Posts

Showing posts from January, 2014

ანრი გიდელი - წინასიტყვაობა წიგნისა პიკასო

Image
ჩვენ წინაშე ლურდის (ქალაქი საფრანგეთში, ზემო პირენეის დეპარტამენტში) ხელოვნური გროტია(ზედაპირული გამოქვაბული), შანდლებით და ყვავილებიანი ვაზებით მორთული ხელოვნური საკურთხეველი. ზიარებაზე პირველად მოსული გოგონა ლოცვანს კითხულობს. საკურთხეველთან ეკლესიის მსახური მელანქოლიურად გადაანაცვლებს ვაზას, თითქოს რაღაცას ელოდება. დგას ხის, წებოს და ახალი საღებავის სუნი. ეტყობა, ყველა რეჟისორს და მის რაზმს ელოდება? შემთხვევით ბიიანკურის კინოსტუდიაში ხომ არ აღმოვჩნდით? სულაც არა... სინამდვილეში ბარსელონაში ვართ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის მხატვრის სახელოსნოში. მაშ, რა საჭიროა მთელი ეს დეკორაცია? უბრალოდ, ის ფონს ქმნის კატალონიის მონასტრების მიერ შეკვეთილი სამოძღვრებო სურათებისთვის. სხვათაშორის, ესაა კოსტიუმირებულ მოდელებთან პირველი შეხების სცენა, რომელიც ეს-ესაა დახატა თხუთმეტი წლის მოზარდმა. ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ: ამან იცის თავისი საქმე. ახალგაზრდა იმ პომპეზური სტილის საუკეთესო ნიმუშების დონემდე ასულა, ეპოქის რელიგიურ ხელოვნებას რომ ახასიათებს. მხატვარს ამბიც...

უილიამ ბლეიკის ილუსტრირებული - ღვთაებრივი კომედია

Image
1826 წელს, 65 წლის უილიამ ბლეიკმა ახალგაზრდა მხატვრის ჯონ ლინელის დახმარებით, დანტეს - „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციების შექმნის შეკვეთა მიიღო. რამდენიმე თვეში, ისე, რომ პროექტი დაუსრულებელი დარჩა - უილიამ ბლეიკი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბლეიკმა ილუსტრაციების 102, თითქმის დასრულებული ესკიზი შექმნა. ჯონ ლინელმა, რომელმაც ჩანახატებში £130 გადაიხადა, ბლეიკის ცოლს მხატვრის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა ასესხა (დაკრძალვის ცერემონიალი მათი ქორწინების 45 წლისთავზე შედგა). ბლეიკის მიერ „ღვთაებრივი კომედიისთვის“ შექმნილი ჩანახატები არასდროს გამოქვეყნებულა, თუმცა ნამუშევრები ლინელების ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა. 1913 წელს, ესკიზები ოჯახმა დროებით ტეიტის გალერეას გადასცა - უილიამ ბლეიკის გამოფენაზე გამოსატანად. ხუთი წლის შემდეგ, ლინელებმა ჩანახატები აუქციონზე გაყიდეს.

ნორა ბორხესის ნახატები 1901–1998

Image
ნორა (7წლის) და ხოსე (9) ლუის ბორხესები, ბუენოს აირესის ზოოპარკი, 1908წ. ხოსე ლუის ბორხესის დის - Leonor Fanny Borges Acevedo (1901–1998), ნორა ბორხესის (ფსევდონიმი) ნახატები. ნორა ბორხესს ილუსტრაციები დაახლოებით 8 წიგნისთვის, მათ შორის მისი ძმის გამოცემებისთვის აქვს შექმნილი. ამავე დროს,  ქმნიდა ილუსტრაციებს „ultraísmo“-ს - პირველ ესპანურ ავანგარდულ მოძრაობის ჟურნალებისთვის.

უმბერტო ეკო - რა თქმა უნდა, ხელნაწერი (ვარდის სახელი)

Image
1968 წლის 16 აგვისტოს ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელიც ვინმე აბატ ვალეს კალამს ეკუთვნოდა: „Le manu-script de Dom Adson de Melk, traduit en français d’après l’édition de Dom J. Mabillon“ (Aux Presses de l’Abbaye de la Source, Paris, 1842). გამოცემა, რომელსაც მწირი ისტორიული მითითებები ერთვოდა, ხივ საუკუნის ხელნაწერის ზედმიწევნით გამეორების მცდელობა იყო. თავის მხრივ, ეს ხელნაწერი მელქის მონასტერში უპოვია მეჩვიდმეტე საუკუნის ერთ სწავლულს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბენედიქტელთა ორდენის ისტორიის შესწავლაში. ამ ღირსშესანიშნავი აღმოჩენით გახალისებულს (მე უკვე მესამე ვიყავი, ვინც ეს ხელნაწერი აღმოაჩინა), პრაღაში ძვირფასი ქალის მოლოდინში მარტოობა არც კი მიგრძნია. სამი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს ბედკრული ქალაქი. მე გამიმართლა და ლინცს, ავსტრიის საზღვარს, მივაღწიე, ვენაში კი ჩემს მეგობარ ქალს შევხვდი და ერთად ავუყევით აღმა დუნაის. უდიდესი გზნებით, მოჯადოებული ვკითხულობდი მელქელი ადსოს შემზარავ ამბავს. გატაცებულმა, თითქმის სულმოუთქმელად ვთარგმნე მისი მონათხრობი „ჟოზეფ ჟიბერის...

ომერ სეიფედინი - პირველი ცოდვა

Image
მთელი სიცოცხლე სინანულსა და წუხილში გამიტარებია. ეს საშინელი სასჯელი თან მას შემდეგ მდევს, რაც შევიცან თავი ჩემი. ალბათ ოთხი წლისაც კი არ ვიქნებოდი, როდესაც პირველი ცოდვა ჩავიდინე და დღესაც კი, სამი ათეული წლის შემდეგ, მისი გახსენება ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებს. საოცარი ისიც არის, რომ არც ერთი მსგავსი ამბავი არ დამვიწყებია და ჩემი მეხსიერებაც თითქოს იმისთვის არსებობს, რომ დაუსრულებელი მწუხარება მომაყენოს. * * *  ჰო, ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი... როგორც მოგახსენეთ, იმაზე ადრინდელი ამბები არ მახსენდება. ცნობიერება უეცრად იჩენს თავს, უცებ მეხივით დაგვეცემა ხოლმე... ტოლსტოი იმასაც კი ამბობს, მშვენივრად მახსოვს, რვა-ცხრა თვის ბავშვი აბაზანაში როგორ ჩავძვერიო. სამყაროს პირველი შეცნობა ხომ დიდი ბედნიერებაა! პირველი ამბავი, რომელიც ჩემს გონებაში აღიბეჭდა, გემზე მოხდა. ახლაც ცხადად მიდგას თვალწინ, თითქოს ქვეყნად იმწამს გავჩენილიყავ. დედას გულში ვყავდი ჩახუტებული. ჩვენ გარშემო ქალები ირეოდნენ, ხმაურობდნენ. დედაჩემი ერთ ყვითელთმიან ახალგაზრდა ქალს ებაასებოდა, თან პაპიროსს ეწეოდნენ. დედამ ...

მიშელ უელბეკი - გადარჩენა

Image
„ლიტერატურა ერთადერთი სფეროა, სადაც შეგიძლიათ, გროშიც ვერ იშოვოთ და არავინ დაგცინოთ ამისათვის“, - ჟიულ რენარი მკვდარი პოეტი ვერაფერს წერს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ იცოცხლოთ. მარტივი დასკვნაა; თუმცა ამ პირობის შესრულება ზოგჯერ მაინც გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით, შემოქმედებითი სტერილურობის გაწელილ პერიოდებში. სიცოცხლის გაგრძელება, ასეთ შემთხვევებში, მტანჯველ უაზრობად მოგეჩვენებათ - სულერთია, მაინც ვეღარ წერთ. მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სინამდვილეში, არაფერი იცით. თუ საკუთარ თავს წესიერად შეამოწმებთ, ბოლოს იძულებული გახდებით, აღიაროთ, რომ ასეა. რამდენ უცნაურ ამბავს შევსწრებივართ. თუ აღარ წერთ, ეს ალბათ ფორმის შეცვლის წინაპირობაა; ან თემის შეცვლის; ან ორივესი. სავსებით შესაძლებელია, ეს შემოქმედებითი სიკვდილის წინაპირობა იყოს. თუმცა თქვენ არაფერი იცით. ბოლომდე ვერასდროს შეიცნობთ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომელიც წერისკენ გიბიძგებთ. მას მხოლოდ მიახლოებით თუ წარმოიდგენთ, თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმებით. ეგოიზმი თუ თავგანწირვა? სისასტიკე თუ თანაგრძნობა? შეიძლება ეს ყვე...

პოლ გოგენი - Oviri

Image
ოვირი - სიკვდილისა და გლოვის ტაიტური ქალღმერთი, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც - „ველური“. ღვთაება ხელებით ახრჩობს სისხლში მოსვრილ მგლის ლეკვს, მაშინ, როდესაც, მეორე მოკლული/დამორჩილებული მგელი მის ფერხთითაა გართხმული. მგლის ლეკვი, რომელსაც ქალღმერთი ახრჩობს - მისი ველური ძალის სიმბოლოა, უფრო აბსტრაქტულად კი -  ბუნების გულგრილობას გამოხატავს. 1894 წელს, ტაიტიზე გატარებული 3 წლის შემდეგ, ერნესტ შაპლეს სახელოსნოში პოლ გოგენი ქმნის კერამიკული სკულპტურას, სახელწოდებით - „Oviri”. გოგენის „ოვირს“ გრძელი რუხი თმა მუხლამდე სწვდება. ქალღმერთის თავი არაპროპორციულად დიდია, ისევე როგორც მისი თვალები, მაშინ როდესაც ღვთაებას მოზარდის მკერდი აქვს. პოლ გოგენი ქალღმერთს ახასიათებს, როგორც „საზარელსა და დიდებულს, სიამაყით მთვრალს, მძვინვარესა და მგლოვიარეს“. სკულპტურის გარდა, 1894 წელს გოგენმა ქალღმერთის რამდენიმე ხის გრავიურა და ავტოპორტრეტი სახელწოდებით - „ველური“ შექმნა. პოლ გოგენი - ოვირი, 1894წ. ბოსტონი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი პოლ გოგენი, ავტოპორტრეტი - „ველური“, ...

Van Gogh Alive

Image
ვინსენტ ვან გოგის მიერ 1880-1890 წლებში შექმნილი ნამუშევრების ინსტალაცია - Van gogh Alive

მიშელ უელბეკი - თავიდან ტანჯვა

Image
„სამყარო კივის. ბეტონი ძალადობის კვალს აღიბეჭდავს, როდესაც კედლის ნგრევისას ურტყამენ. ბეტონი კივის. ცხოველის კბილქვეშ ბალახი კვნესის. და ადამიანი? რას ვიტყვით ადამიანზე?“ სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია. მის სათავეშიც ტანჯვის ბირთვია. მთელი ყოფიერება გაფართოება და დაწნეხაა. ყველაფერი იტანჯება, სანამ არსებობას დაიწყებს. არარა ტკივილისგან თრთის, ვიდრე რამედ იქცევა საზიზღარ პაროქსიზმში. არსებები ვითარდებიან, იცვლებიან და რთულდებიან, მაგრამ პირველად ბუნებას მაინც ინარჩუნებენ. ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე კივილი გაისმის. აქედან იწყება პოეზია; აგრეთვე - დანაწევრებული მეტყველებაც. პირველი პოეტური მცდელობა საწყისთან, ანუ ტანჯვასთან დაბრუნებაა. ტანჯვის სახეები მნიშვნელოვანია, მაგრამ - არაარსებითი. ყველანაირი ტანჯვა კარგია, ყველანაირი ტანჯვა სასარგებლოა, ყველანაირი ტანჯვა სამყაროა. ანრი ერთი წლისაა, იატაკზე ჩასვრილი ზის და ღრიალებს. დედა ფილებზე ქუსლების კაკუნით აუვლის და ჩაუვლის, ლიფსა და ქვედაკაბას ეძებს. საღამოს შეხვედრაზე აგვიანდება. საკუთა...

მიშელ უელბეკი - დარტყმა ყველაზე მტკივნეულ ადგილას

Image
„ეცადე, ღირსეულად წარსდგე უფლის წინაშე, პირნათელ მუშად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“, - 2 ტიმოთეს მიმართ, 2, 15 არ ეძებოთ ცოდნა მხოლოდ ცოდნის გულისათვის. ყველაფერს, რაც უშუალოდ გრძნობიდან არ მომდინარეობს, პოეზიაში ჩალის ფასი აქვს. (რა თქმა უნდა, სიტყვა „გრძნობა“ ფართო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: ზოგიერთი გრძნობა არც სასიამოვნოა და არც უსიამოვნო. როგორც წესი, უცნაურობის შეგრძნებაა ასეთი). გრძნობა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აუქმებს. მხოლოდ მას შეუძლია საგნების არსში წვდომა. პოეზიის ამოცანა კი სწორედ ამ აღქმის გადმოცემაა. პოეზიისა და ფილოსოფიის მიზნების ასეთი თანხვედრა მათი ფარული თანამზრახველობის დასაბამია. ეს აუცილებლად ფილოსოფიური ლექსების თხზვას არ გულისხმობს. პოეზიამ საკუთარი, წმინდა ინტუიტური გზებით უნდა აღმოაჩინოს რეალობა - სამყაროს ინტელექტუალური რეკონსტრუქციის ფილტრში გაუვლელად. მით უფრო გაუმართლებელია პოეტური ფორმით გადმოცემული ფილოსოფია, რომელიც ხშირად მხოლოდ ბრიყვული ნაცოდვილარია და მეტი არაფერი. თუმცა სწორედ პოეტები არიან თანამედროვე ფილოსოფიის ყველაზ...

Charles Bukowski - Friendly advice to a lot of young men

Image
Charles Bukowski - Friendly advice to a lot of young men Go to Tibet Ride a camel. Read the bible. Dye your shoes blue. Grow a beard. Circle the world in a paper canoe. Subscribe to The Saturday Evening Post. Chew on the left side of your mouth only. Marry a woman with one leg and shave with a straight razor. And carve your name in her arm. Brush your teeth with gasoline. Sleep all day and climb trees at night. Be a monk and drink buckshot and beer. Hold your head under water and play the violin. Do a belly dance before pink candles. Kill your dog. Run for mayor. Live in a barrel. Break your head with a hatchet. Plant tulips in the rain. But don't write poetry.

თამაში ჭვავის ყანაში | The Catcher in the Rye | ილუსტრაციები

Image
Holden Caulfield ხალხს ჰგონია, რასაც იტყვის, ყველაფერი მართალია. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ... საერთოდ ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი - ჰოლდენი შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო - ჰოლდენი ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო - ჰოლდენი ღმერთო რა საშინელებაა, როცა სადმე მიდიხარ და – "გზა მშვიდობისაო!", მოგაძახებენ - ჰოლდენი Old Mr. Spencer Ackley  Stradlater, Holden's roommate at Pencey  Jane Gallagher Sunny, the prostitute Maurice, an elevator operator moonlighting as pimp, offers Holden in Manhattan for 'five bucks a throw, fifteen bucks till noon.' Mr. Antolini