Posts

Showing posts from September, 2017

ბოტიჩელის - „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები თბილისში გამოიფინება

Image
ბოტიჩელის  ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო

Image
ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ორთაჭალჰესი თბილისელი გვამების ნავსაყუდელია - მტკვარში საკუთარი სურვილით ჩამხტარიც და გადაგდებულიც, ყველა აქ იყრის თავს, ჰესის გადაღმა კი სამგორის რაიონის პოლიციელებსაც ბლომად აქვთ საგანგებოდ ამ საქმისთვის დამზადებული გრძელი ჯოხები და „ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში“ - ვინ უფრო ყოჩაღია და ვინ პირველი და საით გადააცურებს გვამს. სამგორშიც და ისანშიც ყოჩარები და დაუზარლები მუშაობენ. უბრალოდ, ზამთრის ამ დილას ისანმა იმარჯვა და ახალი მკვლელობის, შესაძლოა თვითმკვლელობის, საქმე სამგორს დაეწერება... *** სადარბაზო სიგარეტის ნამწვებით არის სავსე. ჩვენი სადარბაზო შეყვარებულების ღამის თავშესაფარია. კარი არ ეკეტება, თუმცა მე სხვა დაუკეტავი სადარბაზოებიც მეგულება გარშემო, ოღონდ, ჩვენსას განსაკუთრებით ეტანებიან და, მგონი, სარკის ამბავი უნდა იყოს... შეუძლიათ, საფეხურებზე ისხდნენ და თან სარკეში იყურონ. სარკე მათი ალერსის მოწმეც არის და იმის დასტურიც, რომ მართლა ჰყავთ ერთმანეთი. ალბათ ეზომებიან, ეტოლებიან კიდეც ერთმანეთს. ვერტიკალურად ატრიალებული უზარმაზარი თვალ...

უოლტ უიტმენი - კოსმოსი

Image
იგი, ვინც შეიცავს ნაირსხვაობას და ვინც თავადაა ბუნება, ვის არსობაშიც ვლინდება დედამიწის ამპლიტუდა, მისი სიმქისე, სექსუალობა, მისი დიადი შემწყნარებლობა, წონასწორობა, იგი, ვისთვისაც მარად უცხოა არარაობის თვალთა ღიად შთენილი სარკლმები, ან ვისი ტვინიც წილნაყარია არარაობის  მაცნეებთან, ვინც შეითავსებს რწმენასა და ურწმუნოებას, ვინც თავადაა  მიჯნურთა შორის უდიდებულესი, ვისაც დაუთქვამს: სამებით სრული პროპორცია რეალიზმის, სპირიტუალიზმის, ესთეტიკის და ინტელექტის, იგი, ვინაც შეჰქმნა ტანი და განსაზღვრა ყველა ასონი და ორგანონი როგორც თანაბრად კეთილნი, იგი, ვინც მიწის ან საკუთარი სხეულებრივი რაობის თეორიით განჭვრეტს რთულ ანალოგიათა მეშვეობით სხვა თეორიებს ქალაქის, ლექსის, ან სხვადასხვა სახელმწიფოთა დიდ  პოლიტიკის თეორიებს, იგი, ვისაც სწამს არა მარტო ჩვენი სფერო, საკუთარი მზით და მთვარითურთ, არამედ სწამს სხვა სფეროებიც  საკუთარი მზეებით და მთვარეებითურთ, იგი, ვინც გეგმავს სახლს თავისთვის, და განა თუ ერთი  დღისთვის, მთელი...

ილია ჭავჭავაძის რვა-ცხრა დუელი...

Image
ილია ჭავჭავაძე მაგარი იყო, როგორც სალი კლდე, და დრეკა ვერ უყვესო, - იაკობ მანსვეტაშვილი ჯერ ილიას პორტრეტს შემოხაზავდა, როგორც მტკიცე ნებისყოფის პიროვნებისა, რათა ის ორი დუელი უფრო დამაჯერებლად წარმოესახა; და თვითონ მიზეზიც თვალნათლივ გადაეშალა მკითხველისათვის, თუ რა უბიძგებდა „კაცია-ადამიანის“ შემოქმედს დუელში ეძია პირადი შეურაცხყოფის ჩამორეცხვა.

თომას გოლცი - აფხაზეთის ომის უცნობი ფაქტები

Image
თომას გოლცმა თავიდან ბოლომდე გაიარა "ქართული ჯოჯოხეთის" ყველა რკალი 1992 წლიდან 2008 წლამდე – ომიდან ომამდე. პირდაპირ, შეულამაზებლად, მაღალპროფესიულად ასახა ნანახ-განცდილი. არის ამ წიგნში რაღაც ისეთი, რაც შეგძრავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. ესაა სიმართლე, შიშველი ფაქტები, რომლებსაც ყველგან ვერ წაიკითხავ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ასე – მიკერძოებისა და ფარისევლობის გარეშე. ძნელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია იმის აღქმა, რასაც ეს ფაქტები ამბობენ *** - საპირფარეშოში ხომ არ გნებავთ? - მკითხა მღვდელმა. მართალი გითხრათ, მინდოდა და უკან გავყევი ახლომდებარე ოთახისკენ. მან უეცრად კარი მიხურა და მომიტრიალდა. ღიმილი გამქრალიყო მისი გაფითრებული სახიდან, შიში უკრთოდა წყლიან თვალებში, მთელი დაძაბულობა გამოხატვოდა სახეზე. - გთხოვ, შეეცადე და უთხარი მსოფლიოს სიმართლე - ჩურჩულით მითხრა, შემდეგ მანტიის ჯიბიდან რამდენიმე ცალი ასრუბლიანი ამოიღო. - გთხოვ, მიიღო ეს როგორც საჩუქარი. სხვა არაფერი გამაჩნია, რომ მოგცე. - რისთვის? - ვკითხე და შევეცადე უარი მეთქვა ფულზე....

ხორხე ლუის ბორხესი - მთელი ჩემი ცხოვრება

Image
კიდევ ერთხელ კეთილმახსოვარი ბაგეები ისეთივე ერთადერთია, როგორც თქვენ. მე განვიცადე სიხარულის სიახლოვე და ტანჯვის ინტიმი. მე გადავცურე ზღვა. მე ვესტუმრე მრავალ ქვეყანას. მე შევხვდი ერთადერთ ქალს და სამ თუ ოთხიოდე მამაკაცს. მე მიყვარდა გოგო, ამაყი და სუფთა, ესპანურად მშვიდი. მე ვნახე უსასრულო გარეუბნები, რომლებშიც განსახიერდა დაისების დაუმცხრალი უკვდავება. მე დავაგემოვნე მრავალრიცხოვანი სიტყვა. მე დავრწმუნდი, რომ ამით ყველაფერი ამოწურულია, რომ მე ვერ გავაკეთებ და ვერ ვნახავ რაიმე ახალს. მე მჯერა, რომ ჩემი დღეების სიღარიბითა და სიმდიდრით ღმერთს და ყველა ადამიანს ვუთანაბრდები. ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები მთარგმნელი - ელგუჯა მარღია გამომცემლობა „პროფილი+“

უოლტ უიტმენი - გემების ქალაქი

Image
გემების ქალაქი!  (ო, შავი გემები, პირქუში გემები! ო, მშვენიერი ქიმწამახული გემები და ხომალდები იალქნიანი!). მსოფლიო ქალაქი! (ყველა რასები აქ აღრეულან, დედამიწის ყოველ კუთხეს შეაქვს წვლილი მის  ცხოვრებაში). ზღვათა ქალაქი! - აზვავებული, ქუშმომდგარი მოქცევის ქალაქი! ქალაქი, სადაც გაშმაგებული ზღვა გამუდმებით ასკდება ნაპირს და უკან იხევს წყალბრუნვით და ქაფის შხუილით! სავაჭროების, ნავსადგურების ქალაქი! - მარმარილოსა და  ფოლადის ცათამწვდენი ფასადების ქალაქი! ქალაქი ყიფი და ვნებიანი - შეუპოვარი, ცოფიანი, ექსტრავაგანტი! შენ აღმოცენდი, ო, ქალაქო - არა მხოლოდ მშვიდობისათვის,  ემსგავსე შენს ჭეშმარიტ სახეს, ომისმწყურველო! ო, ნუ შედრკები - მიჰბაძე მხოლოდ საკუთარ მოდელს და არა სხვისას! მომხედე მე - იყავ ხატება ჩემი, ვით მე ვარ შენი ხატება! იგი, ვინც შენ შეივრდომე, მეც შევივრდომე, ავი თუ კარგი, არ განმიკითხავს - მე მიყვარს ყველა და არაფერს არ ვსჯი აუგად, მივესალმები, ვუმღერ ყველას და ყოველივეს, რაც კი შენია - ყოველთვის, მშვიდობი...

ლევან ბერძენიშვილი - წმინდა წყვდიადი

Image
წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი, წმინდა სინათლის დიად ბადეში ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში. გალაკტიონი *** ძველი ბერძენი რეფორმატორისა და პოეტის, სოლონის ერთი ელეგიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება შვიდწლიანი პერიოდებისგან შედგება (პირველ შვიდ წელიწადში ბავშვი კბილებს მოიცვლის, მეორეში სიმწიფეს აღწევს, მესამეში წვერი ამოუვა, მეოთხეში აყვავდება, მეხუთეშიოჯახს ქმნის, მეექვსეში საქმეს სერიოზულად ეკიდება, მეშვიდესა და მერვეში სრულყოფილია, მეცხრეში დასუსტება იწყება, მეათეში კი უდროო აღარ იქნება მისი სიკვდილი).  საკმაოდ ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მეხუთე შვიდწლეულს – დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე ახალი ადამიანი გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, რამდენიმე სიტყვის შემდეგ აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. ახალგაცნობილ კაცთან ჩემი ...

სულხან-საბა ორბელიანი - მოგზაურობა ევროპაში

Image
...ი~ზ მარიამობისთვეს წმიდას პაპასთან წავედით. მის პატარა სამწირველოში ხუცესმა წირა ჟამი. პაპა მარჯვენას მხარეს მოფარებით იჯდა. მე ვერ ვხედავდი. ჩემის მეტი ეკლესიაში არავინ იდგა. მისი ძმისწული უფროსი კარზე ეჩოქა. დიაღ, კაი ვაჟკაცი იყო. ამის მეტად არ მენახა. წირვას უკან მოვიდა. მიალერსა, უკაცრავად ვიყაო, ვერ გიახელო. დიდხან დაჯდა ჩემთან. ქვეით მომიჯდა.  მერმე პაპამ დაგვიძახა. მივედით. კიბით ჩასავალი იყო. ხელი მომკიდა დიდხანს. მითხრა: გაირჯებიო, მაგრამ მიმზირეო. ეს საქმე წმიდა გრიგოლის დიოლოღის დაწესებული არისო. მასუკან სულ ყოვლის დღეს ასე უნდა იქნასო. საკრიპანტი კარდინალი მისდევდა, მერმე მისი ძმისწული კარდინალი, მერმე მე, მერმე მისი ძმისწული კარლო და მერმე მისი ძმა ალექსანდრე, მერმე დავით და მერმე პაპის მოსამსახურენი. ჩავედით ერთს მომცროს სახლში. პაპის წესია, ყოველ დღე თორმეტი გლახა იჯდა. იმ დღეს ცამეტი გლახა იჯდა. ვერ შევიტყევ როგორ მომხდარიყო. ტაბლა უცხო ყვავილებით შეემკოთ. თავს პაპა იდგა. არდაგი მოირტყა. იმისთან მე დამაყენა, მერმე საკრიპანტი კარდინალი. არდაგი ერტყა. მერმე პა...

ალეკო შუღლაძე - გადამალვა

Image
ადამიანის მდებარეობით სივრცეში და მისი სხეულის ამა თუ იმ პოზიციით, გაჭირვების ხარისხის ამოცნობა შეგვიძლია. *** გარდუვალი საშიშროების გრძნობა მაინც არ გტოვებს ადამიანს. *** ადამიანი ყოველთვის ეძებს მოტივს და დამნაშავეს. *** ადვილია დანაშაულის გაზიარება და ტრაბახი, როცა პასუხისმგებლობა სხვას ეკისრება. *** იმაზე კარგი არაფერი ყოფილა, დამნაშავეს ადამიანურად რომ მოეპყრობი და არაფერს აგრძნობინებ. *** რა საოცარი რამ ყოფილა პატიება დამცირების გარეშე, თუ დამნაშავეც მოგყვება და გაძლევს ამის საშუალებას. *** ადამიანი ვერ ძლებს მტრის ხატის გარეშე. *** დიდი დაპირისპირება მცირე დეტალებში ვლინდება. *** „წერეთლის გამზირზე“ ახალგაზრდები შემოლაგდნენ, გიტარითა და ხალხურის სიმღერით. უფრო ყვიროდნენ, ვიდრე მღეროდნენ. ნასვამებს არ ჰგავდნენ. არ მომინდა ამ სიტუაციაში ყოფნა და ვიფიქრე, გავალ, შემდეგ მატარებელს დაველოდები-მეთქი. ერთი არ მღეროდა და მაგარ ჯანზე იყო. შეხტა, ზემოთა სახელურს ჩამოეკიდა და აზიდვები იწყო. ფეხები მოხრილი ჰქონდა, იატაკს რომ არ შ...