ბუენოს აირესი | ხორხე ლუის ბორხესი
მე სხვა ქალაქში დავიბადე,მასაც ასევე ბუენოს – აირესი ერქვა. მე მახსოვს რკინის გისოსის კაკუნი შემოსასვლელში, მე მახსოვს ჟასმინები და წყლის რეზერვუარი, რაც ნოსტალგიას იწვევს; მე მახსოვს მწველი მზე და სიესტა, მე მახსოვს დიდებული დრო და ადამიანები, გაუფრთხილებლად რომ მოდიოდნენ. მე მახსოვს მასედონიო საკონდიტროს კუთხეში, ონსეს მოედანზე, მე მახსოვს მიწით სავსე ურმები და მტვრის ბუღი ონსეს მოედანზე, მე მახსოვს მოდური ტანსაცმლის მაღაზია ტუკუმანის ქუჩაზე. მე მახსოვს მესამე შიდა პატარა ეზო, თითქმის მიუკარებელი, რომელიც მონებისთვის იყო განკუთვნილი. ასეთ ბუენოს – აირესში, რაც ამჟამად მეკუთვნის, ალბათ, უცხო ვიქნებოდი. მე ვიცი, რომ ერთადერთი სამოთხე – ადამიანისთვის მისაწვდომი, ეს – დაკარგული სამოთხეა. *** მე ლექსებში ავსახე ჩემს გარშემო არსებული ქალაქი და მოწყვეტილი გარეუბნები. *** მე ვნახე უსასრულო გარეუბნები გარეუბნები, რომლებშიც განსახიერდა დაისების დაუმცხრალი უკვდავება. *** არაფერი დაინახო, ანდა თითქმის არაფერი, ერთი გოგოს სახის გარდა ბუენოს აირესიდან, სახისა, რომლისთვისა...