მილორად პავიჩი - რომანი როგორც სახელმწიფო
ცოტა რამ ჩემზე და ჩემს „ხაზარულ სიტყვისკონაზე“ რაც მწერალი ვარ, უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტია, შორეულ 1766 წელს ერთ-ერთმა პავიჩმა ბუდიმში თავის ლექსთა კრებული გამოსცა და იმ დროიდან ჩვენს თავს ლიტერატურულ დინასტიად მივიჩნევთ. დავიბადე 1929 წელს სამოთხის ოთხი მდინარიდან ერთ-ერთის ნაპირას დილის 8 საათსა და 30 წუთზე სასწორის ნიშნით (მორიელის ნიშნის დებით), აცტეკთა ჰოროსკოპით კი გველი ვარ. პირველად ბომბები რომ დამაცვივდა თავზე, 12 წლისა ვიყავი. მეორედ 15 წლისა მოვყევი ბომბების თავსხმაში. ამ ორი დაბომბვის შუა მოქცეულს მეწვია პირველი სიყვარული და ოკუპირებულ მიწა-წყალზე იძულებული გავხდი, მესწავლა გერმანული. იმავე დროს ინგლისურს ჩუმად მასწავლიდა მავანი ბატონი, რომელიც სურნელოვანი თამბაქოთი დატენილ ჩიბუხს ეწეოდა და მაინცდამაინც კარგი ინგლისურით ვერ მეტყველებდა. სწორედ მაშინ დამავიწყდა პირველად ფრანგული ენა (შემდგომ კიდევ ორჯერ დამავიწყდა). ბოლოს, როცა ერთხელ ინგლისელები და ამერიკელები ერთად გვბომბავდნენ და თავის საშველად ძაღლების საწვრთნელ სკოლაში შევვარდი, ერთ რუს ემიგრანტს გადავეყარ...