ლევ ტოლსტოი - რელიგია ლაგამია მოსახლეობის ბარბაროსული ნაწილისათვის

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთსა ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური.

***

არიან ადამიანები, რომლებიც თავის ბედნიერ მეტოქეს რომ შეხვდებიან, რასაც უნდა შეეხებოდეს ეს მეტოქეობა, მზად არიან თავი აარიდონ ყოველივე კარგს, რაც კი მას გააჩნია და მხოლოდ ცუდი შენიშნონ მასში; არიან ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ცდილობენ აღმოაჩინონ თავიანთ ბედნიერ მეტოქეში ის თვისებები, რითაც მან გამარჯვებას მიაღწია, და გულისტკივილით ეძებენ მასში მხოლოდ კარგს.

***

თვალთმაქცობას შეუძლია მოატყუოს ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანიც; მაგრამ ბავშვი კი, რაც არ უნდა გონებაშეზღუდული იყოს იგი და რაგინდ ხელოვნურად არ უნდა დაფარო ეს თვალთმაქცობა, მაინც მიგიხვდება და შეგიძულებს ამის გამო.

***

ყოველ ადამიანს, რომელსაც დაწვრილებით ესმის გარემომცველ პირობათა მთელი სირთულე, უნებლიედ ჰგონია, რომ მხოლოდ მის კისერზეა ამ პირობათა სირთულე და მათი გარკვევის სიძნელე, რომ ეს მხოლოდ მისი შემთხვევითი თავისებურებაა, და არაფრით არ წარმოუდგენია, რომ სხვაც გარემოცულია თავის პირად პირობათა სირთულით.

***

ნეტარებას განიჭებს არა ჭეშმარიტების აღმოჩენა, არამედ ძიება ამ ჭეშმარიტებისა.

***

მომიტევე არა იმიტომ, რომ ღირსი ვიყო ამისა, არამედ შენი მოწყალების გამო.

***

ქალ-ვაჟის სიყვარულში მუდამ არის ერთი ისეთი წუთი, როცა მათი სიყვარული აღწევს უმაღლეს წერტილს და როცა შიგ არ არის არც რა წინასწარ მოფიქრებული, არც დაგეგმილი და არც არანაირი ვნებითი განცდა.

***

სიმამაცეზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე - გაიძვერები.

***

რა გამანადგურებელი, რა შეუბრალებელი არსებაა ადამიანი. რამდენი სხვადასხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად!

***

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

***

იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ.

***

არ იფიქრო, თითქოს სიბრძნე მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანების თვისება იყოს, სიბრძნე ყველა ადამიანს სჭირდება და ამიტომ ყველასათვის არის დამახასიათებელი. სიბრძნე ის არის, რომ იცოდე შენი დანიშნულება და მისი აღსრულების საშუალება.

***

კარგი გრძნობაა, გრცხვენოდეს ადამიანების, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.

***

მოერიდე ყოველგვარ ხარჯს, რომელსაც პატივმოყვარეობის გამო სწევ.

***

ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.

***

ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა, რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.

***

აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.

***

ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი დე რა არის კარგი.

***

ნიცშე არანორმალურია და ამასთანავე სულელი.

***

პატივისცემა მოიგონეს იმისთვის, რომ შეავსონ ადგილი იქ, სადაც სიყვარული უნდა იყოს.

***

არ არსებობს პირობები, რომელსაც ადამიანი არ შეეგუება, მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მისი გარემომცველებიც ასე ცხოვრობენ.

***

თუ შენ შეიცნობ იმ ერთადერთს, რომელიც გიყვარს, შენ შეძლებ სხვა ქალების შეცნობას, თუნდაც ათასობით იყვნენ.

***

არავინაა კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ყველა კმაყოფილია საკუთარი ჭკუით.

***

ადამიანებს, რომელთაც არ ძალუძთ რაიმე გააკეთონვ- უნდა აკეთონ ახალი ადამიანები, სხვა დანარჩენებმა კი იზრუნონ მათ განათლებასა და ბედნიერებაზე.

***

წაგებული ორთაბრძოლა იღბლიანი გასროლით იწყება.

***

ადამიანებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა საკუთარი ჭრილობების დაფარვაა.

***

განათლებაც ისაა, რომ არაფრისგან სიამოვნება შექმნა.

***

რა მარტივია ცხოვრება თუ მისდევ იმ აშკარა ჭეშმარიტებას, რომ სიკეთე, სიყვარული, გახსნილობა - საუკეთესო და უადვილესი საშუალებაა ადამიანების დასაახლოვებლად.