Posts

Showing posts from June, 2011

ალბერ კამიუ - სტუმარი

Image
შავ დაფაზე ფერადი ცარცით დახატული საფრანგეთის ოთხი მდინარე უკვე სამი დღეა მიედინებოდა თავთავიანთი შესართავებისაკენ. ირგვლივ ისეთი სიღატაკე სუფევდა, ისე ჭირდა ცხოვრება, რომ დარუს ნამდვილ მებატონედ წარმოედგინა თავი: ჭერი მაინც ხომ ეხურა თავზე. დარუ აქ დაიბადა და სხვაგან რომ ეცხოვრა, გადასახლებაში ეგონებოდა თავი. -ომის დროს კაცი ყველა ხელობას მისდევს. -ომი ჯერ ხომ არ დაწყებულა? -მართალია, მარამ ბრძანება ბრძანებაა და უნდა დამორჩილდე. -ჩვენი მტერია? -არა მგონია; თუმცა დანამდვილებით ვის შეუძლია იცოდეს?! -დარტყმული ხარ, ამიტომაც მიყვარხარ. უკვე რა ხანია ვმუშაობ და კაცის გათოკვას მაინც ვერ შევეჩვიე... მრცხვენია ხოლმე, დიახ, მრცხვენია, მაგრამ თავის ნებაზეც ხომ ვერ მივუშვებ! სიჩუმე, ომის შემდეგ აუტანლად ეჩვენა. როცა ადამიანებს ერთ ჭერქვეშ უხდებათ დაძინება, ჯარისკაცები იქნებიან, თუ პატიმრები, რა ზნეც არ უნდა სჭირდეთ, რაკი იარაღს აიყრიან, ტანსაცმელსაც გაიძრობენ და ერთნაერად დაქანცულები ერთნაირ სიზმრებში ჩაესახლებიან, უცნაური ძალით უკავშირდებიან ერთმანეთს.

ალბერ კამიუ - იონა, ან მხატვარი მუშაობისას

Image
მხატვარ ჟილბერ იონას თავის ბედის ვარსკვლავის სჯეროდა, თუმცა სხვათა რწმენასაც პატივს სცემდა და ერთგვარი აღფრთოვანებითაც ეკიდებოდა. მართალია საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ფიქრობდა, ბევრს მივაღწევ, თუმცა ღირსი დიდი არაფრისა ვიქნებიო. ნაზი მადლიერებით იყო იონა მშობლების მიმართ აღსავსე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდი ყურადღებით არ მოჰკიდებიან მის აღზრდას, რაც საოცნებოდ ბევრ თავისუფალ დროს უტოვებდა. თაყვანისცემა და მოწყალება კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. რაც ნაკლებს კითხულობენ, მით უფრო მეტ წიგნს იძენენ. ხელოვნებაში, ისევე როგორც ბუნებაში, არაფერი არ იკარგება. თვითონ ძიებაში ვარ, გზას ბნელში ვიკვლევ და სხვებს რა უნდა ვასწავლო?! მოწაფე აუცილებლად ის კი არ არის, ვინც რაიმე უნდა შეისწავლოს, უფრო ხშირად, პირიქით, მოსწავლედ მოაქვთ თავი, მასწავლებელს რომ ასწავლონ და ეს სიამოვნებთ. ისე მაღლა აყენებდნენ იონას და მეტადრე იმას, რაც მის კეთილსინდისიერებასა და შრომისუნარიანობას ეხებოდა, რომ იონას არავითარი სისუსტის გამოჩენის ნება აღარ ჰქონდა. იონა აღარ კმაყოფილდებოდა ბუნებრივი თავაზიანო...

პროსპერ მერიმე - კარმენი

Image
მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ არ მაძლევდა უფლებას ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში. ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის, რომ სტუმარ - მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს. მე საკმარისად ვიცნობდი ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოწია. საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია. პატივი ვცეთ მის საიდუმლოს! განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება? მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო. კატების და ქალების ჩვეულება ხომ ასეთია, როცა ეძახი არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან. კარმენის ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით ნუ ჩასვამთ ციხეში. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ...

ონორე დე ბალზაკი - ათეისტის წირვა

Image
ქირურგთა დიდება ჰგავს მსახიობთა დიდებას. ისინი მხოლოდ მანამდე არსებობენ, სანამ ცოცხლები არიან. წარმავალ გენიოსებს ბევრი რამ აქვთ საერთო თავიანთ ხვედრში. ცხოვრებაში მისი მარტოობის მიზეზი ეგოიზმი იყო და ამავე ეგოიზმმა ჩაკლა მისი სიკვიდილის შემდგომ სახელიც. შურიანები და გონებაჩლუნგები ვერასდროს ჩასწვდებიან იმ განზრახვებს, რომლებიც დიდი ჭკუის ადამიანებს ამოქმედებენ. გენიოსობა გულისხმობს შინაგან მხედველობას. ცხადია ტაძარში იმისთვის არ შესულა, რომ ღვთისმშობლის მშობიარობის საკითხი გამორკვია. ზღვა სისხლი დაიღვარა იმისთვის, რომ უფლის გვამის დღესასწაული დაეწესებინათ. არავის უნდოდა დაენახა, რომ ჩემი გულფიცხობა აუტანელი შრომითა და გაჭირვებით იყო გამოწვეული. არ ვიცი შეედრება თუ არა, ამა თუ იმ კოლეგის მოღალატური საქციელით გამოწვეული წყენა იმ მწუხარებას, რაც ჩვენ ორივეს განგვიცდია, გახეული ფეხსაცმლის ვერაგული გაღიმება რომ შეგვინიშნავს. პარიზში რომ დაგიანხავენ ცხენზე შეჯდომას აპირებ, ზოგი ჩამოსათრევად კალთაზე ჩამოგეკიდება, ზოგი მოსართავს გაგიხსნის, რომ ჩამოვარდე და თავი გაიტეხო...

ონორე დე ბალზაკი - გობსეკი

Image
მადლიერება ის ვალია, რომელსაც შვილები ყოველთვის არ თვლიან თავისთვის სავალდებულოდ. ისე ჩუმად და უხმაუროდ ცხოვრობდა, როგორც ქვიშის ნაკადი ჩადის ძველებურ ქვიშის საათში. თუ ადამიანობა, ადამიანთა შორის ურთიერთობა თავისებურ რელიგიად შეიძლება მივიჩნიოთ, მაშინ გობსეკი შეიძლებოდა ათეისტად ჩაეთვალათ. -თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ისაა პოეტი, ვინც ლექსებს ბეჭდავს? ამქვეყნად მუდმივი არაფერია, ყველაფერი მხოლოდ პირობითია და ჰავის მიხედვით იცვლება. იმისათვის, ვინც იძულებული ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ორომტრიალში გადაეშვას, რწმენა და ზნეობრივი წესები ფუჭი სიტყვებია. გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გრძნობა, რომელიც ბუნებამ ჩაგვინერგა: თავდაცვის ინსტინქტი. ოქრო შეიცავს ადამიანთა მთელ ძალას. დიდების მოყვარულობა მხოლოდ ოქროს ნიაღვრებით კმაყოფილდება. რაშია ბედნიერება? ან ძლიერ გრძნობებში, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებს, ან წესიერ საქმიანობაში, რომელიც ცხოვრებას თანაბარზომიერად მოქმედ ინგლისურ მექანიზმად აქცევს. არისტოკრატსა და მის მაიმუნივით მიმბაძველს ეშინიათ ტალახში სიარულით ფეხი არ დაისვარონ დ...

ანატოლ ფრანსი - ბალთაზარი • ბატონი პიჟონო • კონტი მორენი

Image
ბალთაზარი - ადამიანი არ იღლება ბუნების მშვენიერების ჭვრეტით, - იტყოდა სემბობიტისი. - მართალი ბრძანებაა, - უპასუხებდა ბალთაზარი, - თუმცა ბუნებაში არსებობს სხვა რამ, უფრო მშვენიერი, ვიდრე პალმები და ნიანგებია. - არსებობს ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია. - რა? - იკითხა სემბობიტისმა. - ქალის ღალატი, - მიუგო მეფემ. ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა, რაც ღვთაებრივია, ხოლო ღვთაებრივი ჩვენთვის მიუწვდომელია. სემბობიტისი ვერ ხედავდა ვარსკვლავს, რამეთუ არ სურდა დანახვა მისი; ხანდაზმული და განსწავლული იყო და არ უყვარდა არავითარი სიახლე. ბატონი პიჟონო ჯერ ისევ ვთრთი და ვკანკალებ, როცა წარმოვიდგენ იმ უძირო უფსკრულს, საითაც მიბიძგებდა ჩემი ხიფათის მოყვარული გონება. თვით უნორჩეს სახეებზედაც კი მკაცრი გამომეტყველება აღბეჭდილიყო, თითქოს ჩემი სიტყვის თილისმას ყველას გონება ერთბაშად მოემწიფებინა. აბა როგორ აგიხსნათ, რა მოხდა მაშინ, თუკი თავადაც ვერაფერი გავიგე? მათ მომილოცეს და ამ მოლოცვათა გულწრფელობა მსურს დავი...

გი დე მოპასანი - მოთხრობები • ემილ ზოლა - წისქვილის დარბევა

Image
შეშლილი ქალი რაკი სიკვდილი ერთხელ შემოიჭრება სახლში, აღარ მოგეშვება. ტყვეები სიბერემ დედაბერი მშიშარა გახადა. ორი მეგობარი ზოგჯერ მთელ დღეს ერთმანეთს სიტყვას არ ეტყოდნენ, ზოგჯერ კი ტკბილად საუბრობდნენ; მაგრამ სიტყვის უთქმელადაც, ერთმანეთს ძალიან ეწყობოდნენ. იშვიათ სიხარულს გრძნობდნენ, იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანი ეძლევა, როდესაც დიდხანს მოკლებულ, საყვარელ სიამოვნებას ხელახლა განიცდის. სროლას სროლა მოსდევდა, ყოველ წუთში მთა ისროდა სიკვდილის სუნთქვას და რძისფერ ბოლს ანთხევდა. -ადამიანი მხეცზე უარესია! - უნდა ითქვას, რომ სულ ასე იქნება, სანამ მთავრობები იარსებებენ. მეგობრები ერთ რამეში შეთანხმდნენ - ადამიანი თავისუფალი არასდროს იქნებაო. პოლკოვნიკის აზრები ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება, ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით. ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ. ემილ ზოლა - წისქვილის დარბევა მოფარდახებუ...

ანატოლ ფრანსი - კრენკებილი

Image
მართმსაჯულების სიდიადე გამოსახულია ყოველ განაჩენში, რომელსაც კი , მბრძანებელი ხალხის სახელით მოსამართლე წარმოთქვამს. სახარების ქრისტე მეამბოხე იყო და დასაჯეს კიდეც, სწორედ  ამას  ათასცხრაასი წლის განმავლობაში, ყველა ქრისტიანი ხალხი სასამართლოს უდიდეს შეცდომად უთვლის. კრენკებილს სინდისი ეუბნებოდა, დამნაშავე არ ხარო, მაგრამ გრძნობდა, რა მცირე მნიშვნელობა ჰქონდა ვიღაც მემწვანილის სინდისს კანონის სიმბოლოთა და საზოგადოებრივი მისაგებლის აღმასრულებელთა წინაშე. ახლა იგი განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოექცა - მოვალეობასა და უფლებას შორის. დაპატიმრებამ დააკმაყოფილა ბრბო, რომელიც მდაბალ და სასტიკ სანახაობას ეწაფება. ჩვენს შეცდომებს უამრავი საფუძველი აქვს. გრძნობათა აღქმანი და გონების მსჯელობანი არიან ილუზიის წყარო და დაურწმუნებლობის მიზეზი. ადამიანის ჩვენებას არ უნდა ვენდოთ, ნომერს კი შეიძლება ვერწმუნოთ. ჩინტომონტელ ბასტიენ მატრას, შეუძლია შეცდომა დაუშვას, მაგრამ # 64 პოლიციელი, თავის ადამიანურ არსებას მოცილებული, არ ცდება. როდესაც ადამიანი, რომელიც მ...