პაოლო იაშვილი - ყვითელი დანტე
პაოლო იაშვილი - ყვითელი დანტე
პაოლო იაშვილს - მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს - მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!..
რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი,
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი.
ვფიქრობ ლექსებით - ჩქარი და ხან გველივით ზანტი,
მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება.
ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე...
და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება.

„ცისფერი ყანწები“, 1916 წ.