მისტიკურ საბურველში გახვეული ნახატები...
ამბობენ, რომ ყველა ფერწერულ ტილოს საკუთარი ენერგტიკული ველი აქვს; არსებობს თუ არა დაწყევლილი ნახატები?
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ეს მისტიკური ზღაპარია, რომელიც გვიზიდავს და გვინდა რომ გვჯეროდეს; თუმცა ადამიანთა უმრავლესობას პასუხი არ აქვს იმ პარანორმალურ ფაქტებსა და მოვლენებზე, რაც ამა თუ იმ ფერწერულ ტილოს უკავშირდება...
კლოდ მონე - „წყლის შროშანები“ |
საუკუნეზე მეტია, რაც ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს, ერთიშეხედვით, სიმშვიდის მომგვრელი ტილო - „წყლის შროშანები“ მისტიკის მოყვარულთა ყურადღების ცენტრშია...
მონმარტრის კაბარეში, სადაც კლოდ მონე ნახატის დასრულებას მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა, ცეცხლი გაჩნდა; „წყლის შროშანებისა“ გარდა - ყველაფერი ფერფლად იქცა.
თითოეულ ადამიანს, ვისაც ტილო საკუთრებაში ჰქონდა, სახლი დაეწვა!
ამის შემდეგ, „წყლის შროშანები“ ნიუ-იორკის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა. 4 თვეში აქაც ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგაც მონეს ტილოც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ბილ სტოუნჰემი - „ხელები ეწინააღმდეგება მას“, 1972წ. |
„ხელები ეწინააღმდეგება მას“ – კიდევ ერთი ნახატია, რომლის შესახებაც მუდმივად მისტიკურ კონტექსტში საუბრობენ.
ბილ სტოუნჰემის ნამუშევარს საფუძვლად მხატვრისა და მისი დის სურათი დაედო, რომელიც მშობლებმა გადაუღეს. წლების შემდეგ ბილმა სურათის გადახატვა გადაწყვიტა, თუმცა უცნაური ვარიაციით - საკუთარი და მარიონეტს დაამსგავსა, რომელსაც ხელში თითქოს იარაღი უჭირავს; ავტოპორტრეტი კი 50 წლის კაცის ნაკვთებით გააფორმა.
1972 წელს, როდესაც მხატვარმა ნახატი ფართო საზოგადოებას წარუდგინა, სტუმრების დიდი ნაწილი არითმიის შეტევამ და თავის ტკივილმა შეაწუხა.
ნამუშევრის შეძენიდან სულ ცოტა ხანში მისი მფლობელები მოულოდნელად გაირდაიცვალნენ.
ხელოვნებათმცოდნეებს მიაჩნიათ, რომ ნახატი ნეგატიურ ბიოენერგეტიკას ატარებს.
სულ ბოლოს, სურათი იბეიზე - 1025 ა.შ.შ. დოლარად გაიყიდა; ფერწერული ტილო კიმ სმითმა შეიძინა.
ახალ მფლობელს სრულიად უცნობი ადამიანები უგზავნიდნენ წერილებს და აღუწერდნენ, თუ როგორი ბოროტი ენერგია მოდიოდა ნამუშევრიდან.
უცნობი ავტორი - „ტანჯული“ |
მისტიკურ ნახატებს შორისაა უცნობი ავტორის ტილო - „ტანჯული“.
„ბებია ამ ნახატს სხვენში 25 წლის განმავლობაში ინახავდა; ამბობდა რომ ფერწერული ტილო მხატვარმა თავისი სისხლით შეასრულა და შემდგომ თავი მოიკლა; ბებიაჩემის გარდაცვალების შედგეგ, სახლში პარანორმალური მოვლენები დაიწყო: ისმოდა ხმები, კივილი, ოთახში ნისლი დგებოდა...“, - იხსენებს ნამუშევრის მფლობელი - შონ რობინსონი.
შონმა აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად ვიდეოების გადაღებაც დაიწყო; მის არხს იუთუბზე მილიონობით ნახვა აქვს.
მისტიკა თუ რეალობა? ამბობენ ყველაფერი განწყობასა და ფსიქიკაზეა დამოკიდებულიო. თუმცა, უნდა გვჯეროდეს თუ არა მისტიკურ საბურველში გახვეული ნახატების პარანორმალურობის - ეს ჩვენი გადასაწყვეტია...