ხორხე ლუის ბორხესი - ელეგია
(წიგნიდან „სხვა, ისევ იგივე“ - 1964 წ.) აი ისიც, ბედი ბორხესის: იცურო ამ სამყაროს სხვადასხვა ზღვაზე და ერთადერთ და მარტოსულ ზღვაზე სხვადასხვა სახელებით; იყო ედინბურგის, ციურიხის, ორივე კორდოვოს, კოლუმბიისა და ტეხასის ნაწილი; მრავალი თაობის მონაცვლეობის შემდეგ დაუბრუნდე უძველეს მიწას და საკუთარ ფესვებს, ანდალუზიაში, პორტუგალიაში, იმ საგრაფოებში, სადაც საქსები ებრძოდნენ დანიელებს და სადაც ერთმანეთს ერეოდა მათი სისხლი; იხეტიალო ლონდონის მეწამული და წყნარი ლაბირინთებით; დაბერდე უთვალავ სარკეებში, ამაოდ უცადო, როდის შემოგხედავენ მარმარილოს ქანდაკებები, შეისწავლო ლითოგრაფიები, ატლასები, ენციკლოპედიები, ნახო ის, რასაც ნახულობენ სხვა ადამიანები: სიკვდილი, გათენების მკაცრი ფერები, დაბლობი და ნაზი ვარსკვლავები; და არაფერი დაინახო ანდა თითქმის არაფერი, ერთი გოგოს სახის გარდა – ბუენოს – აირესიდან, სახისა, რომლისთვის სულერთია, ახსოვთ თუ არა. აი ისიც, ბედი ბორხესის: მგონი, შენსაზე საოცარი მართლაც არ არ...