Posts

Showing posts from April, 2017

გსურთ შეისწავლოთ ვალირიული ან დოთრაკიული ენა?

Image
ვალირიულისა და დოთრაკიული ენების შესწავლა დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟების ენის შემსწავლელი ექვსკვირიანი კურსი დანერგეს. საინტერესოა, რომ ჯორჯ მარტინის საგაში, რომლის მიხედვითაც არის გადაღებული სერიალი, ორი ენაა ნახსენები. თუმცა მარტინს ფონეტიკის და ლექსიკის მაგალითები არ მოუყვანია. ტელესერიალისთვის ენა ლინგვისტმა, ბერკლის კურსდამთავრებულმა დევიდ პიტერსონმა დაწერა. სასწავლო კურსის სახელწოდება ასეთია: „სამეფო კარის თამაშების ლინგვისტიკა და ენის გამოგონების ხელოვნება“. Berkeley News-ის ინფორმაციის კურსის დროს პედაგოგი ყურადღებას არა სერიალის გმირებზე, არამედ ფილოლოგიასა და ენის წამოქმნის დეტალებზე გაამახვილებს. დევიდ პიტერსონი დოთრაკიული ენის კურსს პირველად ჩაატარებს. მანამდე ამ ენის შესწავლა ონლაინ-კურსისა და სახელმძღვანელოს გამოყენებით იყო შესაძლებელი. ცნობილია, რომ დოთრაკიულში არსებით სახელს ხუთი ბრუნვა და სიტყვების მკაცრად განსაზღვრული რიგითობა აქვს.  მსოფლიოში ცნობილ სერია...

ვან გოგი, მონა ლიზა, ვენერა და გოგონა მარგალიტის საყურით დღეს...

Image
როგორ „გამოიყურებიან“ ვან გოგი, მონა ლიზა, ვენერა და გოგონა მარგალიტის საყურით დღეს? იხილეთ იაპონელი დიზაინერის - შუსაკო ტაკაოკას კრეატიული ფოტო-მანიპულაციები...

5 წიგნი, რომელსაც ჰარუკი მურაკამი გირჩევთ...

Image
იაპონელი მწერალი, 2015 წელს, ჟურნალ „Time”-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შესული ჰარუკი მურაკამი შემდეგი წიგნების წაკითხვას გირჩევთ: ფრანც კაფკა - „გოდოლი“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის „Das Schloss“-ის შემოქმედს, ფრანც კაფკას ზოგი კრიტიკოსი ასე იხსენიებს:  „გერმანელი მწერალი, ავსტრიელი მოხელე, ებრაელი ტანჯული, ჩეხეთის მოქალაქე“ ... არსებითად, „Das Schloss“, თავისი ოდინდელი მნიშვნელობით, ქართულად ციხეს ესატყვისება. მაგრამ, ვინაიდან ეს ცნება დღესდღეობით საპყრობილესთან არის გაიგივებული, ხოლო ციხე-დარბაზსა და კოშკს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვთ, „Das Schloss“-ის ქართულ შესატყვისად „გოდოლი“ უფრო გამოდგება. ფიოდორ დოსტოევსკი - „ძმები კარამაზოვები“   „უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, ბოროტი ადამიანებიც კი, გაცილებით მიამიტები და გულუბრყვილოები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა, ჩვენც ასეთები ვართ, ალბათ“ „ძმები კარამაზოვები“ (1880) დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) უკანასკნელი და ერთ-ერთი საუკეთესო რომა...

რატომ გამოიწვია ილია ორბელიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილი დუელში?

Image
ნაწყვეტი როსტომ ჩხეიძის წიგნიდან - „ქართული დუელიანა“ ილია ორბელიანი, თავს შეურაცხყოფილად რომ იგრძნობდა,დუელში გამოიწვევდა ნიკოლოზ ბარათაშვილს - საკუთარ დისწულს.  ესაა პირველი ქართული დუელი, რაც მემუარულმა ლიტერატურამ შემოგვინახა, თავისებური არქეტიპი, რომელმაც - როგორც გენებოთ, ისე ახსენით - ერთგვარად განსაზღვრა შურისგების ამ თავისებური ნაირსახეობის ქართული ნაკადი. და ილია ორბელიანიც აჰყვებოდა ამ საზოგადოებრივ მორალს, როდესაც გააბეზრებდა მაღალაშვილის დამცინავი რეპლიკები, ენამახვილობით ცნობილი ყმაწვილი კაცისა. ბარათაშვილი რაღა შუაშია? რა შუაშია და - მეგობრობდა მაღალაშვილთან, მოსწონდა მისი ენამახვილობა, თვითონაც შეეშველებოდა ხოლმე და მაშინაც არ იხევდა უკან, როდესაც მისი მეგობარი ილიკო ორბელიანსაც მისდგებოდა და გარშემომყოფთ მასზე აცინებდა. ბარათაშვილიც ჩაურთავდა და ჩაურთავდა მახვილ ფრაზებს. ილიკო თავშეკავებას ინარჩუნებდა, უკვირდათ კიდეც, ამდენ ხანს როგორი მოთმინებით იტანს დაცინვასო, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მასაც აევსებოდა მოთმინების ფიალა და ერთ თავყრილობაზე იმ განზრახვით წ...

ფლობერის, პრუსტის და ჰიუგოს დღიურები აუქციონზე გაიყიდება

Image
გუსტავ ფლობერის, მარსელ პრუსტისა და ვიქტორ ჰიუგოს დღიურები აუქციონზე გაიყიდება. მათ შორის იქნება ფლობერის წერილი, რომელშიც ის რომან „მადამ ბოვარის“ იცავს. შეგახსენებთ, რომ ნაწარმოების გამო ავტორს ზნეობრივი ნორმების დარღვევაში სდებდნენ ბრალს. „ეს რომანი ახალგაზრდა ქალებისთვის არ დამიწერია, მე მას მამაკაცებისთვის და ლიტერატურიასთვის ვწერდი“ - ნათქვამია ფლობერის 1857 წლით დათარიღებულ წერილში. საინტერესოა ჰიუგოს ჩანაწერებიც, რომლებიც მან კუნძულ გერნსიზე გადასახლების დროს გააკეთა. დღიურში სპირიტულ სეანსებზეა მოთხრობილი. ამის გამო ჰიუგოს ეს დღიური დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. მარსელ პრუსტი კი ერთ-ერთ წერილში სახლის პატრონის შვილს მიმართავს და ამბობს, რომ ბინის კედლები ძალიან თხელია და მას ხშირად ესმის ხმა მეზობლის საძინებლიდან. კიდევ ერთი უნიკალური ლოტი ბერტოლდ ბრეხტის პიესა - „გალილეოს ცხოვრებაა“. აუქციონზე ამ პიესის რარიტეტული, პირველი გამოცემის, საწყისი ფასი 700 ათასი ევრო იქნება. საერთო ჯამში ჟენევაში მცხოვრები კოლექციონერის ჟან ბონას კუთვნილი ნოვთების ღ...

გერმანელთა შემოსვლა საქართველოში

Image
1918 წლის 13 ივნისს ტფილისში დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა: „საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხს აუწყებს, რომ გერმანული ჯარი, რომელიც ტფილისშია შემოსული, საქართველოს მთავრობამ მოიწვია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების დასაცავად, მთავრობის სახელითა და მასთან სრული თანხმობით სამოქმედოდ“.  თავად გერმანელებს თავიანთი ამოცანა უფრო ფართოდ ესმოდათ. კარლ კაუცკი წერდა, რომ გერმანელები საწარმოო ძალების ორგანიზების მიზნით ჩამოვიდნენ, რადგან ქართული წიაღისეული, განსაკუთრებით, მანგანუმი ესაჭიროებოდათო. საქართველოს ექსპოლატაციის ამოცანა მათ შესაშური გაწაფულობით შეასრულეს. თუმცა, გერმანული ჯარის დისციპლინირებულობამ, ოფიცერთა მეგობრულმა ქცევამ და მათი ადმინისტრაციის გააზრებულმა, გონივრულმა მუშაობამ გერმანული ოკუპაცია მოსახლეობაში მართლაც რომ პოპულარული გახადა. კაუცკი სამართლიანად წერდა, რომ: „საქართველო ამ ომის წლებში იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც გერმანულმა არმიამ გერმანიისათვის სასარგებლო პროპაგანდისტული სამუშაო შეასრულა“. *** ვილჰელმ II და ლუდენდორფი ფო...

შუბღალავნი - ვინ არიან დეინერის ტარგარიენის მებრძოლები?

Image
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი შეუბღალავნი შუბის და ფარ-დაშნის ოსტატები არიან. სიცხეს თუ გრძნობენ, ამას ვერაფრით შეატყობთ. მწყობრში ისე დგანან, აგურისგან ნაშენი გეგონებათ. უძრავი თვალებით წინ იცქირებიან. სხეულს მხოლოდ თეძოებზე შემოკრული თეთრი ტილოს ნაჭერი უფარავთ, თავზე კი კონუსური ბრინჯაოს მუზარადები ახურებთ, ერთი ფუტის სიგრძის ბასრი წვეტით რომ გვირგვინდება.  შეუბღალავებად პატარებს ირჩევენ, სიმაღლის, სისწრაფის, ძალის მიხედვით. წვრთნას ხუთი წლიდან იწყებენ. ყოველდღე, გათენებიდან დაღამებამდე ვარჯიშობენ, სანამ სრულყოფილად არ ისწავლაინ დაშნის, ფარის და სამი შუბის ხმარებას. ვარჯიში უკიდურესად მკაცრია: სამიდან მხოლოდ ერთი ბიჭი რჩება ცოცხალი. ეს ყველამ იცის. შეუბღალავნი ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც წვეტიან მუზარადებს დაახურავენ, სიძნელე უკან აქვთ მოტოვებული, რადგან რა დავალებაც არ უნდა დაეკისროთ, წვრთნაზე უფრო მძიმე მაინც აღარაფერი იქნება. წვეტიანი ქუდის მოსაპოვებლად შეუბღალავი მოვალეა, აიღოს ვერცხლის მარკა, წავიდეს მონათა ბაზარზე, იპოვოს რომელიმე აჩხავლებული ახალშობილი და დედის თვ...

ჰარუკი მურაკამი - უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

Image
გამარჯვების სურვილია მნიშვნელოვანი, რეალურ სამყაროში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები. *** ნათელი მიზნების დასახვა ცხოვრებას აიოლებს. *** შეგვიძლია, მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტორიას, რომელმაც ისინი დაგიტოვა, ვერ წაშლი. *** ისტორიას ვერ შეცვლი, ვერ წაშლი. ეგ საკუთარი თავის დანგრევის ტოლფასი იქნება. *** არსებობს ფიქრები, რომლებიც, რაც უნდა მოხდეს, არ უნდა გამოამჟღავნო. *** ეჭვიანობა ყველაზე უსასოო ციხე იყო სამყაროში. ეჭვიანობა ისეთი რამ არ იყო, სადაც ვიღაც სხვა შეიტყუებს კაცს, არამედ ის საკანი, სადაც თავისივე ნებით შედიოდა, კარს კეტავდა და გასაღებს მალავდა. და ქვეყნად არც ერთმა სხვა სულიერმა არ იცოდა, იქ რომ იყო გამოკეტილი ის ვიღაც. რა თქმა უნდა, თუკი გაქცევას მოინდომებდა, შეძლებდა კიდეც. ეს ციხე ხომ, ბოლოს და ბოლოს, მისივე გული იყო. მაგრამ ვერ გადაეწყვიტა. გული გაუქვავდა. სწორედ ეგ იყო ეჭვიანობის მთავარი არსიც. *** ჩვევაში გაუჯდა თანდათან კითხვა. და ეს ისეთი ჩვევა იყო, ცხოვრებაში წინ რომ წასწევდა. *** იდეები წვერი...

ჟაკ-ლუი დავიდი - მარატის სიკვდილი და მკვლელი - ნემსითა და ძაფით...

Image
ჟაკ-ლუი დავიდი - მარატის სიკვდილი, 1793 წ. ჟაკ-ლუი დავიდი ძალიან დიდი მხატვარია. მისი ცხოვრება გადაჯაჭვული იყო პოლიტიკასთან. თვითონაც იყო გარკვეულწილად პოლიტიკის შემქმნელი და მოუწია ცხოვრება საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, მხატვარი მაშინ რევოლუციური კონვენტის წევრი იყო.  რობესპიერი, მარატი, ნაპოლეონი რობესპიერის მეგობარი იყო და ამავე დროს აქტიურად მეგობრობდა მარატთანაც და მოგვიანებით ნაპოლეონთანაც. ეს ადამიანი იაკობინელი იყო და მასთან ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია დაკავშირებული, თუნდაც ის ფაქტი, რომ მას კულტურის მართვა ჩააბარეს და მან ლუვრი გახსნა და გახადა აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, უკვე ძალიან დიდი დამსახურებაა.  ჟან პოლ მარატი, რომელიც ყველაზე სასტიკი ადამიანი იყო, როგორიც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, არადა ხალხის მეგობარს ეძახდნენ. მარატს ეგზემის ტიპის კანის დაავადება და ამის გამო მუდმივი ტკივილები ჰქონდა. ის, ფაქტობრივად, ლპებოდა, ამიტომ მთელ დღეებს ატარებდა თბილ აბაზანაში, სადაც სამკურნალო ბალახები ეყარა და წერდა სხვადასხვა ადამიანის დასჯი...

მარკ შაგალის პოეზია - იაკობის კიბე | ბაღი | ჩემი ცრემლები | ჩემი ცრემლები | სამშობლო | დიდი ხანია

Image
იაკობის კიბე თითქოს ტყე იყოს სამყარო და მე იქ ოთხით ვიარებოდე. შიშით განმმსჭვალავს დაცვენილი ხიდან ფოთოლი. სიზმარეულში დაძირული, ამ ყველაფერს ვხატავ და მერე ტყე – ჩემგან ქმნილი ეს სურათი, თეთრი თოვლით დაიფარება, პეიზაჟი იმქვეყნიური. მეც იქ ვარ, უკვე მერამდენე წელიწადია. ჟამს ველი, ოდეს არაქაური სასწაული მიმისათუთებს, გულს გამითბობს და შიშს განაძევებს. გამომეცხადე შენ, რომელსაც ყოველი მხრით მოგელოდები. ო, ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და იაკობის კიბეზე რომ ავმაღლდებით, ჩვენ გავფრინდებით ბაღი საღამო. ბაღი, მთვარით ფენილი. და შენ – ზღაპარი. და რეზედის ნაზი შეხება. გულში ჩამიკრავ თუ ამბორით დამასაჩუქრებ, თუ მეტყვი: “წადი”, და ხელის კვრით გამინაპირებ? ნაზი შეხება სამყაროსი. შეყვარებული მოდის საღამო, რეზედის და ბაღის კეთილსურნელებით აღვსილა იგი. ჩემი ცრემლები ჩემი ცრემლები განა მართლა ცრემლებია – ქვები ცვივიან, და გალღვებიან და მდინარეს შეერევიან, წყალსმიცემული ყვავილებივით მიაქვს მდინარეს – აი, იგი, ჩე...