Posts

Showing posts from December, 2014

ჰერმან ჰესე - პიქტორის ფერისცვალება

Image
შედგა თუ არა ფეხი სამოთხეში, ხე დაინახა პიქტორმა. ქალ-კაცა იყო ეს ხე, ანუ ქალიცა და კაციც ერთდროულად. კრძალვით მიესალმა პიქტორი ხეს და ჰკითხა: შინ ხომ არა ხარ სიცოცხლის ხეო! არა უპასუხა რა ხემ. მაშინ წამოჰყო გველმა თავი და პასუხი დააპირა. არ მოუსმინა გველს პიქტორმა, ზურგი აქცია და გზა გააგრძელა. მიდიოდა და თვალები სულ აქეთ-იქით გაურბოდა, ისე მოსწონდა იქაურობა. გული უთქვამდა, სიცოცხლის დასაბამთან და სათავესთან ხარო. ახლა სხვა ხე დაინახა პიქტორმა. მზე-მთვარისა იყო ეს ხე, ანუ მზეცა და მთვარეც ერთდროულად. შენ ხომ არა ხარ სიცოცხლის ხეო? - უთხრა პიქტორმა. თავი დაუქნია მზემ და შესცინა. თავი დაუქნია მთვარემაც და შეჰღიმა. ტურფა რამ ყვავილები შეცქეროდნენ პიქტორს. ზოგი თავს უქნევდა და უცინოდა, ზოგი თავს უქნევდა და უღიმოდა, ზოგი არც თავს უქნევდა და არც უღიმოდა, ისე იყვნენ თავის თავში ჩაფლულნი ყვავილები წყნარები, ნაირფერი თვალებით, საკუთარი ოცნებით და სურნელით მთვრალები. ფერად სოსანი მღეროდა. ფერად ლურჯი ძილისპირულს გალობდა. ერთს დიდრონი ლურჯი თვალები ჰქონდა, მეორემ პირველი სიყვარული გაა...

აკა მორჩილაძე - ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

Image
სვეტი 10.01.1998 ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის “რეალს” დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია - თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ დანარჩენ დროს თოვლსა და ყინვაში უნდა ირბინო. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს. მოვა დრო და იმ ოცდათორმეტში ჩვენც ვიქნებით. ოფლს დავღვრით, ცოდნას მოვიხმართ და ვიქნებით. როდის ჩამოვა ამხანაგური თამაშის გასამართად ბრაზილიის ნაკრები? ნორვეგიაში ხომ ჩადის და აგებს კიდეც. დადგება ეს დროც. წელს საფეხბურთო ზეიმია. რა თქმა უნდა, უჩვენოდ. აბა, როდის ყოფილა ჩვენით? მაგრამ თბილისელი ფანობა გამოცდილია ამ საქმეში. აგერ უკვე მერამდენე თაობაა, რაც ქართველ ქომაგს თავისი საყვარელი უცხოური გუნდები ჰყავს. ამბობენ, ასეთი რამ სხვაგან არსად არისო, მაგრამ როგორ არ არის? უბრალოდ, ასეთი სახალ...

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - იქ სადაც დურგალი ცხოვრობს

Image
ავტომობილი მეთექვსმეტე ქუჩისა და რომელიღაც ჭუჭყიანი შესახვევის კუთხესთან შეჩერდა. ქალი გადმოვიდა. კაცი და პატარა გოგონა მანქანაში დარჩნენ. „ვაპირებ ვუთხრა, რომ ოც დოლარზე მეტი არ ღირს“, თქვა ქალმა. „როგორც გინდა. ესკიზები თუ წამოიღე?“ „რა თქმა უნდა“. ქალი მანქანის უკანა სალონში მოთავსებულ ჩანთას დასწვდა. „კიდევ კარგი, არ დამავიწყდა“. „Dites quiline faut pas avoir les forts placards”, (უთხარი, რომ ბევრი კარადები საჭირო არ არის) თქვა კაცმა. „Nile bon bois”. (არც ძვირფასი ხის მასალა გვჭირდება) „ძალიანაც კარგი“. „ნეტა ფრანგულად არ ლაპარაკობდეთ!“ თქვა გოგონამ. „Et il faul avoir un bon height. L’un des Murphys etait comme ca”. (და რაც შეიძლება მაღალი გააკეთოს. მერფებთან რომ ვნახეთ, ისეთი). კაცმა ხელი ერთნახევარი იარდის სიმაღლეზე ასწია. აბრაგაკრული სადარბაზოს კარი, რომელზეც „სადურგლო სახელოსნო“ ეწერა, ქალმა ოდნავ შეაღო და მომცრო კიბეს აუყვა. კაცმა და გოგონამ გარემო უხალისოდ მოათვალიერეს. არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ირგვლივ მხოლოდ წითელი აგურის სახლები ჩამომდგარიყვნენ. ...

ხუან რულფო - პედრო პარამო

Image
მიცემული სიტყვისთვის მეტი სიმტკიცე რომ მიმეცა, მომაკვდავს ხელზე მაგრად ვუჭერდი ხელს. დედა კვდებოდა და მზად ვიყავ ყველაფერს შევპირებოდი. უცებ ვიგრძენი, ცხელმა ტალღამ როგორ გადამიარა გულზე იმ ადგილას, სადაც ხალათის ჯიბეში დედის სურათი მედო - თითქოსდა ამ აუტანელი სიცხისგან ისიც ჩემსავით ოფლად იღვრებოდა. ფოტოსურათი ძველი, კუთხეებმომტვრეული და კიდეებდაძენძილი იყო. მაგრამ დედაჩემის სხვა სურათი არ დამრჩენია, ესეც სამზარეულოს კარადის უჯრაში ვიპოვე, ხმელ სუნელებთან - პიტნის კონებთან, აკაციის ყვავილებსა და რუდას ფოთლებთან იდო. აქ, სადაც თითქმის არ იყო ჰაერი და არ შეიძლებოდა სუნთქვა, ეს ხმები გაცილებით აშკარად ისმოდა. ამ ხმებს მე თავად ვატარებდი საკუთარ არსებაში და ისინი ქვებივით მამძიმებდნენ. გამახსენდა დედის სიტყვები: "იქ შენ კვლავ მოგესმება ჩემი ხმა და მაშინ უკეთ გამიგებ. მე შენ გვერდით ვიქნები, ჩემი მოგონებების ხმები შემოაღწევენ შენს არსებაში და განდევნის ჩემი სიკვდილის ხმას, თუკი სიკვდილსაც აქვს თავისი ხმა". დედა... ისევ ცოცხალია. ერთად სიკვდილი უფრო იოლია, ისე საშინელი აღ...

ელინური მითები - კადმოსი და თებეს დაარსება

Image
ფინიკიელთა მეფის აგენორისა და მისი მეუღლის ტელეფას შვილს კადმოსს მამაცი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა დამსახურებული მთელ სახელმწიფოში. ახალგაზრდა ვაჟკაცს მხარს უმშვენებდა მთელს ფინიკიაში სილამაზით სახელგანთქმული ღვიძლი და, მეფე აგენორის მშვენიერი ასული ევროპა. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველანი სიხარულით შესცქეროდნენ ევროპას და მისი კალმით აუწერელი სილამაზით, მისი სიმშვენიერით ტკბებოდნენ და იხიბლებოდნენ. ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა სადღაც თვალი მოჰკრა ევროპას და ისე მოიხიბლა მისი სიმშვენიერით, რომ გადაწყვიტა მეფის ასულის მოტაცება. ოლიმპოს მბრძანებელმა თავისი გადაწყვეტილება მყისვე განახორციელა. ყოვლად შემძლებელი ზევსი გადაიქცა ხარად, რომელსაც ჯერ კიდევ უღლის სიმძიმე არ ეგრძნო, ზურგზე წამოიკიდა და გაიტაცა მეფის საყვარელი ასული. მეფე აგენორის და დედოფლის ტელეფას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელმწიფოს მკვიდრნი სასოწარკვეთილებას ეძლეოდნენ მეფის ასულის ასე უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო და ყველანი გულმტკივნეულად მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ. ჯავრით...

ი.სტალინი - საუბარი გერმანელ მწერალ ემილ ლუდვიგთან

Image
კომუნისტი, შაბათი, 28 მაისი, 1932 წ. #123 1931 წლის 13 დეკემბერს ლიუდვიგი. დიდად გმადლობთ იმისათვის, რომ შესაძლებლად დაინახეთ ჩემი მიღება. 20 წელიწადზე მეტია, რაც ვიკვლევ გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ვფიქრობ, რომ კარგად ვერკვევი ადამაინებში, სამაგიეროთ არაფერი გამეგება სოციალურ-ეკონომიური პირობების. სტალინი. თქვენ თავდაბლობას იჩენთ. ლიუდვიგი. არა, ეს ნამდვილად ასეა. სწორედ ამიტომ მე მოგცემთ ისეთ კითხვებს, რომლებიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. დღეს, აქ კრემლში, ვნახე პეტრე-დიდის ზოგიერთი რელიკვიები და პირველი კითხვა, რომელიც მინდა მოგცეტ, ასეთია: შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა პარალელის გავლება თქვენსა და პეტრე დიდს შორის. სთვლი თუ არა თქვენ თავს პეტრე-დიდის საქმის გამგრძობად? სტალინი. არავითარ შემთხვევაში. ისტორიული პარალელები ყოველთვის სახიფათოა. ასეთი პარალელი უაზროა. ლიუდვიგი. კი, მაგრამ პეტრე დიდმა ხომ ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისათვის, რომ რუსეთში გადმოეტანა დასავლეთის კულტურა. სტალინი. რა თქმა უნდა, პეტრ...

ელინური მითები - პიგმალიონი

Image
ძველი დროის მხატვარ-მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეჭირა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით. მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით-კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება- შეკავშირებას. მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე-სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს არასოდეს, არა...

მიმო პალადინოს მიერ ილუსტრირებული - ულისე

Image
"წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი. ყვითელი, ქამარშეხსნილი ხალათი დილის ნელ სიოს ოდნავ გამოებერა. თასი ზევით ასწია და გალობით წარმოთქვა: – Introibo ad altare Dei. შეჩერდა, ბნელ დახვეულ კიბეს ჩახედა და უკმეხად ჩასძახა: – ამოდი, კინჩ! ამოდი, შე ლაჩარო იეზუიტო! დარბაისლური ნაბიჯით წამოვიდა წინ და მრგვალ საზარბაზნე მოედანზე შედგა. მიმოიხედა და მედიდურად სამგზის გადასახა ჯვარი კოშკს, არემარეს, ახლად გამოღვიძებულ მთებს. სტივენ დედალოსს რომ მოჰკრა თვალი, მისკენ გადაიხარა და სწრაფად მოჰყვა ჰაერში ჯვრის გამოსახვას, თან ბუყბუყებდა და თავს იქნევდა. სტივენ დედალოსი, უკმაყოფილო და ნამძინარევი, კიბის თავში მოაჯირს დაეყრდნო ხელებით. გულგრილად შეჰყურებდა ცახცახა, მობუყბუყე, ცხენის თავივით ჩამოგრძელებულ სახეს, მას რომ ლოცავდა, და მქრქალ-მუხისფრად შეფერილ უტენზურო თმას. ბაკ მალიგანმა წამით სარკე გადასწია, თასში ჩაიჭყიტა და ისევ მარჯვედ წააფარა.  – ყაზარმებში! მკაცრად თქვა მა...