Posts

Showing posts from April, 2018

იაკობ ნიკოლაძე - როდენთან

Image
პირველი ნამუშევარი როდენისგან მოცემული იყო „იოანე ნათლის მცემელის თავი ლანგარზე“. ქანდაკება უნდა გამეკეთებინა მარმარილოში. ორმოც დღეში მე გავაკეთე ეს ქანდაკება და მალე პარიზის ქართულსა და რუსულ კოლონიაში ხმა გავარდა, რომ მე როდენისგან მოცემული სამუშაო დავათავე და რომ ის გავაკეთე მარმარილოში. შეგროვდნენ ჩემი მტრები და მეგობრები ერთად და მოვიდნენ ჩემთან ატელიეში ნამდვილი ამბის გასაგებად. ჩემს თანამემამულეთ, რასაკვირველია, უხაროდათ, მაგრამ უცხო ტომის კონკურენტები, რომელთაც თითონაც უნდოდათ როდენთან მუშაობა, ამბობდნენ, რომ ამ სამუშაოს ვერ შევასრულებდი და რომ მეტს სამუშაოსაც როდენიდან ვერ მივიღებდი. მეც რყევაში ვიყავ, მაგრამ ბოლოს დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას. როცა მოვიფიქრე, ავწონ-დავწონე, როგორ უნდა შევდგომოდი მუშაობას, ერთი აზრი მომივიდა თავში: ეს აზრი პრობლემად დავისახე. როდენის ნამუშევარი ალებასტრში გაკეთებული: „იოანეს თავი“ იყო ძველი ნამუშევარი, ახალგაზრდობისა, სადაც ეხლანდელი როდენის ხელი არ სჩანდა, ეხლანდელ მის პრინციპებს არ ეთანხმებოდა. მე გადავწყვიტე მარმარილოში როდე...

ბრძოლა როდენის ქანდაკება - ბალზაკის ირგვლივ

Image
ოგიუსტ როდენი - ბალზაკის ქანდაკება, 1892-1897 წწ. [„ლიტერატურული საქართველო“, 1937წ.] - დაახლოებით 40 წლის წინად,ფრანგ ლიტერატორთა საზოგადოებამ გადასწყვიტა პარიზის ერთერთ მოედანზე დაუდგას ძეგლი ბალზაკს.

ბასკეთის ნაკრები თბილისში და დინამოს პირველი საერთაშორისო მატჩი

Image
თბილისის "დინამო", 1937წ. მასალა მოამზადა: გიორგი ჭეიშვილმა 1937 წელს, ბასკეთის საფეხბურთო ნაკრებმა საბჭოთა კავშირში ტურნე გამართა, რომლის ფარგლებში 9 მატჩი ჩაატარა. 

იაკობ ნიკოლაძე და აკაკი წერეთლის ბიუსტი

Image
იაკობ ნიკოლაძე - აკაკი წერეთლის ბიუსტი საქართველოში ასე ჩუმად და უბრალოთ ჯერ არ გაკეთებულა არც ერთი ეროვნული საქმე. აკაკის ძეგლის ამართვას 11 დეკემბერს არ უძღვოდა წინ არავითარი აგიტაცია, პირიქით ამ შემთხვევაში უბრალო და აუცილებელი ცერემონიალიც ძეგლის გახსნისაც არ ყოფილა.

ტურინის სუდარა - გარდამოხსნა იესო ქრისტესი | გაზეთი „ივერია“, 1902 წ.

Image
(დიდი აღმოჩენა დღევანდელის მეცნიერებისა, რომელმაც დაამტკიცა იესო ქრისტეს გარდიმოხსნის სინამდვილე; ეს გარდამოხსნა დაცულია ამ ჟამად იტალიის ქალაქს ტურინს). 1898 წელს იტალიის ქალაქს ტურინში გამართული იყო გამოფენა წმიდა და საღვთო საგნებისა. მრავალ გვარ სხვა-და-სხვა საგანთა და ხელოვნების ნაწარმოებთა შორის, რომელიც იმ გამოფენაზედ იყო შეგროვილი, საზოგადოების ყურადღება მიიქცია განსაკუთრებით ტურინის შესანიშნავმა გარდამოხსნამ. ევროპაში ამ ჟამად 40-მდე გარდამოხსნაა ანუ სუდარა იესო ქრისტესი და თითოეულ მათგანისას ამბობენ, ნამდვილიაო, მაგრამ არც ერთზედ არავითარი გამოსახულება არ არის. მხოლოდ ტურინის გარდამოხსნაზეა გამოსახულება იესო ქრისტესი. ამბობენ, რომ ბიზანტიაშიც იყო დაცული გარდამოხსნა, რომელზედაც ემჩნეოდა გამოსახულება იესო ქრისტესიო, მაგრამ იგი დიდი ხანია აღარსადა სჩანს. რაიცა შეეხება ბეზანსონის გარდამოხსნას, რომელიც დაიკარგა საფრანგეთის პირველ რევოლუციის დროს, ეგ გარდამოხსნა პირია ტურინის გარდამოხსნისა; ეგ პირი გადაუღიათ 1375 წელს; ამ პირიდან გადაუღიათ კიდევ სხვა პირი. ამ მეორედ გადაღებულ...

ლევან ბერძენიშვილი ► სტამბოლი |

Image
„კონრადის, ნაბოკოვის, ნაიპოლის მსგავსად სხვა წარმატებულმა მწერლებმაც გამოიცვალეს ენა, სამშობლო, კულტურა, ქვეყანა, კონტინეტი, ცივილიზაციაც კი და წერა ასე გააგრძელეს. მაგრამ თუ ისინი ამ გადასახალებებითა და მომთაბარეობით ძლიერდებოდნენ, მე სწორედ ჩემს სახლთან, ქუჩასთან, გარემოსთან, ჩემი ფანჯრის ხედსა და ქალაქთან მუდმივი კავშირის წყალობით ვიქეცი ასეთ მწერლად“, - ორჰან ფამუქი ორჰან ფამუქის - სტამბოლი, ერთი შეხედვით ცივი და პიქრუში. მიუახლოვდები და იმწუთას გასაგები ხდება - ეს სევდიანი ქალაქია, იგი ატარებს სევდას თავისი მაცხოვრებლების მიმართ... სევდიანია იმიტომ, რომ ოდესღაც უფრო დიდი, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო - მსოფლიო დედაქალაქი იყო. სტამბოლი წუხს წარსულზე და სწორედ ეს აქცევს მას ასეთ სევდიან ქალაქად. ისმის ხმაური, ბავშვები სახლის პარმაღებთან სხედან, ფანჯრებიდან მოხუცი ქალებს თავი აქვთ გამოყოფილი და ტურისტებს ათვალიერებენ, ოფიციანტები კაფეებიდან თითქოსდა სათამაშო მაგიდებითა და სკამებით გამოდიან, იმიტომ რომ ასეთი ადგილია. ესალმებიან ყველას, ვინც კი გაივლის და გამოივლის. აქ შ...

ანატოლ ფრანსი - ყოველგვარი რეჟიმი უკმაყოფილებას წარმოშობს

Image
ნაწყვეტები ანატოლ ფრანსის რომანიდან - „პინგვინთა კუნძული“ ადამიანი თავისი არსით წინდახედული და ამყოლია. ასეთია მისი ბუნება. მას თავისი თავიც ვერ წარმოუდგენია საკუთრების გარეშე. ძალა კი საკუთრების ერთადერთი და დიდებული საყრდენია. ყოველი ერის ცხოვრება სიღატაკის, დანაშაულისა და შეშლილობის მონაცვლეობა გახლავთ. სახელმწიფო საქმეთა დაწესებულებაში სიგიჟის ან ბოდვის შემჩნევა გაცილებით ძნელია. პინგვინთა დემოკრატია თვითდინებას არ გაჰყოლია; იგი ემორჩილებოდა ფინანსურ ოლიგარქიას, რომელიც გაზეთების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა, დეპუტატებს, მინისტრებსა და პრეზიდენტს ქედს ახრევინებდა და რესპუბლიკის ფინანსებსა და საშინაო პოლიტიკას თვითმპყრობლურად განაგებდა. იმ ხალხს, რომელსაც არც მრეწველობა აქვს, არც ვაჭრობა, ომები არ სჭირდება; მაგრამ საქმიანი ერი იძულებულია დაპყრობის პოლიტიკას მიმართოს. ომების რაოდენობა ჩვენს მრეწველობასთან ერთად იზრდება. თუ ინდუსტრიის რომელიმე დარგი პროდუქციის გასაღებას ვეღარ შეძლებს, ომმა უნდა მოუპოვოს ახალი ბაზარი. თუ სიმდიდრე და ცივილიზაცია იმდენივე საომარ მიზეზ...

ლევან ბერძენიშვილი ► სკოტოპრიგონიევსკი |

Image
ფიოდორ დოსტოევსკის - „ძმები კარამაზოვები“ უაღრესად ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია, რომლის მოქმედებაც ღრმა პროვინციაში ხდება.

წიგნი ► მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

Image
ილიას სიკვდილის ერთი წლის შემდეგ, ოლგა თადეოზის ასულმა ილიას ერთ-ერთ მეგობართან საუბარში მოიგონა ილიას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები და მისი საშინელი წინათგრძნობა. იხილეთ წიგნი: მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე 30 აგვისტო. შუადღისას მიველით წიწამურთან. აქ გზის პირათ იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ აქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ. ილია გადიოდ-გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდევაც, ხოლო ილია კი აღელვებული, გაფითრებული ისევ ბოლთასა სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი ილია გარინდებული გადიოდ-გამოდიოდა სახე დატაჯული. კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა: - გარეკეო. ოთხი წუთის შემდეგ იგრიალა ბერდანის ტყვიამ. ილიამ სტაცა ხელი რევოლვერს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო „რას სჩადიხართო“ - მეტი აღარა მახსოვს რა.