მუსიკა, რომელზეც გაბრიელ გარსია მარკესის - პატრიარქი „ცეკვავს“...
ნაწყვეტი გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან - „იცხოვრო, რომ მოჰყვე“
„...ყველაზე დიდი უცნაურობა ორმა ახალგაზრდა და გონაბამახვილმა კატალანელმა მუსიკოსმა ამიხსნა, ღრმად სწამდათ, რომ ჩემს მეექვსე რომანს, „პატრიარქის შემოდგომასა“ და ბელა ბარტოკის „მესამე კონცერტი პიანოსათვის“ შორის გასაოცარი მსგავსება იყო.
მართალია, წერის დროს უმოწყალოდ ვუსმენდი, რადგან უცნაურ განწყობას მიქმნიდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, თუ იმდენად შეეძლო გავლენა მოეხდინა, რომ ჩემს ნაწერებს დასტყობოდა.
არ ვიცი, როგორ შეიტყვეს ამ სისუსტის შესახებ შვედეთის აკადემიაში, როდესაც ჩემი ნობელის პრემიის გადაცემის დროს ფონად ეს მუსიკა გაუშვეს.
გულწრფელი მადლობა მოვახსენე, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ – მათდამი და ბელა ბარტოკის მიმართ მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით ვამბობ – ჩემი ბავშვობის დღესასწაულებიდან ფრანცისკო-ადამიანის რომელიმე ბუნებრივი რომანსი უფრო გამიხარდებოდა.