ორჰან ფამუქი - დოსტოევსკის საზარელი ეშმაკნი და ძმები კარამაზოვები

დოსტოევსკის საზარელი ეშმაკნი „ეშმაკნი“, ჩემი აზრით, ყველა დროსი უდიდესი პოლიტიკური რომანია. პირველად ოცი წლის ასაკში წავიკითხე. იმის აღსაწერად, თუ რა გავლენა იქონია მან ჩემზე, ერთადაერთი რამ შემიძლია ვთქვა: თავზარი დამეცა, შევშინდი, შევძრწუნდი და ბოლომდე ვირწმუნე მისი. ასეთი ღრმა გავლენა სხვა რომანს ჩემზე არ მოუხდენია; არც ერთი სხვა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ადამიანის სულის შესახებ ამდენი რამ არ შემიტყვია. ძალაუფლებისადმი წყურვილი; პატიების უნარი; სხვებისა და საკუთრი თავის მოტყუების უნარი; სიყვარული და სიძულვილი რწმენისადმი; რწმენის აუცილებლობა; ლტოლვა სიწმინდისა და ბიწიერებისაკენ. ყველაზე მეტად იმან შემძრა სულით ხორცამდე, რომ დოსტოევსკის თვალსაზრისით ყველა ეს თვისება - სიცრუისა და სიკვდილის ჩათვლით - თანაარსებობს და მტკიცედ აქვს ფეხი გადგმული პოლიტიკაში. ვეთაყვანებოდი დოსტოევსკის გენიას; იმას, რომ ერთ რომანში ეს ყოველისმომცველი სიბრძნე ჩაატია. სწორედ ეს არის ლიტერატურის უმთავრესი ღირსება: დიდი რომანები ახალი სამყაროს კარს გვიხსნიან და იქ მათ გმირებთან თაანრსებობის საშ...