ემილი ბრონტე - ქარიშხლიანი უღელტეხილი

„ის ღამე, როცა „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და მგონი არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი“ – აკა მორჩილაძე

***

გონიერი ადამიანი საკუთარი თავით უნდა კმაყოფილდებოდეს.

***

მე, რომელსაც გადაწყვეტილი მქონდა, ყველანაირი საზოგადოებისგან თავი შორს დამეჭირა და ბედს მადლობას ვწირავდი, რომ ისეთ ადგილას მომახვედრა, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა იშვიათი სიამოვნებაა, მე, სუსტი ადამიანი, გარიჟრაჟამდე ვცდილობდი სულიერი სიმხნევის აღდგენას და მარტოობით მოგვრილი სევდის დაძლევას.

***

ამაყი ხალხი თავის ვარამს თვითონვე კვებავს.

***

ეცადე მოყვარე დაინახო იქ, სადაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მტერი გიდგას წინ.

***

ალბათ ყველას გექნებათ ან უნდა გქონდეთ წარმოდგენა, რომ რაღაც ჩვენეული არამხოლოდ ჩვენში, არამედ ჩვენ მიღმაც არსებობს. რა აზრი ექნებოდა ჩემს არსებობას, მხოლოდ აქაურობით და ჩემი თავით რომ შემოვიფარგლებოდე?

***

ადრე თუ გვიან ჩვენი შინაგანი თავს გვახსენებს, მაგრამ თავმდაბალსა და სულგრძელს უფრო მეტი საბაბით უყვარს თავისი თავი, ვიდრე მბრძანებლობის მოყვარულს.

***

ტირანი მონებს თელავს, ისინი კი არ უჯანყდებიან, ისინი თავიანთ ფეხქვეშ აღმოჩენილებს ასწორებენ მიწასთან.

***

სიამაყით უფალს თვალს ვერ მოსჭრი!


ინგლისურიდან თარგმნა - ლევან ინასარიძემ