Posts

Showing posts from November, 2018

ნიკო ფიროსმანის ნახატი 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა |

Image
ნიკო ფიროსმანი - „ქართველი ქალი ლეჩაქით“ ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონზე - 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ  ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშვრების ყველაზე მაღალი ფასია. შეგახსენებთ, რომ ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგი იყო. ნამუშევარი ცნობილი ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის კოლექციაში ინახებოდა. მწერალმა ნახატი 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობისას შეიძინა და ის 1934 წლამდე ზალცბურგში, მის სახლში ეკიდა. მწერლის გარდაცვალების შემდგომ, 1953 წელს, მისმა მეუღლემ ფიროსმანის ნამუშევარი ამერიკელ მთარგმნელს - ჰარი ზონს აჩუქა; ზონმა კი ნახატი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 1981 წლიდან მოყოლებული, შტეფან ცვაიგის ოთახში ეკიდა. „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონის რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატის რუსულ მხატვრობი...

ჯ.რ.რ. ტოლკინს რასიზმსა და ორკების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ |

Image
„დიდი წყვდიადის ქვეშ შობილი ორკები, ბოროტი არსებები მზის შუქს ვერ იტანენ, აი, სარუმანის ორკები კი, მიუხედავად უდიდესი სიძულვილისა, დღის სინათლეს მაინც უძლებენ. ნეტავ რა იჯადოქრა სარუმანმა? ადამიანები გადააგვარა თუ ორკები და ადამიანები შეაჯვარა?“ „ტროლები მხოლოდ დიდ წყვდიადში საუკუნო მეტოქის მიერ ენტებთან დასაპირისპირებლად შექმნილი არსებებია, ისევე, როგორც ორკები - ელფებთან.“ [ ჯ.რ.რ. ტოლკინი - „ბეჭდების მბრძანებელი - ორი ციხე-კოშკი“ ] სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი ენდი დუნკანი აცხადებს, რომ ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების - „ბეჭდების მბრძანებლის“ სერია რასისტულია, რადგან ნაწარმოებში ორკების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის არაერთ ფაქტს ვხვდებით.  დუნკანის განცხადებით, ტოლკინი ორკებს აღწერს როგორც „არასრულფასოვან, სხვა ბოროტ ქმნილებებზე უარეს არსებებს“. „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიაში ორკები მახინჯი, მკვლელობის წყურვილი აღსავსე არსებები არიან და ბნელ მბრძანებელს, საურონს ემორჩილებიან. „ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელში“ შეუძლებელია გამოგ...

ნიკო ფიროსმანაშვილი - „სარდაფების მოქალაქე“ |

Image
[გარდაცვალებიდან 20 წლის შესრულების გამო; ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა 1860 წელს სოფელ მირზაანში] ნიკო ფიროსმანაშვილი ახალი ქართული მხატვრობის უაღრესად თავისებურ სიმაღლეს წარმოადგენს: იგი განკერძოებით დგას თვისი ეპოქის გაბატონებულ შემოქმედებით პრინციპებისგან, საკუთარი მსოფლგაგებით, მხატვრული ხედვით და განცდით. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ამგვარ ხასიათს არ ედვა საფუძვლად მხატვრული მემკვიდრეობის კრიტიკული დაძლევა, მაღალი ოსტატობის გზით მიღწეული ნოვატორობა. პირიქით, მას საწინააღმდეგო „ბედის-წერა“ საზღვრავდა, სახელდობრ შემოქმედებითი ტალანტის სიძლიერე, მაგრამ თავისებურ სოციალურ ჩარჩოში მოქცეული განუვითარებელი დარჩა ბოლომდე. ნ. ფიროსმანაშვილისათვის, როგორც მდაბიო ხალხის წრიდან - გლეხის ოჯახიდან გამოსულისათვის, უკუღმართი ცხოვრების წყვდიადში გადაკეტილი აღმოჩნდა ყველა გზა საკუთარი შესაძლებლობის გაშლისათვის. ადრე დაობლებულმა ბავშვობა შინა-მოსამსახურის როლში გაატარა თბილისელი ვაჭრის ოჯახში. ამ პერიოდში შესწავლილი წერა-კითხვით, მხატვრობაში დამოუკიდებელი ვარჯიშობით ამოიწურა მთელი მისი განა...

დათო ქარდავა - მტკვარი და მისი ორი ნაპირი | დაბადება...

Image
ლეგენდა თბილისზე (მონადირე მეფით, ბაზიერებითა და ცხელ წყაროში დამდუღრული ხოხბითა და მიმინოთი) ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, რომ არა მტკვარი და ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობები, მეფის ბრძანების მიუხედავად, ვერ გაშენდებოდა ქალაქი, რომელიც, დემნა შენგელაიას თქმით, თავისი აზრითა და მნიშვნელობით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი.  მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის – მისი ყოფისა და კულტურის – ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი, რომლის ორივე ნაპირზე სიცოცხლე დუღდა, ჩქეფდა და თავად მტკვარივით აზვირთებული მიედინებოდა. თუმცა ეს მხოლოდ მანამ, სანამ კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკვანში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მის ტალღებამდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან...  ეს წიგნი მტკვრის ილუსტრირებული ბიოგრაფიაა, მისი კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში; და თან ერთგვარი მცდელობაა, ქალაქს დაუბრუნოს დაკარგული, მივიწყებული, ყველასგან მიტოვებული „დედამდინარე“, როგორც მიხ...

ლადო გუდიაშვილი - სატირული გრაფიკა 1940-1950 |

Image
ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ად­გილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში).  გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოც­ხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო. მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა. გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია.  გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს. *** „ბევრ რამეს, რაც მე შევქმენი, რაც გავაკეთე, რაც იყო და როგორც იყო, უპირველეს ყოვლისა, მე ვუმადლი ჩემს მეგობარს, - მეუღლეს - ნინო გუდიაშვილს... იგი მუდამ თავდადებით,...

ლედა და გედი - პომპეიში აღმოჩენილი ეროტიკული ფრესკა |

Image
ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი არქეოლოგებმა პომპეიში ეროტიკული რომაული ფრესკა აღმოაჩინეს. მასზე ლედა და გედია ასახული.  აღნიშნული ბერძნული მითის სიუჟეტი საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა ხელოვანებს. მითის მიხედვით, ზევსმა გედის ფორმა მიიღო და სპარტის დედოფალი, ლედა გააუპატიურა. კლასიკური მითოლოგიის თანახმად, გედად ქცეული ზევსის შემდეგ, ლედამ სქესობრივი აქტი მეუღლესთან - მეფე ტინდარესთანაც დაამყარა. შედეგად, ლედამ ორი კვერცხი დადო, რომლებიდანაც მშვენიერი ელენე, კლიტემნესტრა და ბუმბერაზი ტყუპი ძმები: კასტორი და პოლუქსი (პოლიდევკე) იშვნენ. ელენე, რომელიც მთელს საბერძნეთში ულამაზეს ქალად მიიჩნეოდა, სპარტის მეფეს - მენელაოსს გაჰყვა ცოლად; ტროის უფლისწულ პარიზის მიერ მისი მოტაცების გამო კი ტროის ომი დაიწყო. ბერძნულ მითოლოგიაში არანაკლებ გავლენიანი ფიგურაა კლიტემნესტრა, ვინც ტროის ომიდან დაბრუნებული მეუღლე, მიკენის მეფე, მენელაოსის ძმა - აგამემნონი საყვარელს მოაკვლევინა. ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი პომპეიში აღმოჩენილი ფრესკა, ს...

აკა მორჩილაძე - მამლუქი

Image
ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის, უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილი ბედისწერამ პატარა ქართულ ქალაქში მიიყვანა და სამუდამოდ დააკავშირა ერთ ჩვეულებრივ ქართველ ბიჭთან. ამ ორ პერსონაჟთან ერთად მკითხველის თვალწინ კიდევ ერთხელ გაიელვებს XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები. *** ჩემი ქალაქის ენა მეტიჩარა, ხალისიანი, ოდნავ გაწელილი, ცოტა გლეხური და ცოტათი თაღლითური ენაა. რახან ჩვენი ქალაქი ვაჭრობა-ბაზრობის ძველისძველი ადგილია, თაღლითობაც შორიახლოს ტრიალებს. თუ ამას ციხის სიახლოვეს დავუმატებთ, საკვირველი ბევრი არაფერი დარჩება: ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დასავლური ლაპარაკი ისედაც ორმაგ ან ეგებ სამმაგ ხლართებს და კვანძებს შეიცავს. *** ბიჭობაში არის ხოლმე დრო, როცა ვიღაც, უცხო უფროსისკენ მიგიწევს გული. ის უფრო რბილი და გამგები ჩანს, მან უფრო მეტი იცის, ვიდრე შენიანებმა. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია. *** იცით, როგორ ტირიან ქალები ჩვენს ქალაქში და იცით, როგორ უჩუყდებათ გული ბიჭებს, როცა მამა უკვდებათ? ქალები ჩვენს ქალაქში არ ტირიან, ისინი კი...

პრეისტორიული მხატვრობის სათავეებთან |

Image
ბიზონი - ძვ.წ. 16 000-14 000 წწ, ალტამირას გამოქვაბული, ესპანეთი  „მამას ნახატებზე მივუთითე, მაგრამ მან მხოლოდ გაიცინა. თუმცა, მალე ამ მოხატულობით უფრო და უფრო დაინტერესდა... ბოლოს ისე აღელდა, ლაპარაკიც კი უჭირდა“, - მარია დე სოტუოლა, ადგილობრივი მემამულის, მარსელინო დე სოტუოლას ქალიშვილი, ალტამირას გამოქვებულის ნახატების აღმოჩენისას, 1923 წ.  შოკისმომგვრელი აღმოჩენა 1994 წლის ოქტომბერში მღვიმეების სამი მკვლევარი საფრანგეთის არდეშის ველზე მდებარე მღვიმეებს ათვალიერებდა და უეცრად მოხატული დარბაზების მთელ სერიას გადააწყდა. არქეოლოგების განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რადიოაქტიური ნახშირბადით ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს მოხატულობა ბევრად ძველი იყო, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი ნიმუშები. ყველაზე ძველები ძვ.წ. 30 000 წლით დათარიღდა, ხოლო მეორადი სამოსახლო პერიოდისანი - დაახლოებით ძვ. წ. 25 000 წლით. მღვიმეს ერთ-ერთ სპელეოლოგს, ჟან-მარი შოვეს სახელი ეწოდა, ხოლო პარტნიორების, ელიტ ბრიუნელის და კრისტიან ჰილერის სახელებით ცალკეული დარბაზები მოი...