Posts

Showing posts from February, 2012

In Which The Basic Reason Was William Faulkner Needed Money

Image
Nothing Ever Happens One of the saddest things is that the only thing that a man can do for eight hours a day, day after day, is work. You can’t eat eight hours a day nor drink for eight hours a day nor make love for eight hours — all you can do for eight hours is work. Which is the reason why man makes himself and everybody else so miserable and unhappy. In spring of 1947, the English department of the University of Mississippi had William Faulkner address one class a day for a week. The teacher of each class was barred from attending the sessions. Faulkner spent the entire time answering questions from students. Q : Which of your books do you consider best? WILLIAM FAULKNER : As I Lay Dying was easier and more interesting. The Sound and The Fury still continues to move me. Go Down, Moses - I started it as a collection of short stories. After I reworked it, it became seven different facets of one field. It is simply a collection of short stories. Q : In what form does the in...

ჰერმან ჰესე - ნარცისი და გოლდმუნდი

Image
შემოქმედის ნაცვლად მოაზროვნე თუ გამოხვიდოდი, მაშინ უბედურება მოხდებოდა. კერძოდ, მისტიკოსი შეიქნებოდი. მისტიკოსები, მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, ის მოაზროვნენი არიან, რომლებმაც წარმოსახვებს თავი ვერ დააღწიეს, ანუ, საერთოდ, მოაზროვნეებად ვერ ივარგეს. ისინი ფარული ხელოვანნი არიან: პოეტები ულექსოდ, მხატვრები უფუნჯოდ, მუსიკოსები უმელოდიოდ. მათ შორის შეხვდები მეტად ნიჭიერსა და კეთილშობილ სულებს, მაგრამ ყველა ისინი გამონაკლისის გარეშე უბედურნი არიან. ერთი მათგანი შენც იქნებოდი. ამის ნაცვლად, მადლობა ღმერთს, ხელოვანი გამოხვედი და სურათების სამყარო დაიმორჩილე, სადაც ძალგიდს შემოქმედი და მბრძანებელი იყო, ნაცვლად მოაზროვნისა, სულ რომ უკმარობის გრძნობა გექნებოდა”. (ნარცისი) “ჩვენი აზროვნება მუდმივი აბსტრაქციების, გრძნობათა უარყოფის და წმინდა სულიერი სამყაროს აშენების მცდელობაა. შენ კი სწორედ ყველაზე უფრო არამუდმივი, ყველაზე უფრო მოკვდავი მიგაქვს გულთან ახლოს და სამყაროს აზრს წარმავალ ცხოვრებაში აცხადებ. შენ წარმავლობას გვერდს არ უვლი, შენ მას ბოლომდე გრძნობ, წარმავალი ცხოვრების გრძნობას...

პიერ ოგიუსტ რენუარი 1841-1919 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”რომ არ ვერთობოდე, არც დავხატავდი”. ”ხელები სულაც არ არის აუცილებელი რომ ხატო”. ”მხატვრობა ოცნება როდია, ის, უპირველეს ყოვლისა, ხელით შრომაა, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც კარგმა მუშამ”. ”ხომ შეიძლება ინტელექტუალთა ოჯახში დავბადებულიყავი? რამდენი წელი დამჭირდებოდა მათი იდეებისგან გასათავისუფლებლად და საგნების ისე დასანახავად, როგორებიც სინამდვილეში არიან”. ”მინდა წითელი მჟღერი იყოს და ზარივით რეკდეს. თუ სასურველ ფერს ერთბაშად ვერ მივიღებ, წითელსა და სხვა ფერებს ვუმატებ, სანამ ჩემსას არ მივაღწევ. სხვა რა შემიძლია? მე არც წესი მაქვს და არც მეთოდი”. ”ნახატი სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი უნდა იყოს; დიახ, ლამაზი! ამქვეყნად ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ არის, კიდევ სხვა რომ მოვინდომოთ”. ”თითქმის ყოველდღე დავდივარ მონესთან, ანუ ვმეგობრობთ... ყოველდღე ვერ ვახერხებთ ჭამას, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან იგი კარგი კომპანიონია ხატვაში” - წერს რენუარი ბაზილს. ”ალბათ ყველაფერს თავს დავანებებდი, ჩემს ძვირფას მეგობარ მონეს, ზურგზე ხელის დარტყმით რომ არ გავემხნევებინე ხოლმე”....

ანრი ტულუზ ლოტრეკი - ჯეინ ავრილი

Image
აფიშაში - ”ჯეინ ავრილი” ტულუზ ლოტრეკი იმავე რაკურსს იყენებს, რომელსაც დეგა სურათში - ”კაბარე ამბასადორი”. ამ პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, პოპულარული მუსიკალური კომედია ხელოვნებად ჩაეთვალათ. ამ შეხედულებამ XX საუკუნეში კულმინაციას მიაღწია, მუსიკალური კომედია სპეციფიკურ ჟანრად მიიჩნიეს და ჯაზთან სინთეზით ისეთი სპექტაკლები შეიქმნა, როგორიც იყო კურტ ვაილისა და ბერტოლდ ბრეჰტის - ”სამგროშიანი ოპერა”. ედგარ დეგა - ”კაბარე ამბასადორი”, 1875-1877

ედგარ დეგა 1834-1917 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”არც ერთი ხელოვნება არ არის ჩემსაზე ნაკლებად სპონტანური. შთაგონება, უშუალობა, ტემპერამენტი ჩემთვის უცნობია. ერთი და იგივე თემა ათჯერ, ასჯერ უნდა გაიმეორო. ხელოვნებაში შემთხვევითი არაფერი უნდა იყოს, თვით მოძრაობაც კი”. ”მას შემდეგ, რაც ბევრი სურათი დავხატე მაღალი რაკურსიდან, რამდენიმეს დახატვას ვაპირებ დაბლა მდებარე წერტილიდან, ქალის სიახლოვეს დავჯდები და ქვევიდან ზევით დავიწყებ ყურებას”. ”ვერავინ ასახავს მონუმენტს თუ სახლს დაბალი ფენების შეხედულებისამებრ ისე ერთგულად, როგორც ეს ქუჩაში სიარულისას არის შესაძლებელი”. ”ადამიანი იმას ხატავს, რისი დანახვაც სურს და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ხელოვნებას”. ”ბევრი მუშაობა სჭირდება საღამოს განათბის, ლამპების, სანთლების ეფექტებს”. ”სინდისი მქენჯნის, ამდენი მშვენიერი რამ რომ ვნახე... ჯოტოს ნამუშევრებში იმდენი ექსპრესია და საოცარი დრამაა... ის გენიოსია!” ”კვირა დილაა. ჯოტოს წმინდა ფრანცისკ ასიზელი დემონებს განდევნის, წმინდა ფრანცისკი ღმერთს ელაპარაკება, არასდროს მიგრძვნია ასეთი აღელვება და მგონი ვერც ვერასოდეს ვიგრძნობ. თვალები ცრემლ...

ედგარ დეგა - მანე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა

Image
ალბერტ ვოლფი, ”ლე ფიგარო” – ”წავიდა ედუარდ მანე, ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო შემოქმედებითი პერსონა. რამდენიმე სრულყოფილი ნამუშევარი, რომელიც არ შეუსრულებია თავისი მოხვეული რევოლუციური იდეებით, ისტორიას დარჩბა. მანეს სულაც არ სჭირდებოდა თავისი ნამუშევრები ლუქსემბურგის სასახლეში ეხილა. მას მომავალი მიაგებს გადატანილი წყენის საფასურს: მისი ”ლუდის კათხა” და ”ბიჭი დაშნით” ლუვრში განთავსდება”. ჟიულ კონტი, ”ილუსტრასიონი” – ”მას ბევრი რამ ეპატიება, რადგან ბევრი რამ გაბედა! რაც შეეხება შედეგებს, ისინი სამწუხაროა - თეორიტიკოსმა, რომელიც დაუსრულებლად მსჯელობდა ბუნებაზე, ტილოზე სულ მანეკენებს ხატავდა, ერთხელაც კი ვერ შეძლო ნამდვილი სახის დახატვა”. ”ლე მონდი” - იმის მიხედვით, როგორი ხმაური მოაქვს ადამიანის გარდაცვალებას, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რა ადგილი ეჭირა მას ცხოვრებაში. მანეს გარდაცვალებიდან მეორე დღესვე პრესა ამ მოვლენას ეხმაურებოდა. აი, უკვე მერვე დღეა... მისი სიკვდილით გამოწვეული ღელვა კი ჯერ არ ჩამცხრალა”.

ედუარდ მანე 1832-1883 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”იგი ტრადიციასაც აუმხედრდა და ბუნებასაც. ამავე დროს ერთსაც იყენებდა და მეორესაც, რათა ისე ეხატა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. ამ დროს არც თავისი შესაძლებლობების საზღვრებზე ფიქრბოდა და არც თავისი მოქმედებების მიზეზებზე. ხატავდა ლაღად, რაც დაუდევრობად შეიძლებოდა მიეჩნია ვინმეს. მის ქმნილებებში დენის ხასიათი გავროშის ხასიათს ერწყმოდა” - ლიონელო ვენტური. ”ის მაკიაჟითაა, მაგრამ როგორი გენიოსი იმალება ამის უკან” - მანე შარლ ბოდლერზე. ”მხატვარმა უნდა იგრძნოს თანამედროვეობის პოეტური და ისტორიული საზრისი, უნდა დაინახოს მარადიული წარმავალში” - შარლ ბოდლერი. ”ეს კაცი (ედუარდ მანე) გახდება მხატვარი, ის ჭეშმარიტი მხატვარი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ცხოვრების ეპიკური მხარის აღქმა. ის გვაიძულებს დავინახოთ და გავიგოთ, რა დიდებულები და პოეტურები ვართ ჩვენს ჰალსტუხებსა და ლაქის ფეხსაცმელებში”- შარლ ბოდლერი. ”არაფერი ისე არ მავსებდა ენერგიით, როგორც ჩვენი (ბატინიოლის ჯგუფი) კამათი, რომელშიც სხვადასხვა თვალსაზრისი ებრძოდა ერთმანეთს. კამათი წვრთნიდა ჩვენს გონებას და გვმუხტავდა ენერგიით, ...