Posts

Showing posts from March, 2018

წიგნი ► მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე...

Image
„ვაჟამ უფრო ააფორიაქა ადამიანის სული, ვიდრე დააწყნარა. მისი გუნება ისევეა აწყვეტილი, როგორც მისი პოეტური ტემპერამენტი” - ასე აღწერენ ვაჟას მისი თანამედროვენი, ფშაველ კაცს, იმ გვარისა და მთების შვილს, „სადაც ყანწში ხანჯლით ვერცხლის ჩათლა უფრო სარწმუნოა, ვიდრე ზიარება“. 

წიგნი ► ტიციან ტაბიძე - ფიროსმანი

Image
„ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით, უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლო, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ,“ - ნიკო ფიროსმანი.

ლევან ბერძენიშვილი ► ლამაზ-ქალაქი, კამორა, კანუდოსი |

Image
გურამ დოჩანაშვილი ძალიან მაგარია ბევრ რამეში, მაგრამ სახელებში, მას არ არათუ ქართულ ლიტერატურაში, ალბათ მსოფლიო ლიტერატურაშიც არ ჰყავს ბადალი.

ძველი ტფილისი | დავით კაკაბაძე

Image
არასოდეს კაცობრიობის ცხოვრებაში სიძველეს არ ჰქონია იმდენი ყურადღება მიპყრობილი, როგორც ახლა, ჩვენს დროში. XIX საუკუნეში მეცნიერებამ სიძველის ნაშთების შესწავლაში დიდად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამის გამო ჩვენ ახლა უფრო სწორი წარმოდგენა გვაქვს კაცობრიობის კულტურაზე.  სიძველეს აქვს თავისი სილამაზე. ჩვენი ახლანდელი გრძნობა სიძველის ყოველ ნაშთში პოულობს ერთგვარ სილამაზეს. ამის უმთავრესი მიზეზია, წმინდა მხატვრული თვალსაზრისით რომ ავხსნათ, სიძველის ფაქტურა. ფაქტურას ახასიათებს ფორმის გარეგანი მხარე, მისი გარეგანი გარსის თვისება, ფორმის ზედაპირის ხასიათი. არსებობს ადამიანის გრძნობა, რომელიც ადამიანს ფორმის ფაქტურისადმი მიილტვის. პირველყოფილი ადამიანი ფაქტურას იმდენადვე ეტანებოდა, რამდენადაც ცხოვრებაში ფაქტურას დიდი ყურადღება აქვს მიქცეული. სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაც...

სანდრო შანშიაშვილი - დალი | ქართული ღმერთების პანთეონი

Image
I. ტყის მეფე ბობღია უღრან ტყის მეფეს ბობღიას, სახე მოღუშულს ავდრიანს გადმოუწყვია თათებით, ჭრელად ოქროსფერ ფაფრიანს;  გაბმით ხარხარებს, შესძახის მუხნარ-ნაძვნარებს აფრიანს. ქორწილს აპირებს ქალისას, ფურკამეჩს დაჰკლავს ზაქიანს. II. დალი - ტყის დედოფალი სახელად ჰქვიან პატარძალს დალი ლამაზის სახისას; გულს სიყვარულით უდაგავს ძე ხორციელსა ნახვისას. მაჭაკალია აგუნა, ლოთი თხის-წვერებ-ნაცარა. ჰყავს დამქაშები დამკვრელად ჩხიტა, ბუცო და ცანცარა. სხვა თუ ბევრს დაალევინებს, იცოდეთ, საქმე დაცადარა! III. დალის ქორწილის მოლოდინში რაკი გაიგეს ამბავი ქორწილიაო დალისა, ეშურებიან მოვიდნენ, ღვინო დალიონ ლალისა. ტყეში რომ მგლებმა გამოხარეს, ის რაშიც გაცოცხლებულა. კუდიანები შემსხდარან, ბერიკაც მათთან ხლებულა. რქიანი-დევი ბუტბუტებს, იქ სადაც დიდი ხევია. როკაპს ჯაგებზე ხტომისგან კაბა მთლად შემოჰხევია. საფლავებიდან მგელკაცი ღამით მკვდრებს აღარ ალაგებს. ბუ გაბერილი ჩხალებსა აძრობს გულმკერდში ჩანაგებს. წყლით გადმომსხდარან გველკუვნი, ჯოჯოს თან ახლავს ამქარი: ...

სელჩუქ დერინოზი - გენერლის დილა

Image
ფოტო: არა გულერი აჰა, ავდექი  საწოლიდან, ძილიდან, სიზმრიდან, დავიბანე პირი, გადავივარცხნე თმა მარჯვნისაკენ,  აჰა, ჩავიცვი თეთრი პერანგი - ჩემი აბჯარი, ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი, გამოვედი გარეთ, ჩემივე თავის ჯარისკაცი, ჩემივე თავის მეზარბაზნე, მეომარი შეუპოვარი! გამოვედი, აჰა, ცხოვრებავ,  საბრძოლველად, საომრად, გასამარჯვებლად!  პირველი შეტევა, ამოსვლა სანგრიდან, წინა ხაზი - უბნის მაღაზია, უცხვირპირო მოწინააღმდეგე,  დახლის უკან გამაგრებული გამყიდველი, მტერი ვერაგი. ვიტრიალებ ცარიელ ჯიბეებს და  უკან ვიხევ, არაფერს ვიმჩნევ, უკან ვბრუნდები, თავაწეული, წარბაწეული, ჩემივე თავის გენერალი, ვტოვებ ბრძოლის ველს, უსიგარეტოდ. თარგმნა ირაკლი კაკაბაძემ

ავლაბრის სახარება | აღასი აივაზიანი

Image
ავლაბრიდან მოჩანს ყველაფერი. მთელი თბილისი თავისი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით: შაითან ბაზარი, ერევნის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, სუფსარქისის ეკლესია, სიონი, ბერძნული ეკლესია... ავლაბრიდან მოჩანს ბატონების - ხატისოვის, მელიქ-აზარიანცის სახლები, თამამშევის ქარვასლა, ტერ-ოსიპოვის და ზუბალოვის თეატრები, გოგილოს აბანოები... ავლაბრიდან მოჩანს „მადამ სალომკას“ მომწვანო-მოცისფრო თვალები, ქალბატონ სუსანას თეთრი, ქათქათა ფეხები, ქალბატონ მერის ამაყი მკერდი. ავლაბრიდან მოჩანს წვრილმანებით მოვაჭრე სოლოლაკელი მარტიროსას ფული, რომელსაც გულდასმით მალავს ქისაში. მოჩანს სოფოს ჭაღარა თმა, „ვერზილა საკოს“ „პაჩინკები“. ავლაბრიდან მოჩანს კოჯორი, ბორჩალო, შავნაბადა და ... პარიზი! ავლაბრიდან მოჩანს თბილისური ქორწილება და გასვენბები, ავადმყოფობები და სიზმრები... ავლაბრიდან მოჩანს თბილისის უბედურებები... და თუკი ვინმეს ძლიერ მოაწვება დარდი, მაშინ ის ავლაბრიდან დაინახავს სარქისოვის ღვინის სარდაფს, სადაც „დათრობა აბაზი ღირდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო კი არ ღირს აბაზი, არამედ დარდის ღვინოში ჩა...

26 მაისთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

Image
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.  ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: "26 მაისი", "1918", "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და "10 ₾".  რევერსი: აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: "საქართველო", "10 ლარი", "2018" და "GEORGIA". ნომინალი: 10 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 15.5 გ დიამეტრი: 33 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი გამოშვების წელი: 2018 დიზაინის ავტორი: მამუკა გონგაძე ზარაფხანა: ესპანეთის სამეფო ზარაფხანა მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგ...

ალფონს დოდე - არლელი ქალი

Image
Vincent Van Gogn - LArlésienne Madame Ginoux, 1888 როცა ჩემი წისქვილიდან სოფელში მიდიხარ, ერთი ფერმის წინ უნდა გაიაროთ; ის აშენებულია გზის მახლობლად აკაციის ხეებით შემოვლებული დიდი ეზოს სიღრმეში. ეს ნამდვილი პროვანსელი მეურნის სახლი თავისი წითელი კრამიტით და ფართო ყავისფერი ფასადით, რომელშიც ფანჯრები უსიმეტრიოდაა გაჭრილი, სახურავის ასაზიდად და რამდენიმე გაჭვარტლული ბულული, რომელსაც იქიდან თავი გამოუყვია.

წიგნი ► ვაჟა ფშაველა - ფშავლები

Image
„საზოგადად, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას, მათ ჩვეულებას და სხვა-და-სხვა გვარ ცხოვრების ავ-კარგიანობას”, - ასე მიაჩნდა ვაჟა-ფშაველას და საჭიროდ თვლიდა, რომ ფშავლების, მათი ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, ყოფა-ცხოვრების და რწმენის შესახებ მკითხველებს მეტი სცოდნოდათ.

ლევან ბერძენიშვილი ► მაკონდო |

Image
გამოგონილი სამყარო, გამოგონილი ქალაქი და პერსონაჟები ლიტერატურის არსია. არსებობს ქალაქები, რომლებიც სხვებს არ ჰგავს, განსაკუთრებულია და შესაბამისად არც ჩანს, უნდა მიაგნო, უნდა იპოვო, აღმოაჩინო.

შანსონ-კაფენი ქუთაისისა | აკა მორჩილაძე

Image
კაცმა უნდა იცოდეს, რასა ნიშნავდა შანსონ-კაფეები ქუთაისისა. ის არ იყო პურის საჭმელი და საქეიფო დუქნები ქართულ ყაიდაზე, საცა იმ გემრიელს, გაურანდავ ტაბლაზედ ეყარა ლამაზად ყველი, მწვანილი, მოთალი და შემოდიოდა ზურგიელები და ჯეირანის მწვადი, ზედ კი მოჰყვებოდა ღვინო თუნგებით და იყო აზერფაშების ტრიალი, ან სულაც საინზედ დადგმული ღვინით სავსე ჭიქებისა, როგორც ეს ქუთაისელთა წესია იმ დროიდან, რაც იქ საჭიქე ქარხანა გაიხსნა 1801 წელს. შანსონ-კაფენი ქუთაისისა იყო ვითომდა გამოღვიძებული ისტორია ძველი საქართველოსი სიმღერის მეშვეობით. რახან ქართული სიმღერა იმ უძველეს დროთაგან ამოითქმოდა სამი ხმით, ხოლო ძველებური ფრანგული შანსონიც, ბურგუნდიული და უფრო ადრინდელიც ასევე სამი ხმით და რახან ეს ყოველი იმპერატორმა ერთ წიგნში ამოიკითხა, წინ არაფერი ედგა იმის ცხადლივ დანახვას, თუ რაოდენი საერთო იყო ქართულს სიმღერასა და ძველ შანსონს შორის. სხვაობა იმათ შორის იყო, რომ შანსონი უფრო ამოთქვამდა გრძელ, სარაინდო თავგადასავლებს, ასრეთ, რომ ძველ ფრანგებს ეგებ მთელი თავიანთი „ვეფხისტყაოსანიც“ კი ემღერათ ერთ დაჯდომა...

კირილე ზდანევიჩის პანოს განადგურების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრება

Image
რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

ქურდი ბიჭის მოგონება | აკა მორჩილაძე

Image
ეს ჩანაწერი ჩაწერილია ორთაჭალის ციხეში 1926 წელს, ექიმ პეტრე გედევანიშვილის მიერ. სავარაუდო მთხრობელი უნდა იყოს ციმბირ გოგიად ცნობილი პატიმარი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი დაკარგულია და რომელიც, გედევანიშვილის მოწმობით, მათი შეხვედრისას სრულიად ბრმა იყო. *** მრავალ წელს ციმბირში დაკარგულს, ჯერ ხუნდიან კატორღელათ, მერე ესე წოდებულ თავისუფალ სამუდამო მოსახლეთ უფლებები აღმიდგა თებერვლის მანიფესტით და მეც, როგორც მრავალმა გამოვწიე გრძელი გზით ჩემ სამშობლო ქალაქ თფილისისკენ, რომელიც იმ დროს დამიხვდა სულის მღაფავ კავკასიის ფრონტის პირა ქალაქად, რომელსაც არაფერი იმ ძველი თფილისისა აღარ ეტყობოდა. ყველგან დადიოდა ჯარისკაცების ბრბოები, მთვრალი, ჩამოგლეჯილი და ფაფახზე გადაკრული წითელი ლენტით, იყო ყველგან წაგლეჯვა, ძარცვა, მკვლელობა, სიღატაკე და ყოველი უსინდისობა და გულქვაობა, რაც ციმბირიდან წამოსულ ძველ პატიმარს ცოტა გამიკვირდა. ალბად, მატარებლის ფანჯრიდან არა შჩანდა, თუმცა მერე აალდა ციმბირიც, ისე რომ იმასთან საქართველო და თფილისი მონაგონი იყო. მაგრამ იმ ჩამოსვლაზე, პირველი სურათ...

უმბერტო ეკო - ფუკოს ქანქარა

Image
შეუძლებელია, ღვთიურთან შეხება დიდხანს გაგრძელდეს და ადამიანის გონება არ ააფორიაქოს. *** შეუძლებელია, ერთ უსასრულობას გაექცე, თუ მეორეს შეაფარებ თავს, ისევე, როგორც მსგავსს ვერ დაემალები განსხვავებულთან შეხვედრის ილუზიით. *** მეტრი, კილოგრამი და სხვა საზომები, გარანტიის ყალბი გარანტები... *** ხანდახან გგონია, რომ წამიც და აყვირდები. *** რაც მივხვდი, რომ მთავარი მოქმედი გმირი ვერ ვიქნები, ვამჯობინე, გონიერი მაყურებელი ვიყო; წერას აზრი არ აქვს, თუ საამისოდ სერიოზული მიზეზი არ გაქვს, ასე რომ ჯობია, სხვების დაწერილი წიგნები გადაწერო, კარგი რედაქტორის საქმეც ესაა. *** მეხსიერება თავდაუზოგავი ვარჯიშით დამახსოვრებას სწავლობს, მაგრამ არ იცის, როგორ დაივიწყოს. *** თვითმკვლელობის ნამდვილი ტრაგედია იმაშია, რომ ფანჯრიდან გადახტება თუ არა, ადამიანი იქვე, სადღაც მერვე და მეშვიდე სართულებს შორის, გადაიფიქრებს. „ღმერთო, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს!“ მაგრამ არა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. თხლაშ. *** გონიერი დამკვირვებელი, კონცერტიდან რომ ბრუნდება, მეო...

აკა მორჩილაძის - Obole კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book მოხვდა!

Image
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა.  აკა მორჩილაძის "obOle" საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს. შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული რომანი მოხვდა. რომანი 2011 წელს არის გამოცემული. ნაწარმოების მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხ...