Posts

Showing posts from June, 2017

ფრიდრიხ ჰეგელი - მიზანი ამართლებს საშუალებებს?!

Image
„თვით მაკიაველის მიზანსაც კი - იტალიის ამაღლებას სახელმწიფოს დონემდე - ბრმად უარყოფენ ისინი, ვინც მაკიაველის შემოქმედებაში მხოლოდ ტირანიისაკენ მოწოდებას, მხოლოდ პატივმოყვარე მჩაგვრელისათვის ოქროს ჩარჩოში ჩასმულ სარკეს ხედავენ.  ხოლო თუ ამ მიზანს მაინც აღიარებენ, მაშინ ამაზრზენად აცხადებენ მის მიერ შემოთავაზებულ საშუალებებს და სწორედ აქ ეძლევა ფართო გასაქანი მორალისტურ თეორიებსა და სხვადასხვა ბანალურ აზრს, როგორც, მაგალითად, იმას, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს და ა.შ. მაგრამ აქ ლაპარაკიც კი ზედმეტია საშუალებების თავისუფალ არჩევანზე; განგრენამოდებულ ასოებს ლავანდის წყლის ვერ უმკურნალებ. მდგომარეობას, როცა საწამლავსა და მიპარვით მოკვლას ჩვეულებრივ საშუალებებად იყენებენ, ზერელე ღონისძიებებით ვერას უშველი. ხრწნილების ზღვარზე მიმდგარი ცხოვრების გარდაქმნა მხოლოდ მოძალადური მოქმედებებითაა შესაძლებელი“.

ფედერიკო გარსია ლორკა - სხვისი ცოლი

Image
დიახ, მე იგი მდინარისაკენ წავიყვანე,  მეგონა - უმანკო იყო. ის კი თურმე - ცოლია სხვისი. ეს მოხდა სანტ-იაგოს დღესასწაულზე, როგორღაც ისე, უნებურად,  როდესაც ჩაქრა ნათურები  და ჭრიჭინებმა სიმღერა დასცხეს. იქ უკანასკნელ გზაჯვარედინზე მთვლემარე მკერზე შევახე ხელი და ის გაიხსნა ჩემს შესახვედრად, როგორც ყვავილის თეთრი მტევანი. გახამებულმა ქვედა კაბამ ამივსო სმენა მკვეთრდი წკრიალით,  ვით აბრეშუმის მყიფე ფურცელმა  ათი დანის ქვეშ. ყველა ხეები გამაღლდნენ თითქოს და დაიძირნენ დაბინდულ ცაში, მდინარის იქით ჰორიზონტი ასეულ ძაღლად აყეფდა უცებ. *** მაყვლიანი ბუჩქნარის იქით მდინარესთან, მაღალ ლერწმებში  მისი მძიმე ნაწნავები  მე სველ ქვიშაზე მიმოვაბნიე. მე მოვიხსენი აბრეშუმის ყელსაბამი, მან გაიხადა თავისი კაბა. მე მოვიხსენი ჩემი თასმა და რევოლვერი, მან შემოიხსნა ოთხი სარტყელი. და იყო მისი გლუვი კანი მარგალიტებზე, გვირილებზე უფრო ნაზი, მთვარის შუქზე უფრო ნა...

თავშესაქცევი ისტორიული ამბები...

Image
ლოიდ ჯორჯი საქართველოსა და ქართველების შესახებ ლოიდ ჯორჯს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და ქართველების შესახებ ერთ ნათქვამს მიაწერენ: 1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი ერტ-ერთი საზეიმო შეხვედრის დროს ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. როცა მათ ჩაცმულობას ყურადღება მიაქცია ერთმა მოხუცებულმა ლორდმა და მათი ვინაობა-სადაურობა იკითხა, ბრიტანეთის პრემიერმა უპასუხა: - ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებით. სპარტელი დედა ჟან-ჟაკ რუსოს მოჰყავს ერთი ეპიზოდი სპარტელთა ცხოვრებიდან: „სპარტელ ქალს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა ლაშქრად წასული და ბრძოლის ამბავს ელოდა. მოდის ჰილოტი (მონა) და ბრძოლის შესახებ დედის შეკითხვაზე პასუხობს: - თქვენი ხუთივე შვილი მოკლეს. - უღირსო მონავ, განა ამის შესახებ გკითხე? - ჩვენ გავიმარჯვეთ. დედა მირბის ტაძარში და მადლობას სწირავს ღმერთს გამარჯვებისთვის....

ფედერიკო გარსია ლორკა - ცრემლისა და სიცილის სკოლა...

Image
„თეატრი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნატიფი და მოქმედი იარაღია ქვეყნის აღმშენებლობისა. ეს არის ქვეყნის აღზევების და დაცემის მიმანიშნებელი ბარომეტრი.  თეატრს, რომელიც შეძლებს სწორი გზა გამონახოს ყველა ჟანრში, ტრაგედიიდან - ვოდევილამდე, - ძალა შესწევს მოკლე ხანში აამაღლოს ხალხის სული, ხოლო ზედაპირულ და დარღვეულ თეატრს, სადაც ფრთების მაგივრობას ღორის ჩლიქები სწევენ, შეუძლია მთელ ერს დაუჩლუნგოს მხატვრული გემოვნება და მთვლემარე უსულგულობაში ჩააგდოს იგი. თეატრი - ეს არის ცრემლისა და სიცილის სკოლა. ეს არის ტრიბუნა, საიდანაც შეგეძლება საფარველი ახადო დრომოჭმულ ან ცრუ მორალს და ცოცხალი მაგალითის მეშვეობით განმარტო ადამიანური განცდის მარადი გამოცხადება. თუკი ხალხი არ ზრუნავს თეატრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი კვდება ან უკვე მოკვდა. ხოლო თეატრი, რომელსაც შესრუტული არა აქვს საკუთარი ხალხის სული, მშობლიური ქვეყნის პეიზაჟების თავისებურება, მისი შვილების დრამატული ბედი, მათი სიხარული და ჭმუნვა, თეატრს, რომელშიც სოციალური ცხოვრების, ისტორიის მაჯისცემა არ ისმის - უფლება არა აქვს თეატრი ერქვას...

ხორხე ლუის ბორხესი - ფრაგმენტები აპოკრიფული სახარებიდან

Image
(წიგნიდან „წყვდიადის ქება“ - 1969 წ.)  3. უბედურია სულით ღარიბი, რამეთუ მიწაში ჩავა ის, რაც დღეს მიწაზე ჰგიებს.  4. უბედურნი არიან მომტირალნი, რამეთუ ტირილი ექცათ საცოდავ ჩვევად.  5. ბედნიერნი არიან ისინი, რომელთაც იციან, რომ გვემა – ეს არ არის დიდების გვირგვინი.   6. ცოტაა, იყო ბოლო, რომ ერთხელაც პირველი გახდე. 7. ბედნიერია ის, ვინც არ დაიჟინებს თავის სიმართლეს, რამეთუ ბოლოს და ბოლოს არავინ არის მართალი, ბოლოს და ბოლოს ყველა მართალია. 8. ბედნიერია სხვისი მიმტევებელი და ისიც, ვინც საკუთარ თავს მიუტევებს. 9. ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ ისინი არ თმობენ უთანხმოების ჟამს. 10. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ შია სიმართლე, რამეთუ მათ იციან, რომ ხვედრი ჩვენი – ბოროტი ან ბედნიერი – შემთხვევითობის საქმეა, რაც გონებით მიუწვდომელია. 11. ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ მათი სიხარული მოწყალების გაღებაშია და არა ჯილდოს მოლოდინში. 12. ნეტარ არიან სუფთანი გულით, რამეთუ ისინი ღმერთს იხილავენ. 13. ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რამეთუ სიმართლე მათთვის უფრ...

ფედერიკო გარსია ლორკა - შავ ანგელოზებს სიკვდილისას მოაქვთ ყინული და პერანგები...

Image
1936 წლის 19 აგვისტოს ფაშისტებმა მოკლეს 38 წლის ფედერიკო გარსია ლორკა - XX საუკუნის ესპანეთის უდიდესი პოეტი, კაცი, რომელსაც საუკუნეობით ელოდა ესპანური ლიტერატურა.  განსაზღვრავდა რა ლორკას მნიშვნელობას, ცნობილი კრიტიკოსი დამაზო ალონსო წერდა: „ზოგჯერ ესპანური თავისთვადობა განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვს გამოვლინებას. და თითქოს ამ თხოვნის პასუხად XIV საუკუნეში იბადება ხუან რუისი, XVII ლოპე დე ვეგა, ხოლო XX - ლორკა“. *** ლორკა ამბობდა: „თუ მართალია, რომ მე ღვთისა და ეშმაკის წყალობითა ვარ პოეტი, მაშინ მე პოეტი ვარ აგრეთვე ტექნიკის, მუშაობისა და იმ ცოდნის წყალობით, თუ რა არის ლექსი“. *** ლორკას პოეზია უაღრესად მეტაფორულია. მისი ლექსი თითქოს წარმოუდგენელი ასოციაციების ნიაღვარია. მისი სახე მოულოდნელი და განსაცვიფრებელია. კაცი, რომელსაც შეეძლო ეთქვა - სურნელოვანი ბროწეული შედედებული ვარსკვლავიანი ცაა, ქვა - შუბლია, სადაც სიზმრები კვნესიანო და ბებერი ხვლიკის გამო შეენიშნა - ნიანგის წვეთიაო, - ყოვლისშემძლეა და მას კიდევაც მიაჩნდა, რომ „პოეზია შეუძლებლობაა, რომელიც უეცრად შესა...

ხორხე ლუის ბორხესი - ღამე მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია...

Image
დაისი ყოველთვის გაძრწუნებს უგემოვნობითა და სიღარიბით და უფრო მეტად უკანასკნელი განწირული ელვარებით. *** ქრებიან სიზმრებიც, როცა ვგრძნობთ, რომ გვძინავს. *** მარმარილო არ ილაპარაკებს იმაზე, რატომ დადუმდნენ ადამიანები. *** შენც სარკე და გამეორება ხარ მათი, ვინც მანამდე გარდაიცვალა, სანამ შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად. *** ღამე მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია. *** ჩვენს განკარგულებაში არაა მეგობრობა და სიხარული, არის არქაიზმებისა და გამოთქმების ჰერბარიუმი. *** ესპანეთი ინკვიზიტორების, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ, გამხდარიყვნენ ჯალათები, თუმცა შეიძლება ყოფილიყვნენ მსხვერპლნიც. *** მე მინდა, მადლობა ვუთხრა მიზეზებისა და შენთხვევების ღვთიურ ლაბირინთს შემოქმედების მრავალფეროვნებისთვის, რაც შესისხლხორცებულია ამ ერთადერთ სამყაროსთან, გონებისთვის, რაც არ დატოვებს საკუთარ ოცნებებს ლაბირინთის გეგმაზე. *** მადლობა წუთებისთვის, წინ რომ უძღვის სიზმარს. *** მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ დაპირება, რადგან ისინი უკვდავნი არიან. ადამიანებსაც შეუძლიათ დაპირება, რად...

მოსკოვი - ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში | გაბრიელ გარსია მარკესი

Image
ნაწყვეტი გაბრიელ გარსია მარკესის წიგნიდან - „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“ გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი მოსკოვი ყველაზე დიდი სოფელია მსოფლიოში. როცა შენდებოდა, ეტყობა, არავინ ფიქრობდა ადამიანურ განზომილებებზე: თითქოს ამოხაპულია და დატკეპნილი. უხეებოა, სახლები იგივეა, რაც უკრაინის სოფლებში ვნახეთ: პატარა, მაგრამ ჰეროიკულ იერსახოვანი. აქაც და იქაც ერთი ხელი იგრძნობოდა - ალბანელების, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ აქ მეტი სივრცე, მეტი ფული და მეტი დრო მისცეს შიშისმომგვრელი დეკორაციების ხორცშესასხმელად.  ქალაქის მთელი ცენტრი წარმოადგენს პროვინციულ ეზოებს: მავთულებზე სარეცხი შრება, დედები თავიანთ ჩვილებს ძუძუს აწოვებენ, პროპორციებში განსხვავება ამ სოფლურ სახლებსაც აქვთ: მოსკოვური სამსართულიანი უბრალო სახლი დასავლურ ხუთსართულიან საზოგადოებივ სახლზე მაღალია და რა თქმა უნდა უფრო ძვირიც არის, მძიმეც და თეატრალურიც. ზოგი შენობა ქარ...

ნაპლეონის ორმაგი სტანდარტი...

Image
ის, რასაც საზღვარი არ გააჩნია  საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბარბე-მარბუას არაკომპეტენტურობის შესახებ ხმებმა იმპერატორ ნაპოლეონის ყურამდე მიაღწია. - ხელმწიფევ, იმედია, თქვენ მე ქურდად არ მთვლით, არა? - ჰკითხა ანგარიშისათვის გამოძახებულმა ბარბე-მარბუამ იმპერატორს. - მე ამას ასჯერ უფრო ვამჯობინებდი, - უპასუხა ნაპოლეონმა, - თაღლითობას მაინც აქვს ასე თუ ისე გარკვეული საზღვრები, სისულელეს კი საზღვარი არ გააჩნია. ნაპოლეონი და მისი მომავალი მარშალი ოჟერო  როდესაც 27 წლის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი ავსტრიის წინააღმდეგ მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა, ბევრი ოფიცერი ხალისით როდი ემორჩილებოდა ახალგაზრდა მხედართმთავარს. განსაკუთრებით ძველი თაობის გენერლები თაკილობდნენ „ახალბედა და ტანითაც მომცრო ბონაპარტის“ უფროსობას.  ამგვართა რიცხვს მიეკუტვნებოდა დივიზიის მეთაური, გენერალი პიერ ფრანსუა შარლ ოჟერო. იგი პირველივე დღეებში მწვავედ წაეკამათა მასზე ასაკით ბევრად უმცროს ბონაპარტეს. ოჟერო ამ დროს 40 წლისა იყო და აღნაგობითაც ბევრად მაღალი, ზემოდან დაჰყურებდა ჯ...

ზოდიაქოს ნიშნების აღმოსავლური სისტემა

Image
ჯერ კიდევ ძველად ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ მათ ცხოვრებაში მიმდინარე ზოგიერთი პროცესი დაკავშირებული იყო ციურ სხეულთა მოძრაობასთან, წელიწადის დროთა ცვლასთან, დღე-ღამის მორიგეობასთან, ზღვის მოქცევა-უკუქცევის პერიოდულობასა და მზის აქტიურობის მაქსიმუმების მონაცვლეობასთან. ადამიანებმა შენიშნეს, რომ ბევრი მოვლენა გარკვეული პერიოდულობით მეორდება: დღე-ღამის, 12 თვის, 12 წლის შემდეგ და ა.შ. 

გაბრიელ გარსია მარკესი - მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

Image
გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი. *** „რკინის ფარდა“ წითლად და თეთრად შეღებილი ძელია „რკინის ფარდა“ არც ფარდაა და არც რკინა, ის სადალაქოს რეკლამასავით წითლად და თეთრად შეღებილი სასაზღვრო ძელია. სამი თვე იმ ძელს მიღმა მომიწია ყოფნა და მივხვდი, რომ თუ საღი აზრი შეცდომას დაუშვებს და საქმეს დროზე არ მიხედავს, „რკინის ფარდა“ შეიძლება მართლა რკინის ფარდა გახდეს. თორმეტი წლის მანძილზე ჯიუტად გაწელილ პროპაგანდას უფრო მეტი ძალა აღმოაჩნდა, ვიდრე მთელი ფილოსოფიურ სისტემას: ყოველდღე ჟურნალისტური ლიტერატურის გადაცემების დამთავრებისთანავე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით - მეტაფორების მოშველიებით - ცდილობდნენ საღი აზრის გაქრობას. *** ორ გერმანიას შუაში გამყოფი ხაზივით გასდევდა შესანიშნავი ავტოსტრადა, რომელიც ჰიტლერის ბრძანებით გაუკეთებიათ მისი ძლიერი საომარი მანქანების, საომარი ტექნიკის გასატარებლად. *** ერთი უაირაღო ჯარისკაცი გაგვიძღვა ერ...

სახალისო ამბები რონალდ რეიგანის ცხოვრებიდან...

Image
თავდასხმა პრეზიდენტზე  1981 წლის 20 მარტს განხორციელდა თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე. ვინმე ჯონ ჰინკლიმ ექვსჯერ გაისროლა პრეზიდენტის მიმართულებით, სამი კაცი დაჭრა, მაგრამ მიზნამდე მხოლოდ ერთმა ტყვიამ მიაღწია და საბედნიეროდ, მხოლოდ დაჭრა პრეზიდნეტი. ამის შესახებაც ხუმრობდა რონალდ რეიგანი, რომელმაც მსუბუქი ოპერაციის შემდეგ უინსტონ ჩერჩილსი ფრაზა გაიხსენა: „არ არსებობს იმაზე კარგი გრძნობა, ვიდრე ის, როცა გააცნობიერებ, რომ გესროლეს, მაგრამ უშედეგოდ“. საერთოდ, ამერიკელები აღფრთოვანებულები იყვნენ იმ მძიმე დღეებში 70 წლის რონის აუღელვებლობითა და ჩვეული იუმორით, რომელიც მას არცერთი წუთით არ ტოვებდა. როდესაც საოპერაციოდ შეიყვანეს, მან ქირურგებს ჰკითხა, ხომ ყველანი რესპუბლიკელები ხართო, რაზედაც მათ სრულიად სერიოზულად უპასუხეს: დღეს ყველანი რესპუბლიკელები ვართო. როცა ოპერაციის წინ ტანსაცმელს იხდიდა მედდას თანდასწრებით, რეიგანმა ჩაილაპარაკა: „რა იქნება, ეს რომ ნენსიმ გაიგოს?“ ხოლო, როდესაც მის საწოლთან ბლომად გარშემოკრებილი თანაშემწეები და ადმინისტრაციის აპარატის თა...

ო’ ჰენრი - არ მიყვარს გმირებისთვის ზედმეტი ტანჯვის მიყენება…

Image
(უილიამ სიდნი პორტერი - 1862-1910) „არ მიყვარს გმირებისთვის ზედმეტი ტანჯვის და წამების მიყენება“, - ო’ ჰენრი „ის მაინც გაგვიმხილეთ, კაცი ხართ თუ ქალი“, - მიიღო ო’ ჰენრიმ წერილი და არ უპასუხა. მისმა თანამედროვეებმა არც კი იცოდნენ, ვინ იყო იმ მახვილგონიერი, სხარტი, წარმტაცი სიუჟეტის მქონე მოთხრობების ავტორი, რომლებიც ასეთი პოპულარობით სარგებლობდა. ო’ ჰენრიმ მძიმე, გაჭირვებითა და ხიფათით სავსე ცხოვრება გაატარა. თხუთმეტი წლიდან თვითონ ირჩენდა თავს - მსახურობდა აფთიაქში, მერე ტექსასში გადასახლდა. კოვბოი, ბუღალტერი, მესაწყობე, ეკლესიის მგალობელი, ერთ ხანს - მსახიობი, პროვინციული იუმორისტული გაზეთის რედაქტორი, რომელიც წერდა ნარკვევებს, წერილებს, ლექსებს... ბოლოს ცოლი შეირთო, ჰიუსტონში დასახლდა და ნაციონალურ ბანკში მოლარედ დაიწყო მუშაობა. ბანკის სალაროდან ათასი დოლარის გაფლანგვა დააბრალეს და სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად ო’ ჰენრი ცენტრალურ ამერიკაში გაიქცა. როგორც ამბობენ, ჰონდურასში, საბარგო გემიდან გადმოსვლისას დაინახა საუცხოოდ შეკერილ, მაგრამ დასვრილ და დაფლეთილ კო...