Posts

Showing posts from January, 2017

ამადეო მოდილიანი - მე დავიბადე მორიელის ნიშნის ქვეშ, თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს

Image
ლეოპოლდ სიურვაჟს ჩაწერილი აქვს მოდილიანის ცალკეული მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე, უფრო სწორად რამდენიმე ნაწყვეტი მათი საუბრებიდან ნიცაში, სადაც თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს.  „მე არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, მაგრამ მაინც არა ვარ თავისუფალი. ჩემი ოცნებაა - ვიცხოვრო იტალიაში, ხელოვნებით გაჟღენთი ამ ქვეყანაში, ვიცხოვრო ფლორენციაში ან ლივორნოში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მაგრამ, ეტყობა, მხატვრობა ჩემს სურვილებზე ძლიერია. იგი მოითხოვს, ვიცხოვრო პარიზში. მხოლოდ პარიზის ატმოსფერო ბადებს ჩემში შთაგონებას. პარიზში მე უბედური ვარ, მაგრამ რაც მართალია, მართალია, მუშაობა მხოლოდ იქ შემიძლია“. *** „ჩვენ ცალკე სამყარო ვართ, ბურჟუა მეორე - ჩვენთვის უცხო სამყარო“. *** „ალკოჰოლი გვთიშავს გარე სამყაროსაგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენ შინაგან სამყაროს და ამავე დროს შეგვყავს მასში გარე სამყარო“. *** „ყველაზე დიდი მოგებაც ვერ ახშობს აზარტს. მე ყოველთვის ვიტოვებ რაღაცას მარაგად. მხატვრობაში არასოდეს არ უნდა გამოამჟღავნო ყველაფერი ბოლომდე“. *** „ხაზი ჯადოსნური ჯო...

ყარაჩოღელი VS კინტო

Image
ყარაჩოღელი! კინტო! ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ, ძველი თბილისის სინიდისის შენარჩუნებისათვის, ამ ორ ტიპს განვაცალკევებთ. კინტო და ყარაჩოღელი სხვადასხვა ჯურის ხალხია. კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, - გაქსუებული, დაღლარა, თახსირი, ერთი სიტყვით, კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა. ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი. კინტო თვალმანკიერია და გულხეშენი; კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა. ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადგენი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი. *** ყარაჩოღელი და კინტო თვით ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ნება მიბოძეთ, მათი გარდერობი გაგაცნოთ: ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელი ნიშნავს შავ-ჩოხიანს. მაშასადამე, ყარაჩოღელს აცვია - შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგაკეთბული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ - შავი ატლასის ან სატინის...

მარკ შაგალი - მოგონებები პარიზზე

Image
„პარიზში ერთხანს დიუმენის ჩიხში მდებარე სახელოსნოში ვცხოვრობდი, შემდეგ მეორე სახელოსნოში გადმოვედი, რომელიც უფრო შეეფერებოდა ჩემს ჯიბეს - „ლია-რიუშში“. ასეთი სახელები ერქვა ბაღებით გარშემორტყმულ პატარა სახელოსნოებს ვოჟირარის სასაკლაოების გვერდით. ამ სახელოსნოებში თავი შეეფარებინა თითქმის ყველა ეროვნების მხატვრულ ბოჰემას. რომელიმე რუსი მხატვრის სახელოსნოდან ხშირად გაიგონებდით შეურაცხყოფილი მენატურე ქალის ტირილს. იტალიელებთან ყოველთვის მღეროდნენ და გიტარას უკრავდნენ, ებრაელები გაუთავებლად კამათობდნენ. მე კი ვიჯექი მარტო, ნავთის ლამპით განათებულ ჩემს სახელოსნოში, რომელცი სავსე იყო სურათებით, ტილოებით, თუმცა ტილოებით კი არა, ჩემი ზეწრების, პირსახოცების, პერანგების ნახევებით. მარკ შაგალი - ყასაბი, 1910წ. ღამის ორი თუ სამი საათია. ცას ლურჯი ფერი ედება. იწყება განთიადი. სადღაც იქ, ახლოს, საქონელს კლავენ, ძროხები ბღავიან, მე კი მათ ვხატავ...  ასე უძილოდ მიდის ღამეები. აგერ ერთი კვირაა, სახელოსნო არავის დაულაგებია. ყველგან ყრია ძვლები, კვერცხის ნაჭუჭები, ორსუიანი ბულიონის ცა...

პარიზული ბოჰემა და კაფეები

Image
„როტონდა“ ლიტერატურული და მხატვრული ბოჰემის ცენტრად ითვლებოდა ოთხი კაფე, რომლებიც მონპარნასისა და რასპაის ბულვარების გზაჯვარედინზე ან მის ახლომახლო გაფანტულიყვნენ: „კაფე დიუ დომი“  „კუპოლი“ „როტონდა“  „კლოზრი დე ლილა“ მრავალი წლის შემდეგ სწორედ ამ სახელგანთქმულ გზაჯვარედინზე, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, აღიმართა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს როდენის მიერ შექმნილი ბალზაკის ქანდაკება: მედიდურად ზევით აღმართული, ოდნავ გვერდზე გადახრილი მასიური თავი და მანტიის ნაკეცებს ქვემოთ გადაჯვარედინებული ძლიერი ხელები. ახლა კი, ათიანი წლების დასაწყისში, „ადგილობრივი კოლორიტი“ ბევრად უფრო პროზაული იყო: იაფფასიანი ბისტროები, ჭუჭყიანი, ოღროჩოღრო ქვაფენილი, უზარმაზარ ფურგონებში შებმული ცხენები, ეზოებში კი მოხეტიალე ჯამბაზების წარმოდგენები და მეარღნეები მაიმუნით. [...] ლიტერატორებისა და მხატვრების კაფეების გვერდით იყო სხვა, უფრო პატარა კაფეები „მოყვარულებისათვის“, როგორც ამბობს ჰემინგუეი. „ცუდი რეპუტაციის მოწყენილი კაფეები, სადაც ...

ჰარუკი მურაკამი - ნორვეგიული ტყე

Image
დაეშვა თუ არა მიწაზე თვითმფრინავი, კაბინაში მუსიკის საამური ჰანგები გაისმა - ბითლზის „ნორვეგიულ ტყეს“ ასრულედა რომელიღაც ორკესტრი. ეს მელოდია ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა, ახლა კი შემძრა, შემაძრწუნა, ისე ამაღელვა, როგორც არასდროს. *** ყოვლად შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეს მუდამ მიხედოს. *** ახლა კი ვხვდები, რომ წერის არასრულყოფილ ჭურჭელში მხოლოდ არასრულყოფილი მოგონებები და არასრულყოფილი ფიქრები შემიძლია მოვათავსო. რაც მეტად ფერმკრთალდება ნაოკოს შესახებ მოგონებები, მით უფრო მეტად მესმის მისი. ისიც კი ვიცი, რატომ მთხოვა, არ დამივიწყოო. ნაოკომ თვითონ მშვენივრად იცოდა ეს. იცოდა, რომ მასზე მოგონებები გამიფერმკრთალდებოდა. ზუსტად ამიტომ მეხვეწებოდა, ნუ დამივიწყებო, ნუ დაივიწყებ, რომ ვარსებობდიო. *** ვერასდროს ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ღამით დროშის დაშვება. სიბნელეშიც ხომ განაგრძობდა ერი არსებობას, უამრავი ადამიანი, რკინიგზის მუშები თუ ტაქსის მძღოლები, ბარმენები, სახანძროები და დარაჯები, მთელი ღამე მუშაობდნენ. უსამართლობად მიმაჩნია ამ ხალხის ღამით დროშის მფარველობის გარეშე ...

ვუდი ალენი - მოკლე გზამკვლევი სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში

Image
რევოლუციის მოსახდენად საჭიროა ორი წინაპირობა: უნდა არსებობდეს ვინმე ან რამე, ვისაც ან რასაც აუჯანყდებიან და ვინმე, ვინც აჯანყდება. ამისათვის, როგორც წესი, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოეწყობიან ხოლმე, დროსა და ადგილსაც ათანხმებენ, და იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე გამოცხადდება, წამოწყება წარუმატებლად სრულდება. 1650 წელს ჩინეთის რევოლუციის დროს, არც ერთი მხარე გამოცხადდა დანიშნულ ადგილას, ამიტომ დარბაზში გადახდილი ქირა ქარს გაატანეს.  ის ხალხი თუ პარტიები, რომელსაც უჯანყდებიან, „მჩაგვრელების“ სახელით არიან ცნობილი და მათ უცხო თვალიც ადვილად შეამჩნევს, რადგან სწორედ ისინი არიან, ყველაზე მეტად რომ ხალისობენ. „მჩაგვრელებს“, როგორც წესი, კოსტიუმები აცვიათ ხოლმე, მიწას ფლობენ და მთელი ღამე შეუძლიათ რადიოს მოუსმინონ ისე, რომ მათ არავინ დაუყვირებს. მათი საქმე მხოლოდ „სტატუს კვოს“ შენარჩუნებაა, რაც ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი რომ უცვლელად რჩება, თუმცა კი ყოველ ორ წელიწადში ვიღაც-ვიღაცებს კედლების შეღებვის სურვილი წამოუვლით ხოლმე. თუკი „მჩაგვრელები“ მეტისმეტად მკაცრი აღმოჩნდებიან,...

პიერ ოგიუსტ რენუარი - ნამდვილი ხელოვნება აუწერელი და მიუბაძველი უნდა იყოს...

Image
„გინდათ გითხრათ, ჩემი აზრით, რა თავისებურებები განსაზღვრავს ნამდვილ ხელოვნებას? - ჰკითხა ერთხელ უკვე მოხუცმა რენუარმა თავის მომავალ ბიოგრაფს - ვალტერ პახს.  - იგი უნდა იყოს აუწერელი და მიუბაძველი... ხელოვნების ნაწარმოები თავს უნდა დაესხას მაყურებელს, მთლიანად დაიპყროს იგი და თან გაიტაცოს. ხელოვნების ნაწარმოებში მხატვარი გადმოგვცემს თავის ვნებებს, ეს დენია, რომელსაც იგი გამოუშვებს და იზიდავს მაყურეველს თავისი სამფლობელოსკენ“. პიერ ოგიუსტ რენუარი - ქოლგები, 1881-1886 რენუარს ერთხელ აღმოხდენია:  „როგორი დიდი მხატვარი უნდა იყო, რეპროდუქციას რომ გაუძლო!“ თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

თომას მანი, ჰერმან ჰესე და ნობელის პრემია

Image
თომას მანის წერილი ჰერმან ჰესეს, 1945 წლის 25 ნოემბერი: „ნეტა, ვინ არის ის ჩილელი ქალბატონი, წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია რომ მიიღო? ამას დავარქმევდი შორეულ ქვეყნებში ხეტიალს იმ დროს, როცა კარგი ასე ახლოსაა. უკვე ვფიქრობ, თავი შეურაცხყოფილად ხომ არ უნდა ვიგრძნო ჩემი შეთავაზებებისადმი ასეთი უყურადღებობის გამო“. P.S. 1945 წელს, ნობელსი პრემია ლიტერატურის დარგში ჩილელ პოეტ ქალს - გაბრიელა მისტრალს მიანიჭეს. („ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“). P.P.S. მომდევნო, 1946 წელს, „ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც გამოირჩევა ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით“, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე გახდა. წყარო - თომას მანი, ჰერმან ჰესე - პირადი მიმოწერა გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა გამომცემლობა „ინტელექტი“, Lit.ge

პაბლო პიკასო, ავინიონელი ქალიშვილები და კუბიზმის დაბადება

Image
როცა მაქს ჟაკობი იხსენებდა, „როგორ დაიბადა კუბიზმი“, გვიყვებოდა, თუ ერთხელ მატისთან გამართულ სადილზე, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდნენ პიკასოც, აპოლინერიც და სალმონიც, სახლის პატრონმა როგორ უჩვენა პიკასოს შავი ხისაგან გამოკვეთილი სკულპტურა. პიკასოს მთელი საღამო ხელიდან აღარ გაუშვია იგი. მეორე დღეს საღამოს კი, როცა ჟაკობი მივიდა მასთან ბატო-ლიავუარში, სახელოსონს იატაკი მთლიანად მოფენილი დახვდა ქაღალდებით: „ყოველ ფურცელზე გამოხატული იყო თითქმის ერთი და იგივე ქალის სახე: ცალი თვალი, ბაგეს შერწყმული, გადამეტებულად გრძელი ცხვირი და მხრებზე ჩამოშლილი ხვეული თმა. პაბლო პიკასო - „ავინიონელი ქალიშვილები“, 1907წ. მერე ეს ქალი პიკასოს ტილოებზეც გამოჩნდა, ოღონდ ერთის ნაცვლად იქ უკვე ორი ან სამი ქალი იყო გამოყვანილი ერთად, ამას მოჰყვა „ავინიონელი ქალიშვილები“ - მთელი კედლის სიდიდის სურათი. თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

ამადეო მოდილიანის სახიფათო სიყვარული

Image
1915-1916 წლებში მონპარნასის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით საკმაოდ უცნაურ წყვილს. ქალი - მაღალი, ტანადი, მოწითალო ქერათმიანი, გენსბორის პორტრეტების სტილში, ელეგანტურად ჩაცმული, მაგრამ ყოველთვის თვალში საცემი უცნაურობით. ხან რაღაც წარმოუდგენლად გამომწვევი შლაპა ახურავს, ხან კი ჩანთის მაგიერ მკლავზე გადაკიდებულ კალათას მოაქანავებს, რომელშიც ცოცხალი იხვი უზის. მოდილიანი - უფრო ახალგაზრდაა, უფრო დაბალი, შავგვრემანი, ტანთ ძველი კოსტუმი აცვია - მხოლოდ რომელიმე ძველი ნაცნობი თუ მიხვდებოდა, რომ ეს მისი „დიდებული“ ვერცხლისფერი კოსტუმი იყო. ამადეოს თანამგზავრი გახლდათ პარიზში ახლახან ჩამოსული ინგლისელი პოეტი ქალი და ჟურნალისტი ბეატრისა ჰესტინგსი. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს გააცნო ერთგულმა და უცვლელმა „საყოველთაო მაჭანკალმა“ მაქს ჟაკობმა. ბეატრისა მოდილიანის ახალი სახელოსნოს მახლობლად ცხოვრობდა, ნორვენის ქუჩაზე, პატარა სახლში, რომელიც მან მყუდროდ მოწყობილ სტუდიად გადააქცია. [...] ერთნი ამბობდნენ, რომ მას შესწევდა უნარი, გავლენა მოეხდინა მოდილიანის შემოქმედებაზე, ყოველ შემთხვევაში, შეეძ...

რას იხსენებდა ანა ახმატოვა ამადეო მოდილიანის შესახებ

Image
„მე ნამდვილად მჯერა იმათი, რომელნიც ისეთს არ აგვიწერენ მოდილიანის , როგორსაც მე ვიცნობდი. და აი რატომ:  ჯერ ერთი, მე შემეძლო მცოდნოდა მისი პიროვნების რომელიმე ერთი მხარე (მომხიბვლელი) - მე ხომ უბრალოდ უცხო ვიყავი, ჩემის მხრივ არცთუ დიდად გარკვეული ოცი წლის ქალიშვილი, უცხო ქვეყნიდან ჩასული; მეორე, მე თვითონაც შევნიშნე მასში დიდი გარდატეხა, როცა ჩვენ 1911 წელს შევხვდით ერთმანეთს. თითქოს ერთიანად ჩაშავებულიყო, დაპატარავებულიყო. 1910 წელს მე მას ძალიან იშვიათად ვხვდებოდი, სულ რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა მთელი ზამთრის განმავლობაში მხატავდა. ... ეტყობა, ჩვენთვის, ორივესთვის, გაუგებარი იყო ერთი მთავარი, არსებითი: ყველაფერი, რაც ხდებოდა, ჩვენთვის, ორივესთვის, მხოლოდ ცხოვრების დასაწყისი იყო, მისთვის ძალიან ხანმოკლე, ჩემთვის ძალიან გრძელი ცხოვრებისა. ხელოვნების მხურვალე სუნთქვას ჯერ არ დაესვა თავისი დაღი, ჯერ არ შეეცვალა სახე ამ ორი არსებისა. ეს იყო ნათლით მოსილი, განთიადის მომასწავებელი ხანა, მაგრამ მომავალი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ბევრად უფრო ადრე აფენს ჩრდილს სავალ გ...

ლადო გუდიაშვილი: მოდილიანიმ ორი ნახატი მაჩუქა და მითხრა...

Image
მოდილიანიმ იცოდა საკუთარი ნახატების ფასი, მაგრამ უნდოდა სხვანაირად შენახულიყვნენ ეს ნახატები, სხვანაირად დაეფასებინათ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი შემთქვევით იქმნებოდნენ.  ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საინტერესო ამბავს იხსნებს ლადო გუდიაშვილი: „მინდა მოგითხროთ ისტორია მოდილიანის ორი ნახატისა, რომლებიც თვით მან მაჩუქა. ერთხელ ჩვენ კაფე „როტონდაში“ ერთმანეთსი გვერდით ვისხედით. ვლაპარაკობდით ხელოვნებაზე, ჭადრაკზე, მოდებზე, იაპონელ მხატვარ ფუჟიტას ცხოვრებაზე, სურათებით მოვაჭრეთა შეუბრალებლობაზე, ცხელ კრუასანებზე. ჩვენს პირდაპირ ისხდნენ გოგონები - პოლონელები. ერთი მათგანი ამადეომ ჩაიხატა თავის ალბომში და მიუტანა გოგონას. მან დახედა ჩანახატებს და აღშფოთებულმა მაშინვე უკან დაუბრუნა ავტორს. სრულებით არ მგავსო, უთხრა. გულფიცხმა ქალიშვილმა შეურაცხჰყო მხატვარი, მე კი, ამადეოს გვერდით მჯდარი, ვამშვიდებდი მას, როგორც შემეძლო. ამადეო ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე გადმომცა ეს ორი კროკი და მითხრა: „წაიღე, ჩემო მეგობარო, ეს ნახატები სახსოვრად. მაგ სულელს ამისი არაფერი გაეგება. შენ შეინახავ...