Posts

Showing posts from February, 2022

ზურაბ კიკნაძე - ავტობიოგრაფია 7 წინადადებით

Image
„მკითხეს, ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად? 1. არ ვწერ, მაგრამ, რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, თუ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიხდებოდა; 2. მამას მოჰქონდა საჩუქრად სამთვლიანი ველოსიპედი, მე კი, ოთახში მყოფი, კედლის გაღმა ტროტუარზე ვხედავდი ორივეს – მტვირთველს და ტვირთს, რამაც ტრანსცენდენტურის არსებობის რწმენა გამიღვივა; 3. დავწერდი, ორი რუხპერანგიანის თანხლებით სახლს უკანასკნელად რომ ტოვებდა, მამა ჩაბნელებული წინა ოთახიდან უკანა ოთახში ქუდის ასაღებად შემობრუნდა, დაიხურა და წავიდა; 4. აღვწერდი ორ სიზმარს, – ერთში გამოცდას ვაბარებ, მეორეში შინდაბრუნებულს სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება, – როგორც წუთისოფლის გამოცანა, თან მსდევდა. 5. დავწერდი, რომ ვერასოდეს მივხვდები, რამ გამხადა ესოდენი სიყვარულის ღირსად. 6. ვერ შევუსრულე აღთქმა მეგობარს, საფლავში ჩაგძახებ, აღსრულდა-მეთქი; 7. დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულ...

არტურ კოესტლერი - მზის დაბნელება

Image
არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ – იმას, თუ როგორ ჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. *** ვერ ახერხებდა თავის თავისთვის დაეძალებინა რომ N1 შესძულებოდა. იგი ხშირად შესცქეროდა თავის საწოლის თავზე ჩამოკიდებული N1-ის პორტრეტს და მის შეძულებას ცდილობდა. თანამებრძოლთა შორის მრავალი სახელით მოიხსენიებდნენ მას, თუმცა საბოლოოდ N1 შერჩა.  მთელი უბედურება, რაც N1-ისგან მოდიოდა, იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლოა იგი მართალი იყო. ყველა, ვინც მან დახოცა, კეფაში ჩაჭედებული ტყვიითაც კი იმას იტყოდა, რომ იგი შესაძლოა მართალი იყო. მაგრამ არც ამის მტკიცე რწმენა არსებობდა. ...

#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - მარიო ვარგას ლიოსა

Image
„ეს ამაღელვებელი საოცრება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფინებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შეფარება რომ შეგიძლია; შენ თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარმოგიდგება, წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამაზებს სიმახინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლენად აქცევს. ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამოვავლენდით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკლებად ზეშთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა პროგრესის მაუწყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე როგორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვანებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს.“ მარიო ვარგას ლიოსას „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის“ ნობელის პრემია 2010 წელს მიენიჭა. ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

ოთარ ჭილაძე - პოეტის გზა

Image
პოეტის გზა ოდისევსის გზასა ჰგავს თავისი ხიფათებითა და მოულოდნელობით. ეს გზა პოეტისგან, რა თქმა უნდა, უდიდეს ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ შემოქმედებით მოპოვებული სიამოვნება და სიამაყე იმდენად დიდია და საპატიო, ღირს იმ გზაზე ხეტიალი.  მაგრამ პოეტს – ოდისევსს – თავისი პენელოპეც ჭირდება, რომელიც მზადაა უსასრულოდ უცადოს მას და დააფასოს პოეტის აუწონავი შრომა და სამსახური.  პოეტი კი ადამიანის მსგავსია; ის ადამიანის სულის გასუფთავებასა და განათებას ემსახურება. დღევანდელ მსოფლიოს განსაკუთრებით ჭირდება თბილი და აზრიანი სიტყვა პოეტისა, რათა უფრო მშვიდად და გონივრულად განჭვრიტოს მომავალი.  ქართული თანამედროვე პოეზიის მიზანიც ესაა. მე შემეძლო უფრო კონკრეტულად და ვრცლად მელაპარაკა ჩემს ქართველ კოლეგებზე, რადგან ისინი იძლევიან ამის საშუალებას, მაგრამ ამჟამად ასეთი ზოგადი გაცნობაც კარგია.  საერთოდ პოეტებს ხალხების გაცნობისა და დაახლოების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით. ჭეშმარიტ პოეზიას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია.  ინტერვიუ სკოპიეს რადიოსთვის, 1969 წელი | ოთარ ჭილ...

#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - პაბლო ნერუდა

Image
„წიგნებში ვერ მიპოვია რეცეპტი, თუ როგორ იწერება ლექსები და ამიტომაც, არანაირ რჩევებს არ მოგცემთ. მომავალ პოეტებს ვერ დავუტოვებ მითითებებს მანერასა და სტილზე, რათა ჩემი სავარაუდო სიბრძნის ერთი წვეთი იგემონ. ვფიქრობ, რომ პოეზია – წარმავალი თუ ამაღლებული, ქმედებაა, რომელშიც თანაბრად მონაწილეობენ მარტოობაც და ერთობაც, გრძნობაცა და ქმედებაც. პოეტის შინაგანი სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო ბუნების ფარული გულწრფელობაა. ასევე ღრმად მწამს, რომ ეს ყველაფერი – ადამიანი და მისი ჩრდილი, ადამიანი და მისი საქმიანობა, ადამიანი და მისი პოეზია – ერთმანეთს ერწყმის. მჭიდროდ არის გადახლართული ურთიერთქმედებაში, სადაც მუდმივად ჩაბმული ვართ რეალობასა და ოცნებასთან, რამეთუ, პოეზია ამ გზით აერთიანებს.“ პაბლო ნერუდას „პოეზიისათვის, რომელიც სტიქიური ძალმოსილებით ასახავს მთელი კონტინენტის ბედსა და ოცნებას“ ნობელის პრემია 1971 წელს მიენიჭა. ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

ბლიცერატურა #7 - ვახტანგ ჯავახაძე

Image
ლიტერატურული ბლიც ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან... პირველი მხატვრული წიგნი... ოვანეს თუმანიანის მოთხრობა „გიქორ“. წიგნი, რომელმაც სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მომცა... არტურ შოპენჰაუერის „აფორიზმები და მაქსიმები“. პერსონაჟი, რომელიც მუდამ ჩემთანაა... Ჩემი „უცნობის“ მთავარი გმირი – გალაკტიონ ტაბიძე. პერსონაჟი, რომელსაც ჩემ თავს ვამსგავსებ... გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. წიგნი, რომელსაც ფილმად გადავიღებდი... გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“. ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები... გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „სასაფლაონი“. ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შევცვლიდი... ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. წიგნი, რომლის შინაარსსაც დავივიწყებდი, თავიდან რომ წამეკითხა... ჯოისის „ულისე“ – წიგნი-გამოცანა. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022 წ.

გაბრიელ ტანიე - ქანაანის შვილები

Image
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საზოგადოებას ომი გამოუცხადეს, თითქოს ყველანი სხვადასხვა ნაპირზე აღმოვჩნდით... მე არ მინდა ხალხთან დაპირისპირება, მეც ამ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრად მივიჩნევ თავს. როგორც ექიმი, ინჟინერი, ჟურნალისტი, მუშა და მძღოლი... ეს ყველაფერი ფრთხილად და საკმაოდ მოზომილად დავაფიქსირე და იმ შენობიდან, სადაც ჩვენი უმაღლესი სასულიერო იერარქები ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ბჭობენ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოღალატის სახელით გამოვედი. *** არხოტი პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. იქით ინგუშები ცხოვრობენ. კი უყვართ ინგუშებს ხევსურები, მაგრამ რუსს საერთოდ არ აინტერესებს ეს შენი სითბო-სიყვარულები. დაინახავს, ყველა წავიდაო, იხელთებს დროს და დაარჭობს თავის ორთავიანი არწივის გერბით „დამშვენებულ“ ბოძს და რაღას ვიზამთ მერე?!. *** ერთხელ მაინც თუ აგიხედავთ ცაში, ისე, უბრალოდ, არაფრის გამო...  ბავშვობაში ცას ყველა ვუყურებთ და უამრავ რამეს ვხედავთ, მაგრამ როცა დიდები ვხდებით, მაშინ თუ აგვიხედავს, ისე, უბრალოდ და არაფრის გამო. როცა გავიზარდე, აღარც მე ამიხედავს. ცაში ყურება რომ შევწყვიტე, მ...