Posts

Showing posts from September, 2013

მაჰათმა განდი - ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა

Image
წინათქმა ოთხი თუ ხუთი წლის წინ ჩემი უახლოესი თანამშრომლების თხოვნით დავთანხმდი, ავტობიოგრაფია დამეწერა. დავიწყე კიდეც, მაგრამ პირველი გვერდიც კი არ მქონდა დასრულებული, როცა ბომბეიში ამბოხებამ იფეთქა და წერა შევწყვიტე.  ამას მოჰყვა მოვლენათა რიგი, რაც იერავდაში ჩემი დაპატიმრებით დასრულდა. ვექილმა ჯერამდასმა, ჩემმა ერთ-ერთმა თანასაკნელმა, მთხოვა, ყველაფერი განზე გადამედო და ავტობიოგრაფიის წერა დამემთავრებინა. მაგრამ მე უკვე დასახული მქონდა სამოქმედო პროგრამა და მის შესრულებამდე არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. იერავდაში პატიმრობის სრული ვადა რომ მომეხადა და ციხიდან ერთი წლით ადრე არ გამოვსულიყავი, უეჭველად მოვასწრებდი იმ საქმის დასრულებასაც და ავტობიოგრაფიის დაწერასაც. ახლა სვამი ანანდმა გამიმეორა იგივე და რაკი სამხრეტ აფრიკის სატიაგრაჰას შესახებ წიგნი უკვე დამთავრებული მქონდა, მომხიბლა ჟურნალ  „ნავაჯივანისთვის“ ავტოგრაფიის დაწერის პერსპექტივამ. სვამის უნდოდა, ავტობიოგრაფია ცალე წიგნად გამომეცა, მაგრამ თავისუფალი დრო არ მქონდა. კვირაში თითო თავზე მეტის დაწერა არ შემეძლო. „ნავ...

ნიკოლო მაკიაველი - ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება

Image
ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს. ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს. ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს. ვისაც სურს იცოდეს - რა მოხდება, მან ყურადღება უნდა მიაქციოს მას, რაც მომხდარა. იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება. ის ვისაც ჰყავს ძლიერი ჯარი, ადვილად იშოვის ძლიერ მოკავშირესაც. გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი. ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის ...

ჯაკომო ლეოპარდი - ველური მამლის სიმღერა

Image
ზოგიერთი იუდეველი მოძღვრისა თუ მწერლის მტკიცებით, ცასა და მიწას შუა, ანუ ნახევრად მიწაზე და ნახევრად ცაში ცხოვრობს ერთი უცნაური ველური მამალი: ფეხები მიწაზე აქვს დაყრდნობილი, ბიბილოთი და ნისკარტით კი ცის თავანს სწვდება.  ბევრ სხვა თავისებურებასთან ერთად, რომლებშიც შეიძლება ზემოხსენებულ ავტორთა თხზულებებში ამოიკითხოთ, ამ უზარმაზარი მამლის ერთი საოცარი თვისებაა გონიერებაც; ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას თუთიყუშივით უსწავლებია მისთვისადამიანური მეტყველება. ამიტომაც, ერთ ძველებურ პერგამენტზე აღმოჩნდა სიმღერის ტექსტი, რომელიც დაწერილია ებრაული ასოებით და რომლის ენაც რაღაცით ენათესავება ქალდეველებისა და რაბინების, ისევე, როგორც თარგუმის, კაბალისა და თალმუდის ენას. სიმღერის სათაურია „შინ დეტანერგოლ ბარა ლეცაფრა“, რაც ნიშნავს - „ველური მამლის სიმღერა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ათასჯერ მივმართე კითხვით რაბინებს, კაბალისტებს, იუდეველ ღვთისმეტყველთა და სჯულის მცოდნეთ, რის ვაივაგლახით შევძელი გამეგო, გამეშიფრა და ჩვენს ენაზე გადმომეღო ეს სიმღერა, როგორც ქვემოთ ვნახავთ. დღემდე ვერ გამირკვევია,...

ანატოლ ფრანსი - ისტორიისა და ისტორიკოსების შესახებ

Image
ნაწყვეტი ანატოლ ფრანსის რომანიდან - „პინგვინთა კუნძული“ ერთხელ, ერთ განთქმულ სიგილოგრაფთან საუბრის შემდეგ, როცა ჩვეულებრივზე მეტად დამწუხრებული გახლდით, მოულოდნელად ასეთი აზრი დამებადა: „ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობენ ისტორიკოსები, სულ ხომ არ გადაშენებულა მათი ჯიში. ხუთი თუ ექვსი მათგანი ზნეობრივ მეცნიერებათა აკადემიამ შემოინახა. ისინი ტექსტებს კი არ აქვეყნებენ, ისტორიას წერენ. იქ მაინც არ მეტყვიან, ამ საქმით (ისტორიის წერით) მხოლოდ თავქარიან კაცს შეუძლია დაინტერესდესო“. ამ აზრმა კვლავ სიმამაცით ამავსო. მეორე დღეს (ასე ამბობენ, თორემ „ხვალინდელ დღეს“ უფრო სწორი იქნებოდა) მე ერთ-ერთ მათგანს, გამჭრიახ ბერიკაცს ვეწვიე.  - რჩევისთვის გეახელით, ბატონო ჩემო, - მივმართე მას. - იქნებ თქვენმა გამოცდილებამ მიშველოს. საუბედუროდ, ისტორიის წერა დავიწყე, მაგრამ არაფერი გამომდის. მან მხრები აიჩეჩა და ასე მიპასუხა: - თავს რად იწვალებთ, ბატონო ჩემო. ისტორიის დაწერას რად ცდილობთ, როცა უკვე ცნობილის გადაწერა გაცილებით იოლი საქმეა. ჩვეულებრივ ხომ ასეც ხდება! ახალი თვალთახედვა დ...

ანატოლ ფრანსი - პინგვინთა კუნძული

Image
ადამიანთა პირველი წიგნები ქვები იყო. ვინც ზუსტად იცავს ბუნების კანონებს, ღვთიურ ჭეშმარიტებას ეზიარება.  ქალი ეშმაკურად მოწყობილი ხაფანგია: როგორც კი სუნს იკრავ, მაშინვე გაებმები. რას იზამ?!... რაც უფრო ნაკლებად აკმაყოფილებ, მით უფრო მძაფრია სურვილი. ადამიანური გამჭრიახობის უარყოფა უფლის ცდუნებას ნიშნავს.  სამწუხაროდ, ყველაზე წმინდა პირებსაც კი მოიცავთ ხოლმე ხანდახან წყვდიადი და განგაში. პინგვინებს არ ეშინოდათ ადამიანების, რადგან არ იცნობდნენ და არც დაუნდობლობა ენახათ მათი. წარმოსახვა კრებს და ადარებს, იგი არაფერს ქმნის. სამოსთან ერთად, ზნეობრივ კანონებს შეიზენენ, რაც ფუჭ გაბღენძილობას, მდაბალ ფარისევლობასა და უსარგებლო სისასტიკეს წარმოშობს. შეუცნობელი სურვილი ყოველგვარ ოცნებებსა და ილუზიებს წარმოშობს. მოკრძალება ქალს აშაკრად უძლეველ მიმზიდველობას ანიჭებს. ადამიანი ხომ თავისი არსით წინდახედული და ამყოლია. ასეთია მისი ბუნება. მას თავისი თავიც ვერ წარმოუდგენია საკუთრების გარეშე. ძალა საკუთრების ერთადერთი და დიდებული საყრდენია. უდავო მხოლოდ ერთი...

პელემ გრენვილ ვუდჰაუსი - დაიკიდე, ჯივზ!

Image
მოგეხსენებათ ლაქიების ჯიში - თითს თუ დაუთმობ, მერე მთელ ხელს…   უამრავი მაგალითი ვიცი, როცა ბატონი საკუთარივე მსახურის მონა გამხდარა საზოგადოდ, უპირობო ჭეშმარიტებაა, რომ ფათერაკები კაცმა ახალგაზრდობაშივე უნდა მოილიო. სერ, ადამიანებს უხარიათ კიდეც ნაბეჭდ ფურცლებზე საკუთარი გვარ-სახელის ამოკითხვა -არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დადებით კონტექსტში იქნებიან მოხსენიებულნი თუ - არც ისე…  ვასკვნი, რომ ხალხისთვის ეს ე. წ. „ცნობადობაა“ მთავარი, ხოლო რანაირი -ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, სერ. გავბედავ ვთქვა, ჰერ ნიცშე მეტისმეტად არაჯანმრთელი ლიტერატურაა თქვენისთანა მყიფე და მგრძნობიარე სულიერი წყობის პიროვნებისათვის, სერ. საოცარი ამბავია - რა სხვანაირად მოჩანს ყველაფერი დილით, კარგად გამოძინებულზე და რა სხვანაირად - წინა საღამოს, დათრგუნულ და ვნებათაღელვით გათანგულ გონებაზე! ყველა ლაქია ხომ ერთი პროფესიული სენითაა დავაავადებული - ერთი სული აქვთ, სწორედ ის ხელი მართონ, რომელიც მათ კვებავს… ჩვევად არა მაქვს ვინმეს მიღება დილის ფინჯან ჩაის მირთმევამდე - ყველა...

სციპიონ აფრიკელი მიმართავს ჯანყის მოთავეებსა და ამბოხებულებს

Image
ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან" მე ბანაკში გავიზარდე, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში პირველად არ ვიცი, როგორ დავიწყო ლაპარაკი ჯარისკაცების წინაშე. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოგმართოთ: „მოქალაქეები“ გიწოდოთ? მაგრამ თქვენ, თქვენს მშობლიურ ქალაქს უღალატეთ. „მეომრებო“- მეთქი გითხრათ? - მაგრამ თქვენ შებღალეთ ფიცის სიწმინდე. „მტრები“ დაგიძახოთ?  - მაგრამ მე რომაულ სახეებსა და რომაულ ტანსაცმელს ვხედავ... რისი იმედი გქონდათ, რა გინდოდათ? ის ხომ არა, რაც აჯანყებულ ესპანელებს სურდათ? მაგრამ ისინი ხომ მეფის გვარეულობის ბელადს გაჰყვნენ, თქვენ კი საკუთარ თავზე უმბრიელი ატრიუსი და კამპანელი ალბიუსი აბატონეთ. მე მეგონა, რომ ახლა, როცა კართაგენელები ესპანეთიდან გაძევებულნი არიან, მთელს პროვინციაში არ მოიძებნებოდა თუნდაც ერთი კაცი, ჩემი სიკვდილი რომ ნდომებოდა - ისე ვექცეოდი არა მარტო მოკავშირეებს, არამედ მტრებსაც კი! მაგრამ რა გამოვიდა? მტრები კი არა, მოკავშირეები კი არა, თვით რომის ბანაკში ელოდებიან მოუთმენლად ჩემი სიკვდილის ცნობას! რა თქმა უნდა, ყველა არა. მე ამას ...

ალპებისკენ მიმავალი ჰანიბალი ჯარს ამხნევებს

Image
ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან" ახლა, როცა გზის უმეტესი ნაწილი უკან მოვიტოვეთ, პირენეი გადავიარეთ, მძვინვარე ბარბაროსებს შორის გზა გავიკაფეთ, რამდენიმე ათასი გალის წინააღმდეგობა დავძლიეთ, მდინარე როდანუსი გადავლახეთ და წყლის დინების ძალა ნადირივით დავიურვეთ, ნუთუ ახლა, როცა ალპების წინაშე ვდგევართ, რომლის გადაღმა იტალიაა, ზედ მტრის კარიბჭესთან ღონემიხდილნი უნდა შევჩერდეთ?   და განა რას წარმოადგენს ეს ალპები? ერთი მაღლი მთებია და მეტი არაფერი! იქნებ ის გაშინებთ, რომ იგი პირენეიზე მაღალია? მერე რა, იყოს მაღალი.  არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი მწვერვალი, ცასაც რომ სწვდებოდეს, და ადამიანისთვის მიუდგომელი იყოს. ალპები! - იქ ხომ ადამიანები სახლობენ, მოჰყავთ პური, აძოვებენ ცხვარს! ვინ დაამტკიცებს, რომ მათი ზეკარები ჯარებისათვის ჩარაზულია? მაშ, როგორღა მოაღწიეს ჩვენამდე ამ ელჩებმა, თქვენ ხომ ხედავთ? ფრთები ხომ არ გამოისხეს! ანდა გგონიათ, მათი წინაპრები იტალიაში დაიბადნენ? არა, ისინი იტალიაში სწორედ ამ ალპებით გადავიდნენ. ჩადიოდნენ მშვიდად...

ჰანონის სიტყვით გამოსვლა კართაგენის სენატში

Image
ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან" ჰანონი სიტყვით გამოდის კართაგენის სენატში, ჰანიბალის ქალაქ საგუნტზე ალყა აქვს შემორტყმული  მე თქვენ გაფრთხილებდით, ჰამილკარის შვილი ჯარებს არ გააკაროთ-მეთქი. არც იმ იმ კაცის სულს, იქ, საიქიოში და არც მის ცოცხალ ნაშიერთ არ ძალუძთ მშვიდი ცხოვრება. ვიდრე იქნება ბარკას სახსენებელი და იარსებებს თუნდაც ერთი წვეთი მისი სისხლი, რომაელებთან მშვიდობიანობა არ გვიწერია მეთქი. მაგრამ თქვენ ყური არ დამიგდეთ, თვითონ გააღვივეთ ცეცხლი, თვითონვე გააჩაღეთ ის ხანძარი, ახლა რომ გიზგიზებს. თქვენმა მეომრებმა დაარღვიეს ხელშეკრულებმა, რომელიც მათ საგუნტთან მიახლოებას უკრძალავდა და ქალაქს ალყა შემოარტყეს. მაგრამ მალე რომის ლეგიონები ალყას შემოარტყამენ კართაგენს იმავე ღმერთების შემწეობით, რომლებმაც წარსულ ომში (I პუნიკური ომი) უშველეს მათ, შური ეძიათ შეურაცხყოფისა და ხელშეკრულების ფეხქვეშ გათელვისთვის! გაიხსენეთ ყოველივე, რაც გადაიტანეთ ხმელეთსა და ზღვაზე, იმ ომის ოცდასამი წლის განმავლობაში, მაშინ ხომ სარდალი ეს ლაწირაკი  (ჰანიბალი) კი ა...

ტიტუს ლივიუსი - ომი ჰანიბალთან

Image
როგორც ხდება ხოლმე, უმრავლესობამ უკეთესს აჯობა.  ერთხმად ალაპარაკდნენ (ჰანიბალზე), რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომელიც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებით, მეთაურისა და ხელქვეითის თვისებებით, ასე თანაბრად ყოფილოყო დაჯილდოებული; ამიტომ, ძნელი იყო იმის თქმა, ვისთვის უფრო ძვირფასი იყო ჰანიბალი - სარდლობისთვის თუ ჯარისთვის: ჰასდრუბალი, თუკი საჭირო იყო გაბედული და შეუპოვარი მოქმედება, დანარჩენებს ჰანიბალს ამჯობინებდა. მისნაირად არცერთ მეთაურს არ შეეძლო მეომრებში ნდობისა და მამაცობის შთანერგვა. ბევრს უნახავს, როგორ გაეხვეოდა ხოლმე ჰანიბალი ჯარისკაცურ მოსასხამში და შაგუშაგოებს შორის ზედ მიწაზე გაიშხლართებოდა. დიდ ღირსებებთან ერთად ჰანიბალს ასევე დიდი ნაკლოვანებაც ახასიათებდა: - არაადამიანური სიმკაცრე  და გაუგონარი მუხანათობა. მისთვის არ არსებობდა არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სიწმინდე, სრულიად არ ჰქონდა ღმერთების შიში, არაფრად უღირდა ფიცის გატეხა. ზოზინს ათასი შემთხვევითობა მოსდევს, ხოლო საბ...

ონორე დე ბალზაკი - მშვენიერია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც თავის აზროვნებაში მთელი სინამდვილის ასახვა შეუძლია

Image
ადამიანს ასუსტებს ორი ინსტიქტური მოქმედება, რითაც იშრიტება და შრება ჩვენი ცხოვრების წყარო. ორი ზმნა გამოხატავს სიკვდილის ამ ორი მიზეზის ყველა ფორმას: “მსურს“ და “შემიძლია“. სურვილი გვწვავს, შესაძლებლობა - გვსპობს. არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი... როდესაც სულიერი დედობა ფიზიკურ დედობას ეხამება, ვიღებთ შესანიშნავ და უფრო აუხსნელ, ვიდრე აუხსნად მოვლენას, რაც დედობრივი გრძნობის არსს შეადგენს. დიდ შეცდომას უშვებს ის, ვისაც არ ესმის, რომ ამ ოკეანის მსგავს ქვეყანაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ძლიერი დინებანი და თითქოს ათასობით ზვირთი აწყდება ერთმანეთს ადამიანთა ინტერესებისა და პატივმოყვარე მისწრაფებების სახით, არ შეიძლება საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიკეტო და სტიქიის შმაგ ძალას წინააღმდეგობა გაუწიო. ასეთი ადამიანი დასაღუპავადაა განწირული. სხვისი ინტერესები ანგარიშში უნდა ჩავაგდოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათზე ვიმოქმედოთ. დრო იმ ადამიანთა ერთადერთი კაპიტალია, რომელთა განძი მხოლოდ მათი ინტელიგენტურობაა. თუ ჩვენ ქედს ვიხრით იღბლიანი ბრიყვის წინაშე და გულგრილობა...

ორჰან ფამუქი - როცა ბოსფორი უკან დაიხევს (შავი წიგნი)

Image
ნაწყვეტი ორჰან ფამუქის რომანიდან - "შავი წიგნი" "არაფერია ცხოვრებაზე უფრო გასაოცარი, გარდა სიტყვისა", - იბნ ზერჰანი (1) თუ შეგიმჩნევიათ, რომ ბოსფორის წყლები უკან იხევს? არა მგონია. დღესდღეობით, როცა თამაშის მონაწილე ბავშვებივით სიამოვნებითა და აღფრთოვანებით ვხოცავთ ერთმანეთს, განა ვინმე რამეს კითხულობს, ან აინტერესებს, მსოფლიოში რა ხდება? საგაზეთო წერილებსაც კი ზედაპირულად ვეცნობით – სარეისო ნავმისადგომების ჭყლეტაში, გადაჭედილ ავტობუსებში ან სამარშრუტო ტაქსებში, ასოები თვალწინ რომ გვიხტის. მე ეს ამბავი ერთ ფრანგულ გეოლოგიურ ჟურნალში ამოვიკითხე.თურმე შავი ზღვის ტემპერატურა იმატებს, ხმელთაშუა ზღვისა კი იკლებს. ამის გამო ზღვის ფსკერი ფორმას იცვლის, წყალი ფსკერზე არსებულ უზარმაზარ ქვაბულებში ჩაედინება, ხოლო გიბრალტარის, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში წყლის დონე იმავე ტექტონური რყევების შედეგად დაბლა იწევს. ერთმა მეთევზემ (ისინი ბოსფორის პირას თითქმის აღარ შემორჩნენ) მიამბო, რომ, თუ წინათ ღუზისთვის მინარეთის სიგრძის ჯაჭვი სჭირდებოდა, ახლა ნავი მარტივად აჰყავ...

ზიგმუნდ ფროიდი - კულტურით უკმაყოფილება

Image
[…] მაშ, მოდით, დავსვათ შეკითხვა: რამ მისცა ბიძგი კულტურის განვითარებას, როგორ წარმოშვა ის და რა წარმართავს მას?  IV როგორც ჩანს, ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან რთული ამოცანაა, და ცოტა არ იყოს, საგონებელშიც კი შეიძლება ჩაგვაგდოს. აი ის მცირედი, რისი გარკვევაც მე შევძელი. ჯერ კიდევ უძველეს დროში, პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ის თავად იყო ქვეყნად თავისი ბედის გამგებელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და თავისი ყოფის გაუმჯობესება შრომით შეეძლო. ამიტომაც, მისთვის სულ ერთი ვერ იქნებოდა, მასთან ერთად იმუშავებდა სხვა ადამიანი, თუ მის წინააღმდეგ. ადამიანისთვის „სხვამ“ თანამშრომლის მნიშვნელობა შეიძინა და მასთან ერთად ცხოვრება მისთვის სარგებლის მომტანი გახდა. ოჯახური ცხოვრების ჩვეულება ჯერ კიდევ ანთროპოიდობის პერიოდში დამკვიდრდა და ალბათ სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ ადამიანის პირველი დამხმარეები. სავარაუდოა, რომ ოჯახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გენიტალური დაკმაყოფილების მოთხოვნილებასთან. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მოულოდნელი სტუმრიდან, რომელიც წასვლის მერე დიდი...

დიმიტრი უზნაძე - ომის ფილოსოფია

Image
ომის ფილოსოფია1 სიკვდილი როგორც ბოროტება მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წარმოიდგინეთ მსვენიერი ახალგაზრდა ასული. იგი ტბის გაყინულ ზედაპირზე მოხდენილად მოსრიალებს; მაგრამ მას მუდამ თან მისდევს მისი ჩრდილი, რომლისთვისაც მხატვარს სიკვდილის ჩონჩხის სახე მიუცია. მას თვისი უსულო, უხორცო ხელები წინ გაუშვერია. იგი ცდილობს ასულის მშვენიერი სხეული მკლავებში მიიმწყვდიოს და თავის ცივ გულზე მიიკრას. მას სურს მისი სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ ჩააქროს, მაგრამ თითქოს ასული გრძნობს თავისი უხილავი თანამგზავრის განზრახვას. იგი მისრიალებს ტბის ზედაპირზე და აი, უახლოვდება ისეთ ადგილს, რომელიც საკმაოდ გაყინული არ არის... სამარისია ერთი წუთი და ისიც გადაიჩეხება. სიკდილიდ აჩრდილი ათრთოლებულ ხელებს სწევს ქალწულისაკენ, მაგრამ ქალწული უეცრად განზე იხრება, თითქოს მას სიკვდილის ხელიდან გასხლდომა უნდოდეს. იგი იცვლის მიმართულებას და განაგრძობს თავის გზას. გადის დრო... იგი უცებ წონასწორობას ...