მიშელ დე მონტენი - იარაღის ჟღარუნი კანონის ხმამ უნდა გადაფაროს
ვიყოთ ფრთხილად, რათა სიბერემ ჩვენს სულს უფრო მეტი ნაოჭი არ დაატყოს, ვიდრე სახეს.
***
სიყვარული ძლიერი გატაცებაა იმისა, რაც გაგვირბის.
***
მტრისგანაც შეიძლება ისწავლო.
***
როგორც წესი, ჩვენ არ ვთავისუფლდებით ცოდვებისგან, ჩვენ მათ სხვა ცოდვებით ვანაცვლებთ.
***
შეუძლებელია სულელთან კამათი.
***
ხანდახან ცოდვაც კი, უნებურად, კეთილ საქმეს ჩაგადენინებს.
***
არ არსებობს გაუცემელ პასუხზე დამამცირებელი პასუხი.
***
ყველაზე ღრმად მოხუცებულსაც კი არ ეთმობა სიცოცხლე.
***
ვნებათა შორის გონებას ყველაზე მეტად მრისხანება აბნელებს.
***
განათლება გონებასთან ერთად ხასიათსაც სასიკეთოდ ცვლის.
***
მაღალი თანამდებობის პირებზე უბედურნი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც მათი შურთ.
***
სათნოება ბრძოლასაც გულისხმობს, რადგან არ არსებობს კეთილი საქმე, რომელსაც დაბრკოლების გადალახვა არ მოუწევს.
***
დიდების მოსაპოვებელი უმოკლესი გზაა, გავაკეთოთ ის, რასაც სინდისი გვკარნახობს.
***
ღირსება მდინარეს ჰგავს, რაც უფრო ღრმაა, მით ნაკლებ ხმაურს გამოსცემს.
***
ლაჩრობა სისასტიკის მშობელია ღირსეულად უნდა შეეგუო იმას, რაც გარდაუვალია.
***
იარაღის ჟღარუნი კანონის ხმამ უნდა გადაფაროს.
***
მახვილგონიერება სხარტია, გონიერება – ნელი.
***
ყველაზე გულითადი მეგობრობა შესაძლოა ყველაზე დაუნდობელ მტრობაში გადაიზარდოს.
***
შიში ფეხებს ან ფრთებს გამოასხამს, ან მიწას მიაჯაჭვებს.
***
მხოლოდ სულელი შეიძლება იყოს ბოლომდე თვითდაჯერებული.
***
ვინც სიკეთის ხელოვნებას ვერ ჩაწვდა, ვერ შეძლებს ხელოვნების აღქმას.
***
სწორედ იმიტომ, რომ ასე იშვიათად ვხედავთ ბედნიერ ცოლ-ქმარს, უნდა მივხვდეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქორწინება.
***
გონება, რომელსაც არა აქვს მიზანი და მიმართულება, აუცილებლად აირევა. ყველგან ყოფნა ნიშნავს, – არ იყო არსად.
***
სიჯიუტე სისულელის უმთავრესი ნიშანია.
***
კარგია თუ ცუდი ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ თვითონ როგორ აღვიქვამთ მათ.
***
ვისურვებდი, რომ სიკვდილმა ველზე სამუშაოდ გასულს მომისწროს.
***
იმისთვის, რომ რაიმე კარგად დაგამახსოვრდეს, ეცადე მის დავიწყებას.