მარკ ტვენი - ტრაგიკული ნათესაობა
ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა ჩემი გერი და ცოლად შეირთო იგი. ასე რომ, მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო ჩემი გერი - დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა. მე კი ბიძად, როგორც ჩემი გერის ძმა.
მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც. როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის ანუ, ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის ბაბუაც ვყოფილვარ.