ერნესტო საბატო - გვირაბი
ზოგჯერ მგონია, რომ აზრი არაფერს აქვს. ამ ციცქნა პლანეტაზე, რომელიც მილიონობით წელია არარაში ბრუნავს, ტკივილით ვიბადებით, ვიზრდებით, ვიბრძვით, ვავადმყოფობთ, ვიტანჯებით, ვტანჯავთ, ვყვირით, ვკვდებით, კვდებიან და ამ დროს, იბადებიან სხვები, რათა ეს უსარგებლო კომედია ხელახლა წამოიწყონ... ჩვენი ცხოვრება მართლაც უცნობ კივილთა სერიაა გულგრილ ვარსკვლავთა უდაბნოში? *** თვითმკვლელობა გხიბლავს იმით, რომ ადვილად სპობს: ერთი წამი და მთელი ეს აბსურდული სამყარო, როგორც გიგანტური სიმულაცია, ისე ჩამოიშლება, თითქოს მისი ცათამბჯენების, ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკებისა და ციხეების სიმტკიცე მხოლოდ ფანტასმაგორია იყოს, ისეთივე სიმტკიცისა, როგორც ცათამბჯენები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები და ციხეები კოშმარულ სიზმარში. ასე თუ მივუდგებით, ცხოვრებაც გრძელ კოშმარს ჰგავს, რომლისგანაც თავის დახსნა სიკვდილით შეიძლება, რაც გარკვეულწილად, გამოღვიძებასავითაა. მაგრამ რისთვის უნდა გამოიღვიძო? თავის მოკვლის ყველა განზრახვა, რაც კი მქონია, შეუკავებია ჭოჭმანს, რომ აღმოვჩნდები აბსოლუტურ და მარადიულ არარაში. ყველაფრის მ...