Posts

Showing posts from September, 2014

ილიადა - ქება ოცდამეოთხე - ჰექტორის გამოსყიდვა

Image
კრება დაშალეს. სპა კარვებს და გემებს მოედო.  ყველა ჩქარობდა დანაყრებას ნოყიერ ვახშმით,  საამო ძილით. აქილევსი კვლავ ქვითინედა,  კვლავ იგონებდა ტკბილ მეგობარს და მის თვალს რული  არ მიეკარა.  ტრიალებდა საწოლზე დიდხანს, პატროკლეს სიმხნეს იხსენებდა, სულს ამაღლებულს.  რამდენი ბრძოლა და რა ჯაფა გადახდენიათ,  როს მტერს ეკვეთნენ, როს იგემეს ზღვის მძვინვარება!  აგონდებოდა ეს და ღვრიდა მხურვალე ცრემლებს.  ხან მხართეძოზე, ხან პირაღმა, ხან პირქვე იწვა,  სახით ეკვროდა სველს სასთუმალს.  ბოლოს წამოდგა  და სევდიანი გაჰყვა ნაპირს. იქ განთიადსაც  შეხვდა, ძოწისფრად ხმელეთის და ზღვის გამნათებელს.  მყისვე შეკაზმა და შეაბა ფეხმარდი ცხენნი და სათრეველად ეტლს მიაბა გვამი ჰექტორის.  შემოუარა სამჯერ საფლავს მენეტიდისა,  ბოლოს დაწყნარდა თავის კარავში, გვამი დააგდო  პირქვე განრთხმული.  მაგრამ მკვდარსაც აპოლონ ღმერთი  ვნებას თავიდან აცილებდა, მკვდარსაც სწყალობდა.  ...

ჰომეროსი - ილიადა

Image
ღმერთქალი გმირის ქერა კულულს ხელით შეეხო -  მისთვის საჩინო, სხვათათვის კი უჩინოქმნილი. ვინც ღმერთს მორჩილებს, მოწყალებას მისგანვე ელის. სწრაფად წავიდა ელენესთან (აფროდიტე), მაღალ ქონგურზე  ნახა ტროელი დიაცებით გარშემორტყმული და ფრთხილად კეთილსურნელოვან კაბას შეეხო. სიტყვის ძალა - აი ერთადერთი ღირსება, რაც მოხუცეს შერჩება ხოლმე. რაც ცუდი ითქვა, უკვდავებმა გადაგვავიწყონ! ლამაზთმიანი თეტისის ძე აქილევსიც ხომ  მათთან არ იბრძვის, მას ფლობს რისხვა გულის დამღრღნელი. ღმერთი (არესი) ცამეტი თვე სპილენძის დილეგში ეგდო. ... ასე უთხრა და მოუწმინდა უკვდავი სისხლი.   არასდროს ემსგავსება ქვემეთრევ კაცთა ჯილაგს მოდგმა უკვდავ ღმერთების! რაღას უდგანან, მაშ შეებან ღვთაებრივ ჰექტორს! ასე ვამბობ და ზევსი იყოს ჩემი თავმდები: თუ მძლე სპილენძით გულს გამიპობს წინამსაჯული, აბჯარ - ბეთქარი თან წაიღოს ფართო გემებთან, გვამი ქალაქში დააბრუნოს, რომ კოცონს შერთონ  ტროელ კაცებმა და ტროელთა დედაკაცებმა. ... ამაყი მტრობით შენზე ძლიერს ნუ...

ელინური მითები - დედალე და იკარე

Image
Domenico Piola - Daedalus and Icarus, 1670 მთელს საბერძნეთში ათენის მკვიდრთა შორის დედალე საუკეთესო მოქანდაკედ და ხელოვნად იყო მიჩნეული. ამ დიდბუნებოვანი ხელოვნის თითოეულ უბრალო ნაწარმოებსაც კი აღტაცებაში მოჰყავდა დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი. მარმარილოს ქვებიდან გამოქანდაკებული ნაწარმოებები მნახველთა თვალში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქო ცოცხალი ხორცი შეუსხამთ, ადამიანებივით სუნთქავენ, იხედებიან და მოძრაობენო. დედალეს სახელი და დიდება დღითიდღე იზრდებოდა. თითოეული ქალაქი და დაწესებულება, შორეული და მივარდნილი სოფელიც კი დიდად აფასებდა ბუნებით დაჯილდოვებულ ჭეშმარიტ ხელოვანს და თავის მოვალეობად თვლიდა შეეძინა ამ იშვიათი მოქანდაკის ნაწარმოებები. დიდებულმა და უკვე შორს სახელგანთქმულმა ხელოვანმა მოწაფედ აიყვანა თავისი დისწული ტალი, რომელსაც იგი დღითიდღე წვრთნიდა, ასწავლიდა და აცნობდა თავის ხელოვნებას. ნიჭიერმა მოწაფემ სულ მოკლე ხანში შეითვისა მასწავლებლის ხელობა. ტალის მიერ გაკეთებულ თითოეულ ნაწარმოებს განცვიფრებაში მოჰყავდა მნახველი, რომელიც დიდ მომავალს...

ლაშა ბუღაძე - მწერლები და ცენზურა

Image
"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" წაკითხული ლექცია - "მწერლები და ცენზურა" ლაშა ბუღაძე - მწერლები და ცენზურა by Vangogen on Mixcloud

ელინური მითები - სიზიფე

Image
Franz von Stuck - Sisyphus დევკალიონის შვილისშვილი, ეოლოსისა და ენარეტას ვაჟი სიზიფე, რომელსაც ქალაქ კორინთის დამაარსებლად თვლიან, მოკვდავთა შორის სახელგანთქმული იყო თავისი ცბიერებით. ერთხელ სიზიფემ საიდუმლოდ შეატყობინა მდინარის ღმერთს ასონს, თუ სად ცხოვრობდა ღმერთების მამამთავარი ზევსი. ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მდინარის ღმერთმა სიზიფეს აღუთქვა კორინთის მთების კალთებზე მდინარის გამოყვანა. მართლაც, ასონმა შეასრულა თავისი დაპირება, და კორინთის ხრიოკ მთაგრეხილებზე ამოჩუხჩუხდა პირენის შესანიშნავი წყარო, რომლის ანკარა ნაკადები კორინთის ადგილებს საამურად რწყავდა. ოლიმპოს მბრძანებელს, ყოვლად შემძლებელ ზევსს, არ მოსწონდა სიზიფეს ცბიერება და ამიტომ გადაწყვიტა მისი სასტიკად დასჯა. ზევსმა თავისი გადაწყვეტილების შესრულება არ დააყოვნა და კორინთის ცბიერ მეფე სიზიფეს მოუვლინა სიცოცხლის მომსპობი ღმერთი თანატოსი. მაგრამ ცბიერმა მეფემ ვერაგულად დაიჭირა ზევსის მიერ მოვლენილი თანატოსი, მძიმე ხუნდებით შებორკა, და ადამიანის გვარეულობას სიკვდილი უკვე აღარ მოელოდა. ოლიმპოს მბრძანებლის მრისხან...

უილიამ ფოლკნერი - დაუდუმებელი ხმა ადამიანისა

Image
ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი - შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალი¬შვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ. ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი - ადამიანის გულის ჭიდილი ...

ფილიპ როთი - ადამიანური ლაქა

Image
ოთხმოცდათვრამეტი წლის ზაფხული... ამერიკაში წესრიგმა და კეთილზნეობამ არნახულად გაშალა ფრთები, როდესაც ტერორიზმმა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საფრთხე - კომუნიზმი ჩაანაცვლა და თავად კი ორალურ სექსს დაუთმო ადგილი, როდესაც შუახნის პრეზიდენტმა და უდარდელმა ოცდაერთი წლის გოგონამ, როგორც მოზარდებმა ავტოსადგომზე, ოვალურ დარბაზში ამერიკის უძველესი ჟინი - შესაძლოა, ისტორიულად ყველაზე საბედისწერო და მავნებელი - ფარისევლობის ექსტაზი გააღვიძეს. იმ დროს ქალიცა და კაციც დილით თვალს რომ გაახელდნენ, აღმოაჩენდნენ, რომ ღამით, როდესაც შურისა და ზიზღის სამყაროდან ძილის სამეფოში იყვნენ გადანაცვლებულნი, ქლინთონის თავხედობა ხიბლავდათ კიდეც. იცით, რითი დაიწყო ევროპული ლიტერატურა? - ჰკითხავდა ხოლმე გამოძახებულ სტუდენტს, - ჩხუბით! მთელ ევროპულ სიტყვიერებას საფუძვლად დიდი აურზაური დაედო, - მერე გადაშლიდა „ილიადას“ დასაწყისს და ხმამაღლა იწყებდა კითხვას: „რისხვას, ქალღმერთო უგალობე აქილევსისა, აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი... მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე აგამემნონ და აქილევსი, ღმერთის სადარი“. ...

მიქელანჯელო ბუონაროტი 1475 - 1564 | Terribilita-ს გენია

Image
დაბადება მიქელანჯელო დაიბადა კაპრეზეში, 1475 წლის 6 მარტს, მედიჩების მაგისტრატის, ლოდოვიკო დი ლეონარდო დი ბუონაროტი სიმონისა და ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერას ოჯახში. მისი დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი ფლორენციაში გადასახლდა. ფრანჩესკას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მისი მეორე ვაჟი, მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო. ... გირლანდაიოს 12 წლის შეგირდმა ფრანჩესკო გრანაჩიმ მიქელანჯელო წააქეზა, მხატვრობისთვის მოეკიდებინა ხელი. როგორც ჩანს, ბიჭს (მიქელანჯელოს) არაერთხელ მოუწია დაპირისპირებამ მამასთან, საკმაოდ მკაცრ კაცთან, რომელსაც სურდა მის ხუთივე შვილს შემოსავლიანი საქმე ჰქონოდა. მაშინ მხატვრობა არცთუ სახარბიელო ხელობად მიაჩნდათ, მაგრამ 13 წლის მიქელანჯელო ჯიუტი იყო და ლოდოვიკო იძულებული გახდა, დასთანხმებოდა, - მოურიგდა დემონიკო გირლანდაიოს, სხვა შეგირდებივით ბიჭიც მიეღო თავის Bottega-ში (სახელოსნოში) და ხატვა ესწავლებინა. სწავლის წლები მხატვრის (დემონიკო გირლანდაიოს) სახელოსნოში მიქელანჯელომ ფრესკის დამუშავების ტექნიკა შეისწავლა და ხატვაშიც გაიწაფა. ...

მიშელ უელბეკი წინასიტყვაობა წიგნისა - რუკა და ტერიტორია

Image
“სამყარომ თავი მომაბეზრა, ზუსტად ასევე, მეც მოვაბეზრე სამყაროს თავი”, - შარლ დ’ორლეანელი სავარძლიდან წამოწეულ ჯეფ კუნსს აღტაცებული აჩქარებული მოძრაობით ხელები წინ გაუწვდია. მის პირდაპირ, დაუდევრად მიყრილი აბრეშუმის ქსოვილებით ნაწილობრივ დაფარულ თეთრი ტყავის დივანზე, ოდნავ მოხრილი დამიენ ჰერსტი ზის და როგორც ეტყობა, შეკამათებას აპირებს; სახე დასწითლებია და მოღუშულია. ორივეს შავი კოსტიუმი (კუნსს წვრილზოლებიანი) და თეთრი პერანგი აცვია, შავი ჰალსტუხი უკეთია. მამაკაცებს შორის, დაბალ მაგიდაზე, დაშაქრული ხილით სავსე კალათი დევს, რომელსაც არც ერთი უმცირეს ყურადღებასაც არ აქცევს; ჰერსტი Budweiser Light-ს წრუპავს. მათ უკან, დიდი ფანჯრიდან, სადამდეც ჰორიზონტს თვალი მისწვდება, მრავალსართულიანი სახლების პეიზაჟი იშლება, ბაბილონურ გიგანტურ მრავალკუთხოვან ხლართებს რომ ჰქმნის; ნათელი ღამეა, ჰაერი კი სრულიად გამჭვირვალე. ეს შეიძლება კატარიც იყოს ანდა დუბაი; სინამდვილეში კი, ოთახის მორთულობა გერმანულ მდიდრულად გამოცემულ ჟურნალში დაბეჭდილი აბუ დაბის სასტუმრო “ემირატის” სარეკლამო სურათით არის...