ბაჩანა ბრეგვაძე - ნიკოლო მაკიაველი
ბაჩანა ბრეგვაძის ესსე იტალიელი პოლიტოლოგის, სამხედრო თეორეტიკოსის, დიპლომატის და ფილოსოფოსის ნიკოლო მაკიაველის (1469–1527 წწ.) შესახებ. *** „ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მომხიბვლელობას კარგავს“. *** გადმოცემით, როცა ნეაპოლის მეფემ ფერდინანდ II-მ - ეს იგივე ესპანეთის მეფე ფერდინანდ V არაგონელია (1452-1516), რომელიც თავის საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა თავისსავე ინკვიზიციას და „სანტა ჰერმანდადს“ (1476) და რომლის მარჯვენა ხელიც იყო ესპანეთის პირველი „დიდი ინკვიზიტორი“ ტორკემადა (1420-1492) - დიახ, როცა ამ ვერაგმა, სასტიკმა და დაუნდობელმა მბრძანებელმა შეიტყო, რომ პაპის ტახტზე ალექსანდრე VI-ის სახელით აყვანილ იქნა ესპანელი დიდებული როდერიგო ბორხა (იტალ. ბორჯა), თვიტ ეს გულქვა კაციც კი, რომელსაც თავისი შვილების დაკრძალვაზეც არ გადმოუგდია ცრემლი, მწარედ ატირდა თურმე. ალექსანდრე VI-მ სულ მალე დაამტკიცა, რომ ფერდინანდს საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა სატირლად. ფრანჩესკო გვიდარჩინი 1529 წელს წერდა: „მე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმეს, მეზიზღება მღვდელმთავართა პატ...