ვასილი კანდინსკი 1866-1944
”შავი ფერი სიკვდილის შემდეგ არსებულ სხეულს ჰგავს, რომელიც ცხოვრებასთნ ახლოსაა” აბსტრაქციონიზმის და თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსი მხატვარი, ვასილი კანდინსკი -დაიბადა მოსკოვში, ბავშვობა ოდესაში გაატარა. მისი მშობლები ფორტეპიანოზე უკრავდნენ, კანდინსკიმ კი თავისით შეისწავლა. შემოქმედებაში მუსიკის ზეგავლენა იგრძნობა ფერწერული ტილოების იმპროვიზაციებში, შთაბეჭდილებებში, კომპიზოციებში. მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას და ეკონომიკას სწავლობდა და თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა 30 წლისამ მიუნხენში გამგზავრება და ხატვის შესწავლა გადაწყვიტა. კანდინსკის ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქციაა, განსხვავებით პიონერი იპმრესიონისტებისგან. მისი განსხვავებული ხედვა აკადემიაში სწავლის დროსაც გამოჩნდა, როცა ამბობდა: ”ვეცდები ავამღერო ტილოზე ფერები იმდენად, რამდენადაც ამას შევძლებ”. ახლა კი აბსტრაქტული ხელოვნების დამფუძნებლად ითვლება. 1903 წლიდან მისი ნამუშევრები მთელს ევროპაშია გამოფენილი. კანდინსკის შემოქმედება ზე ხშირად კამათობენ საზოგადოებაში, ხელოვნება...