სალვადორ დალისა და ზიგმუნდ ფროიდის შეხვედრა |
1938 წელს დალიმ ფროიდი გაიცნო. მხატვარი მასთან შეხვედრას ვენაშიც ცდილობდა, თუმცა, საბოლოოდ ლონდონში, საკუთარ სახლში ესტუმრა. ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგიც ინგლისის დედაქალაქში ცხოვრობდა და ის დალის პოეტ ედვარდ ჯეიმზთან ერთად ფროიდთან გაჰყვა . სხვა სიურრეალისტებისგან განსხვავებით, დალიმ ფროიდზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მომდევნო დღეს, ფროიდმა სტეფან ცვაიგს წერილი გაუგზავნა, სადაც სტუმრობისთვის მადლობას უხდიდა და წერდა, რომ სიურრეალისტებს უწინ შეშლილებად თვლიდა, დალის გაცნობით კი აზრი სრულიად შეეცვალა. „გმადლობთ, რომ გუშინ ასეთი პატივსაცემი ადამიანების გაცნობის საშუალება მომეცით. აქამდე სიურრეალისტებს, რომელთაც მე, სავარაუდოდ, თავიანთ მფარველ წმინდანად ამირჩიეს, შეშლილებად ვითვლებით... ახალგაზრდა ესპანელი, გულწრფელი ფანატიკოსის თვალებით და უზადო ტექნიკური ოსტატობით, შეხედულებას რადიკალურად შემაცვლევინებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ანალიტიკურად შეგვესწავლა ამ ტიპის ფერწერული ნამუშევრის გენეზისი. თუმცა, კრიტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ცნება „ხე...