საქართველოს პირველი რესპუბლიკის საფოსტო მარკები

ქართული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921წწ.) დაიწყო. პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა. 


1919-1921 წლებში გამოვიდა მარკა, წარწერით ლათინური [LA GEORGIE, REPUBLIQUE GEORGIENNE] და ქართული შრიფტით; სურათებზე გამოსახული იყო სიმბოლოები ნაციონალური ორნამენტებით, კბილანების გარეშე და კბილანებით, 10 კაპიკიდან 2 მანეთამდე ნომინალით.

ასევე, ცნობილია გამოცემები, რომლებიც მიმოქცევაში არ ყოფილა. კბილანების გარეშე მარკებზე დატანილია წარწერა ქართული შრიფტით [საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა „de jure“] და თარიღები 1920/12-XII და 1921/27-1.


დაგეგმილი იყო შტამპიანი მარკების გამოშვება ვერსალის სამშვიდობო კონფერენციის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე აღიარების აღსანიშნავად. ამ მარკების მხოლოდ ნაწილის გამოშვება მოესწრო, მიზეზი 1921 წლის 25 თებერალს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის დაკავება იყო.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართული საფოსტო მარკების გამოცემა შეწყდა. თუმცა, ქართულენოვანი საფოსტო ნიშნების გამოყენება გაგრძელდა 1924 წლამდე, საბჭოთა რუსეთის მარკების შემოსვლამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში, საქართველოში მარკების ბეჭდვისას შეცდომებიც იყო დაშვებული, რის შედეგადაც სამი გადმობრუნებული მარკა დაიბეჭდა.


წყარო: აბატი ბუზონი - ქართული მარკის ისტორია ტფილისის უნიკიდან დღემდე
ფილატელისტური ბიბლიოთეკა, 2013წ.