ვახუშტი კოტეტიშვილი - სონეტები
მხატვრობის სონეტი მე ბავშვობიდან დღევანდლამდე ვარ მოხიბლული გოგენ – ვან-გოგით, რენუარით, მანე – მონეთი, მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი პარიზის ქუჩებს უტრიალებს მუდამ უტრილო, ვით ვარიეტიეს კვამლში ქალებს – ტულუზ-ლოტრეკი. მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით. რა პალიტრა აქვთ, რარიგ ფერთა ფართო სამყარო?! ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ, უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე. ფერადოვნების ზეიმია ყველა მათგანი – მაგრამ . . . ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?! . . . კანტის სონეტი ჩემი ქალაქი, კენისბერგი, საფლავი კანტი . . . გამცნობთ: - სახელი – ემანულ და გვარი – კანტი: მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი, და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი. . არა მყოლია ოჯახობა, ცოლი თუ შვილი, არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია. თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი, ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია. ამ...