Posts

Showing posts from September, 2010

ვუ გუანზონგი - თანამედროვე ჩინური ხელოვნება

Image
ვუ გუანზონგი - მხატვარი, რომელმაც XX საუკუნის ჩინური მხატვრობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნამუშევრები ხასიათდება შერეული -ჩინური და დასავლური შტრიხებით, რაც ნახატებში შესანიშნავ სინთეზს ქმნის. 1992 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა ბრიტანულ მუზეუმში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩინელი მხატვრის შემოქმდება აღიარეს. ვუ გუანზონგი დღემდე ხელს უწყობს და განაგრძობს ინოვაციური და ორიგინალური ფერწერის განვითარებას.

რიუნოსკე აკუტაგავა - უსიერ ტყეში | შუნსო ჰიშიდა | ჯოჯოხეთის სურათები

Image
უსიერ ტყეში ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა. ოო, წარმოუდგენელია, ადამიანის ენამ მოახერხოს იმის გამოთქმა, თუ რა სავალალოა ყველაფერი ეს. გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ქალი, თუნდაც ამისათვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? პირიქით, სასაცილოა. მამაკაცის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. ოღონდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი (ირონიული ღიმილი). უიარაღოდ დარჩენილ ყველაზე ვაჟკაცურ ქალსაც კი არაფერი შეუძლია. შუნსო ჰიშიდა მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად. ო, დედაო-წმინდა მარია-სამა! ხვალ,...

რიუნოსკე აკუტაგავა - კაიო იამაგუჩი

Image
ხმა. იცოდე, მკითხველები სამუდამოდ შეგაქცევენ ზურგს. მე. სამაგიეროდ, მომავალში დამაფასებენ. I ხმა. თითქოს მშვენიერებაც გიყვარდა. თუ მომაჩვენე, რომ გიყვარდა? მე. დიახ. მე მიყვარს მშვენიერება. ხმა. რაო? მშვენიერებაო? თუ ქალი? მე. ერთიც და მეორეც. ხმა. (ცივი ირონიით). განა ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ მიგაჩნია? მე. ნეტა თუ ვინმეს მიაჩნია?! ქალის მოთაყვანეს იქნებ სულაც არ მოსწონდეს ძველებური ფაიფური, მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერა გრძნობს მთელ ხიბლს ძველებური ფაიფურისას. ხმა. ესთეტმა ამ ორში ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. მე. სამწუხაროდ მე ნდომასაყოლილი კაცი უფრო ვარ ბუნებით, ვიდრე ესთეტი. თუმცა, მომავალში, ვინ იცის, შეიძლება ძველებური ფაიფური ვამჯობინო ქალს. ხმა. თანმიმდევრულობა გკლებია. მე. შეიძლება, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ინფლუენციით ავადმყოფი, ცივი ტილოებით რომ სისტემატურად იზელს ტანს, ყველაზე თანმიმდევრული კაცი ყოფილა. ხმა. მაშ, საკუთარი თავი ძალ-ღონით სავსე კაცად მიგაჩნია? მე. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ძლიერი მაინც არა ვარ. ყველაზე ძლიერი რომ ვყოფილიყავ, ა...

რიუნოსკე აკუტაგავა - ცხოვრება იდიოტისა

Image
ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთსო? წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ვან-გოგის სურათების თვალიერებისას იგი უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მხატვრობა. რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციები იყო, მაგრამ რეპროდუქციებშივ იგრძნობოდა ბუნების სიცინცხალე. - ბოლო ხანს გვამები აღარა გვყოფნის, - თქვა მეგობარმა. ამის პასუხად მან უნებლიეთ გაიფიქრა: “გვამები რომ შემოკლებოდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ჩავიდენდი მკვლელობას”... მან სულ ერთი წამით განიცადა პეპლის ფრთების შეხება გამომშრალ ტუჩებზე, მაგრამ შემორჩენილი ნაზი მტვერი ფრთებისა, მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭებდა. მოულოდნელად შეეჩეხა სასტუროს კიბეზე ქალს, დღისითაც კი, სახე მთვარით განათებულს უგავდა. მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი,მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა. მან თავის თავშიც აღმოაჩინა სული, რომლის არსებობა მანამდე არ იცოდა. სახე ახლაც კი, დღისითაც, მთვარით განათებულ...

რიუნოსკე აკუტაგავა - ჰიოტოკოს ნიღაბი | ცხვირი

Image
ჰიოტოკოს ნიღაბი -  დეკემბერი, 1915 წ ჰეიკიტი მარტო ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი არ სვამს.თუმცა თვითონ ასე ამბობს.მას არ შეუძლია სმის მიტოვება ფსიქოლოგიური მიზეზებოს გამოც.მხოლოდ შექეიფიანებული თამამდება და არავისი აღარ რცხვენია. სურს ცეკვა -იცეკვებს. სურს ძილი-დაიძინებს. არავის შეუძლია მას უსაყვედუროს. ხოლო ჰეიკიტისათვის ეს ყველაზე მთავარია. რატომაა მთავარი? თვითონაც არ ესმის. მან მხოლოდ ის იცის, რომ როცა დალევს, სხვა ადამიანი ხდება. ცეკვით იჯერებდა და, როცა გამოფხიზლდებოდა, ზოგჯერ ეტყოდნენ: ,, აი, გუშინ ბლომად დალიე”.. მას, რა თქმა უნდა ძნელი წარმოსადგენია, რომ გუშინდელი და დღევანდელი ჰეიკიტი- ერთი და იგივე პიროვნებაა. რომელია მათგან ნამდვილი, თვითონაც ვერ გაუგია. იშვიათად სვამს, უფრო ხშირად ფხიზელია. როგორც ჩანს, ფხიზელი ჰეიკიტია სწორედ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თვითონ ჰეიკიტი ვერ დაუდგება თავდებად ვერც ერთს. ღმერთ იანუსს ორი სახე აქვს და არავისთვისაა ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი. ასეა ჰეიკიტიც. ჰეიკიტის მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან ო...

უილიამ შექსპირი - მეფე ლირი

Image
კენტი როდესაც მეფეს აერევა მის გზა და კვალი, ყმის ერთგულება მაშინ უნდა იქ ღაღადებდეს. კორდელია თუმც რაც მაკლია, მე იმით ვარ მხოლოდ მდიდარი, მაგრამ ეგ ნაკლი მე გამიხდა წყრომის მიზეზად: მე არ მაქვს თვალნი მათხოვარნი და ენა მლიქენი და არ ქონვა ეგ მე მახარებს და მასულდგმმარებს, თუმც მაგ არ ქონვამ მამის გული დამაკარგვინა. საფრანგეთის ხელმწიფე ის სიყვარული სიყვარულად არ იხსენება, როს ანგარება, ანგარიში მას ზედ დაერთვის; თუ სიყვარულში სიყვარულზედ მეტს რასმეს გავრევთ, მაშინ დაბლდება სიყვარული და უკვდავება. საფრანგეთის ხელმწიფე ოჰ, ღმერთნო ჩემნო! საოცარ სა საკვირველია, რომე რაც მეტად იგი ამათ აითვალწუნეს, მით უფრო მეტი სიყვარული ჩემს გულს ეგზნების. ედმუნდი მე, ვინც ჩამსახა უტკბოესმა ვნებათ ღელვამა და საიდუმლო ტრფიალებამ შთაბერა სული, მე, რომლისთვისაც თვით ბუნებას კრძალვით წარსტაცეს სულისა ღონე და სიტურფე თვალ-ტანადობის? ესრედ ნაყოფის გამოღება ნუ თუ არ სჯობდეს ჩვეულებრივის გაცვეთილის გრძნობით გაჩენას, რომელიც კანონთ ნებადართვით, თვლემით, მთქნარებით ბადავს ა...

ვან გოგი - საძინებელი არლში

Image
ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარზე, სახელწოდებით "საძინებელი არლში", 2010 წლის იანვარში დაწყებული რესტავრაცია დასრულდა. ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმს ის დღეს დაუბრუნდება, იუწყება Associated Press. მუზეუმის კურატორმა ლეო იანსენმა განაცხადა, რომ ამჟამად ნამუშევარი კიდევ უფრო მეტი სიმშვიდის მატარებელია და ისეთია, როგორიც ვან გოგს უნდოდა რომ ყოფილიყო… ვან გოგმა "საძინებელი" დახატა 1888 წელს, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ არლიში ცხობრობდა. ამ პერიოდს მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ დროს შექმნა მან ცნობილი "მზესუმზირები". ამასთან, "საძინებელი" მისი უსაყვარლესი ნამუშევარი იყო. ამ ნახატის შესრულებიდან ძალიან მალე ნამუშევარი ნესტმა ძალიან დააზიანა და კიდეებზე საღებავმა ცვენა დაიწყო. იმისათვის, რომ ნესტის ზემოქმედება შეემცირებინა, მხატვარი იძულებული გახდა მასზე გაზეთები დაეფარებინა, რის გამოც ნახატზე ტიპოგრაფიული საღებავის კვალი გაჩნდა. "საძინებელს" რესტავრაცია რამდენჯერმე გაუკეთეს. მისი სრული...