დასახელებას, მკითხაობდნენ, თუ რა სახით მოგვევლინებოდა ის. მაშინაც და ახლაც შემეძლო მათთვის მეპასუხა ერთი საბჭოთა პოლიტოლოგის სიტყვებით: ამ ძალას კონკრეტული სახე და მისამართი არა აქვს. ეს არის მეთოდები და სტილი. ეს არის სიცრუე, პროვოკაცია, მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის მზად არის სამსახურის გასაწევად... და, თუ ეს ყველაფერი მალე გახდა საჭირო, საკითხავი იქნება „ვინ?“ კი არა, არამედ: „რატომ?“, „რისთვის?“ დაიწყო თავდასხმები ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსზე. რაკი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა მუდამ ესწრაფვის მტრული ტენდენციის პერსონიფიცერებას, ანგარიში მე წარმომიდგინეს. მე, სისტემის აღზრდილი, მისი დამცველი და მის მიერვე დაწინაურებული, წარმოვჩნდი განდგომილად, რომლის დანდობა არ იქნებოდა. აუცილებელი იყო ნდობის აღდგენა, საჭირო იყო მსოფლიოს დარწმუნება, რომ საბჭოთა საფრთხე არ არსებობდა, მას უნდა ერწმ...