Posts

Showing posts from December, 2015

თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია 1890-1920

Image
როცა დიდი აფეთქება მოხდა და დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა, ფრანც კაფკამ ასეთი რამე თქვა (თავის მეგობარზე საუბრისას, რომელიც სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა): „მას ძლიერი წარმოსახვა ჰქონდა და ვერ აიტანა ისეთი რამ, რაც წარმოსახვის სრულმა არქონამ მოიტანა“. ფრანც-ფერდინანდი და სოფი სახურავგადახდილ მანქანაში ისხდნენ, მათ უსაფრთხოებას მთელი ქალაქის მასშტაბით სულ რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა და თავდასხმა რთულ ამოცანას არ წარმოადგენდა. საჭირო იყო მხოლოდ ნება და გამბედაობა. და მაინც, როცა დილის ათ საათსა და ათ წუთზე მანქანამ შეთქმულებს ჩაუარა, ბევრმა მათგანმა დაბნეულობისგან ვერაფერი მოახერხა. მხოლოდ ერთმა ისროლა ყუმბარა, რომელიც ფრანც-ფერდინანდისა და სოფის მანქანის უკან აფეთქდა და სოფი მხოლოდ ოდნავ გაკაწრა. დაიჭრა იქვე მყოფი ადამიანების ჯგუფი. წყვილმა, ასე თუ ისე, მშვიდობიანად მიაღწია დანიშნულების ადგილს (ქალაქის მერიას). იქ ფრანც-ფერდინანდმა გადაწყვიტა გეგმები შეეცვალა და საავადმყოფოსკენ დაძრულიყო, სადაც ტერაქტის შედეგად დაჭრილ მოქალაქეებს მოინახულებდა. სოფი, ქმრის თხოვნის მიუხედავად,...

თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე

Image
უაღრესად პრაგმატული გონების პატრონს არაფერში სჭირდებოდა ზედმეტი მსხვერპლი. როცა ნაპოლეონმა პარიზში აჯანყებულ როიალისტებს ცეცხლი დაუშინა, ნამდვილი ჭურვებით ქვემეხები მხოლოდ პირველი ორი ზალპის დროს დაატენინა. როცა ამ ზალპებმა ეფექტი მოახდინა, შემდეგ უკვე მხოლოდ „ცარიელზე“ ისროდა, რათა დამფრთხალი ბრბო უბრალოდ გაქცეულიყო. ნაპოლეონი კარგად იცნობდა ფილოსოფოსთა ნაშრომებს, მაგრამ მათზე მეტად მეწარმეებსა და გამომგონებლებს აფასებდა (გამოგონებაში თავადაც შეიტანა წვლილი - ეგვიპტეში ლაშქრობის წინ მანამდე არარსებული მზის სათვალეები დაამზადებინა, რათა ჯარისკაცებს უდაბნოში გადაადგილება და ბრძოლა არ გასჭირვებოდათ). გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ნაპოლეონი ტანდაბალიც არ გახლდათ. იმ დროის მონაცემებისათვის იგი საშუალო სიმაღლისად ჩაითვლებოდა, ჯუჯად კი კორსიკელი მტრულმა ინგლისურმა პროპაგანდამ შერაცხა. პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დაწყებული ომი, რომელმაც 30 წელიწადს გასტანა, საბოლოოდ 1648 წელს, ვესტფალიის ზავის გაფორმებით დასრულდა. ზავის მიხედვით დადგინდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ერ...

კარიბჭე ირანული თეატრის სამყაროში - თანამედროვე სპარსული დრამატურგია

Image
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სასაფლაოზე ღამით კაცი საფლავებს შორის დარბის, ვიდრე ერთ სამარეს წაადგებოდეს, თავზე რამდენიმე ჩირაღდანი რომ დაუმაგრებიათ, და შიშველი ხელებით დაიწყებდეს თხრას. ისედაც სულისგამყინავი სურათია, რომელიც კაცის მონოლოგმა კიდევ უფრო შემძვრელი უნდა გახადოს, მითუმეტეს, ყოფით სცენას თანდათან უნდა შემოებლანდოს მისტიკურობის ნისლი, და ისეთი მხატვრული და ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, რომ მკითხველმა რეალობად განიცადოს გოგონას წამიერი გაცოცხლება და კაცის თხოვნა-ვედრების: იცი, ახლა არავითარი სურვილი არა მაქვს, იმის გარდა, რომ პასუხი გამცე. შემიძლია, მერე მშვიდად მოვკვდე. ვგრძნობ, ამაღამ მე ვარ, ვინც საფლავში უნდა დაიძინოს. როგორ მეძინება! ნეტავი ძილს დამანებებდე! მომეცი ძილი. ის მაინც მითხარი, რომ ჩემი სიტყვები გაიგონეო, - პასუხად სამარიდან თუ იდუმალებიდან ამცნოს: გავიგონეო.  და კაცი კიდეც შეერთოს უსასრულობას. სიურრეალიზმს სჩვევია ამისთანა მხატვრული გარემოს შექმნა და ამირ დეჟაქამის „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ სწორედ ამ სტილისტიკით არის შექმნილი, ერთმოქმედებიან...

ავღანთა ხვედრიც - ჩვენს გაფრთხილებად!..

Image
ავტორი: როსტომ ჩხეიძე არავის უკვირს ლიტერატურის ასპარეზზე ნაგვიანევი დებიუტი. არც განსაკუთრებული აჟიოტაჟი და წარმატება, თუნდ ნაგვიანევ დებიუტს რომ მოსდევს.  და ამ მხრივ არც ხალიდ ჰოსეინის წარმატება მოჩანს რაღაც უჩვეულოდ, ორმოცი წლისა რომ შემოაბიჯებდა მწერლობაში და პირველივე რომანს „ფრანით მორბენალი“ აღტაცებული შეეგებებოდა მკითხველი. ავღანური წარმოშობის მწერალი ამერიკულ ლიტერატურაში უნდა დამკვიდრებულიყო, და მეტი დამკვიდრებაც რაღა გინდა, როდესაც გაყიდულ ეგზემპლართა რაოდენობა ამ ქვეყანასა და მის საზღვრებს მიღმა 21 მილიონს მიაღწევდა. „ფრანით მორბენალი“ ხელმისაწვდომი შეიქნებოდა ჩვენი მკითხველისთვისაც: ლალი ყუშიტაშვილის მიერ ჩინებულად ამეტყველებული ქართულად და „არტანუჯის“ გრიფით გამოცემული. და რაოდენ მოკრძალებულიც უნდა იყოს გაყიდულ ცალთა რაოდენობა საქართველოში, არამარტო დიდად დააფასებს გემოვნებიანი მკითხველი და უკეთეს წიგნთა თაროზე მიუჩენს ადგილს, არამედ მისი გაცნობის კვალობაზე ბევრი რამ წამოაგონდება საქართველოს უახლესი ისტორიიდანაც და ზოგჯერ ისიც შეიძლება მოეჩვენოს: ავღანეთ...

ჯალათები - ადამიანის უფლებათა დამცველებად

Image
ავტორი: როსტომ ჩხეიძე დიქტატურა რომ დაემხობოდა რუმინეთში, ჰერტა მიულერი შეეცდებოდა გამოეთხოვა უშიშროების სამსახურიდან ის ოქმები, მის მრავალწლიან ტანჯვა-წამებას რომ ასახავდა. მეხსიერებიდან რა წაუშლიდა იმ საზარელ ეპიზოდებს, მაგრამ მოინდომებდა დოკუმენტური დადასტურების მოპოვებასაც. ჯერ ისედაც ცნობისწადილი ჰკლავდა, ოქმებში როგორ გადავიდა ის ყოველივეო, და მითუმეტეს - მოგონებათა წიგნის შექმნას რომ განიზრახავდა. ასეთ დროს კი უშიშროების საიდუმლო საცავები სწორედ მისწრებაა, თუნდ ბევრი რამ გაყალბებულად და გადასხვაფერებულად წარმოდგებოდეს. ახალი ცხოვრება დგებოდა, სრულიად საპირისპირო მანამდელი პოლიტიკური რეჟიმისა. და თვითონ ჰერტა მიულერიც სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახალი სინამდვილის ფონზე - ნაცვლად დევნილი, შევიწროებული, ჭორებისა და ცილისწამებათა აბლაბუდაში გახვეული ქალისა, თვალდათვალ ამოიზრდებოდა სახელოვანი მწერალი, ნობელის პრემიითაც რომ დააჯილდოებდნენ, თორემ სხვა ჯილდოები და მკითხველის დაუმცხრალი ინტერესი ხომ არ მოაკლდებოდა და არა. და აი, მისი რომანების, მოთხრობებისა და ესეების წყე...

ლევან ბრეგაძე - წიგნი-აღსარება

Image
გუშინდელივით მახსოვს, სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბაღში ამ წიგნის ავტორმა, რომელიც მაშინ გიორგაძის გვარს ატარებდა (თუ რატომ, ამას წიგნის დასაწყისშივე შეიტყობთ), ძალიან მშვიდად მითხრა, მამაჩემმა რომანი დაწერა, მალე „ცისკარში“ დაიბეჭდება და ქვეყანას აალაპარაკებსო. ჭაბუა ამირეჯიბისგან, კარგი მოთხრობების ავტორისგან, კარგი რომანის დაწერა ვის გაუკვირდებოდა, მაგრამ ქვეყნის ალაპარაკება (თუნდაც მხოლოდ საქართველოსი) იმ დროს, როცა წიგნზე აღარავინ „გიჟდებოდა“ („მასას“ უკვე კინო და ესტრადა ერჩია წიგნს), გაზვიადებული მეჩვენა და ახალდასრულებული რომანის ეს შეფასება მშობლისადმი შვილის მიკერძოებულ დამოკიდებულებას მივაწერე.  მაგრამ იმან, რაც მართლაც მალე წავიკითხეთ „ცისკარში“, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ქვეყანაც აალაპარაკა და ჩვენი ხალხის მენტალიტეტიც გვარიანად შეცვალა. „დათა თუთაშხია“ ის წიგნია, რომელიც, ყველა წიგნის მსგავსად „ერთ მშვენიერ დღეს“ იბადება, მაგრამ უამრავი სხვა წიგნისაგან განსხვავებით, გგონია, რომ სულ იყო - ჭეშმარიტად სახალხო წიგნებს დაჰყვება ხოლმე ასეთი ბედი. მანანა ამირ...

რევაზ გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

Image
1991 წლის ბოლოს მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფოს საბოლოო დაშამ შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკა. პირველად შუა საუკუნეების შემდეგ აღდგენა დაიწყო თურქეთისა და ირანის, როგორც რეგიონული ზესახელმწიფოების, ფაქტობრივმა სტატუსმა: ისინი ხელახლა გამოჩნდნენ იმ სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც მათ ორი საუკუნე არავინ აჭაჭანებდა. 1990-იანი წლების მიჯნიდან ისრაელმა შეიძინა ერთი მილიონი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, რომელთაც მკვეთრად გაზარდეს მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ევარდ საიდი თავის წიგნში „ორიენტალიზმი“ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთში არსებობს ყალბი წარმოდგენა ახლო აღმოსავლეთის შესახებ, დამყარებული ცრურწმენებზე და წინასწარაღებულ აზრზე, რომ აღმოსავლეთი არ იცვლება და ის „უმდაბლესია“. სხვაგან ის წერდა, „რამდენადაც ეს შეერთებულ შტატებს ეხება, ოდნავი გადაჭარბება იქნება თუ ვიტყვი, რომ მუსლიმები და არაბები იქ არსებითად აღიქმებიან ან როგორც ნავთობის მომწოდებლები ან როგორც პოტენციური ტერორისტები“. ამერიკელი მეცნიერის, ლერი უოლფის სიტყვებით, „როდესაც 1770 წელს...