კახა ბენდუქიძე - ღარიბი ადამიანების გასაჭირი - სასოწარკვეთა
ალბათ გაგიგიათ ხშირად - ამ ქვეყანას მაინც არაფერი უშველის - ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა - ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო - ჩვენგან რა უნდა გამოვიდეს - ეს სიზარმაცე სისხლში გვაქვს - მსურველებს შეუძლიათ გააგრძელონ, ხოლო რედაქციამ კონკურსი გამოაცხადოს, ვინ მეტ ასეთ სისულელეს შეაგროვებს. რაფერ სისულელესო?!!! ეს ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის ამბავში არ არის განა, ტკბილად, მაგრამ ღარიბად ვიცხოვროთ?! ინტელექტუალები ბატონყმობასაც გაიხსენებენ, ცარიზმის მიერ ქართველების ჩაგვრას და ჩვენს უნიათობას თავიანთი სასოწარკვეთით ახსნიან. როცა რამეს ეტყვი - კი მაგრამ ესა თუ ის ქვეყანა? მაგათ ამერიკელებმა უუშენეს, ბატონო, თვითონ ვერ შეძლებდნენ! ეხლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვარ რამდენიმე დღით, და კიდევ ერთხელ ვიხსენებ აქაური ეკონომიკური სასწაულების ისტორიას. და მათ შორის ჩემი საყვარელი ისტორიას - ვინ გახადა ტაივანი თანამედროვე ქვეყანად. ჩინეთში სოციალისტები ებრძოდნენ კომუნისტებს. კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი იყო, სოციალისტების (გომინდანის) - ჩან კაიში. ჩან კაიში საქართველოში ცნობილი იყო იმით, ...