გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებები

აკაპულკოს გზატკეცილი, მექსიკა, 1965წ.

გაბრიელ გარსია მარკესი, მისი ცოლი მერსედესი და შვილები, გონსალო და როდრიგო, ხანმოკლე არდადეგების გასატარებლად აკაპულკოს სანაპიროსკენ მიმერთებოდნენ. 

გაბომ ჯერ არ იცის, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა იქნება.

გაბომ ყურადღება გზაზე გადაიტანა. ბავშვების ჩურჩულს მიუგდო ყური და იმ ამბავზე დაფიქრდა, ბოლო ოცი წელი რომ არ აძლევდა მოსვენებას, დაუსრულებელ ამბავზე, რომლის წერა 19 წლისამ დაიწყო, „სახლი“ დაარქვა, მაგრამ დასაწყისი ვერ მოუფიქრა. უცებ...

- მერჩე! მერჩე! „სახლი“, „სახლი“ დავასრულე.

რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ გაბოს უცნაური ამბავი შეემთხვა - რომანის დასაწყისი არაფრიდან მოვიდა...

რაღაც კარნახობდა, რომ მთვარი სწორედ ტონი უნდა ყოფილიყო. ბაბუამისის ტონი, რომლითაც ის პატარა გაბოს ამბებს უყვებოდა:

„გაივლის წლების და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ დღის შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამ პირველად ყინულის სანახავად რომ წაიყვანა“.

***

პატარა გაბოს აღზრდა ათასდღიანი ომის ვეტერანმა, პოლკოვნიკმა ნიკოლას მარკესმა და ტრანკილინა იგუარანმა ითავეს. 

ცხრა წლის გაბიტო არაკატაკას სახლში ცხოვრობდა. სოფელი სანტა მარტას სიერა ნევადას მიდამოებში, კოლუმბიის კარიბული ნაწილის შუაგულში მდებარეობდა.

ბებიასა და ბაბუას სახლი მისთვის საოცარ და განუმეორებელ სამყაროდ იქცა.

სახლში ძირითადად ქალები ცხოვრობდნენ. ბებიები, დეიდები, ნათესავი ქალები, მონა ქალები და მოსამსახურე ინდიელი ქალები, რომლებიც სახლის საქმეებს აკეთებდნენ.

„მსურდა პოეტურად გადმომეცა ჩემი ბავშვობის სამყარო, რომელამც დიდ, ნაღვლიან სახლში გაიარა, სადაც ჩემი ერთი და მიწას ჭამდა, ერთი ბებიათაგანი მომავალს წინასწარმეტყველებდა და უამრავი, ერთნაირსახელიანი ნათესავი ტრიალებდა, რომლებიც ბედნიერებას ჭკუასუსტობისგან ვერ ასხვავებდნენ“.

***

გაბომ თავისი პირველი პოემები ხავიერ გარსესის ფსევდონიმით დაწერა.

***

გაბომ თავისი პირველი რომანის წერა დაიწყო. ნაწარმოებს „სახლი“ დაარქვა. მოქმედება ზღვისპირა, ცხელ სოფელში ვითარდებოდა, დიდ სახლში, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. გაბო თავის წარსულს ჰყვებოდა...

„სახლი“ უნდა ყოფილიყო ის ჩანასახი, საიდანაც მრავალი წლის შემდეგ „მარტოობის ასი წელიწადი“ აღმოცენდებოდა.

***

ბარანკილიაში დაბრუნებული გაბო მეძავთა უბანში ცხოვრობდა, მეხუთე სართულის ერთ სოროსავით ოთახში. მეგობრები შენობას ცათამბჯენს ეძახდნენ. მეძავებს ისე შეუყვარდათ, რომ ტანსაცმელს უუთოვებდნენ და საპონს აძლევდნენ რომ ებანავა.

გაბო ხშირად იმეორებდა ფოლკნერის გამონათქვამს საროსკიპოებზე:

„დილაობით აქ სიმშვიდე და სიწყნარეა, საღამოობით ჟრიამული, სასმელი და საინტერესო ხალხი, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება“, ეს იდეალური ადგილი იყო საწერად.

***

მოულოდნელად, არაკატაკამდე არმისულებმა, ბანანის კომპანიის კუთვნილი სახლი დაინახეს, რამაც გაბოზე ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 

...ეს ერთადერთი ადგილი იყო, დავიწყების ბურუსში ჩაძირულ მთელ დაბლობზე, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. მამულს „მაკონდო“ ერქვა. ეს სახელი სამუდამოდ ჩარჩა გაბოს მეხსიერებაში.

***

ჟურნალისტური მოღვაწეობის პარალელურად, გაბომ პირველ რომანზე დაიწყო მუშაობა.

ეს იყო ამბავი ერთი ექიმის სიკვდილზე, რომელიც მოხუცმა პოლკოვნიკმა, მისმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა დაკრძალეს.

სწორედ აქ მოიხაზა მაკონდოს, მითიური პოლკოვნიკისა და კარიბული პეიზაჟის სილუეტების პირველი კონტურები.

1955 წლის მაისში, მეგობრების დახმარებით, გამომცემლობა „სიპამ“ – „ფოთოლცვენა“ დაბეჭდა“.

***

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას, ბედისწერის წყალობით გაბომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილი გაიცნო. 

ნახა ადგილი, სადაც წლების წინ ფოლკნერმა თავისი ნაწარმოები შექმნა.

მარკესი თავისი თვალით ნახავს ფოლკნერის მიერ გამოგონილ ქალაქ იოკნაპატოფას და მისი ლიტერატურული სამყარო ამ ქვეყნის სამხრეთს დაუკავშირდება.

მაკონდო ამ მაგიური შეჯვარების შედეგად იშვა.

***

ერთ დღეს, გაბო და მერსედესი უკვე ახალ სახლში რომ იყვნენ, მათმა მეგობარმა ალვარო მატისმა ყვირილით აირბინა კიბეები.

ხელში მექსიკელი მწერლის - ხუან რულფოს ორი წიგნი ეჭირა: „ალმოდებული დაბლობი“ და „პედრო პარამო“.

გაბო მაშინვე მოინუსხა წიგნებით.

ისე, რომ ზეპირადაც კი ისწავლა.

„მეტამორფოზას“ შემდეგ მასზე ამხელა შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია.

***

სამწერლო ასპარეზზე იმედგაცრუებულმა გაბომ გადაწყვიტა კინოსცენარებზე ემუშავა. პირველი შეკვეთა მანუელ ბარბაჩანოსგან მიიღო. მას კინოსცენარად უნდა ექცია ხუან რულფოს „ოქროს მამალი“.

გაბომ ენთუზიაზმით დაიწყო თემაზე მუშაობა.

რომანი მოგვითხრობდა, როგორ მიიღო დიონისიო პინსონმა მომაკვდავი ოქროს მამალი, რომელიც ქვეყნის პირველ მოჩხუბარ მამლად აქცია, რის შემდეგაც ბერნარდა გაიცნო და უბედურებაც დაატყდათ თავს.

გაბომ პირადად გაიცნო ნაწარმოების ავტორი.

- ჩემთვის პატივია თქვენი გაცნობა, მაესტრო! თქვენი „პედრო პარამო“ გენიალურია.

- გმადლობ, გაბო, მაგრამ მეტის დაწერას აღარ ვაპირებ.

- რატომ მაესტრო?

- აღარ ღირს, გაშრა კალამი...

***

გაბომ მექსიკელი მწერალი - კარლოს ფუენტესი გაიცნო.

ავტორი წიგნებისა: „ყველაზე გამჭვირვალე რეგიონი“, „არტემიო კრუსის სიკვდილი“, „აურა“. მალე ეს წიგნები სამხრეთამერიკული ლიტერატურული ბუმის მონაწილე გახდა.

მასთან ერთად მუშაობდა კინოსცენარზე. ერთობლივი ძალით დაასრულეს „ოქროს მამალზე“ მუშაობა.

***

ევროპაში ისეთმა წიგნებმა, როგორიც იყო ხულიო კორტასარის „კლასობანა“, მარიო ვარგას ლიოსას „ქალაქი და ძაღლები“, ალეხო კარპენტიერის - „სინათლის საუკუნე“ და კარლოს ფუენტესის ნაწარმოებებმა მკითხველებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ ლიტერატურულ ტალღას მალე მიემატებოდა კიდევ ერთი მწერალი...

... ეს ბუმი გამომცემლების დამსახურება იყო, რომლებმაც 60-70-იან წლებში სამხრეთ ამერიკელი მწერლების ნაღები გააცნეს მსოფლიოს.

***

„მარტოობის ასი წელიწადის“ დაბეჭდვა გამომცემლობა ფრანსისკო პორუამ გარისკა. სხვა ორმა გამომცემელმა რომანის დაბეჭდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ერთმა გამომცემელმა გაბოს ისის კი უთხრა, რომ პროზაში ამდენი ლირიზმი საჭირო არ იყო.

მეორე უფრო შორს წავიდა და გამოუცხადა, რომ ასეთ წიგნს არავინ იყიდდა.

***
ჩილელმა პოეტმა პაბლო ნერუდამ ერთხელ თქვა, რომ მარკესის რომანი ჩვენი დროის „დონ კიხოტია“. 


ოსკარ პანტოხა, მიგელ ბუსტოსი, ფილიპე კამარგო, ტატიანა კორდობა
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ.
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2016წ.