Posts

Showing posts from April, 2014

ფრანჩესკო გვიჩარდინი სამღვდელოებაზე

Image
„მე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმეს, მეზიზღება მღვდელმთავართა პატივმოყვარეობა, ანგარება და გახრწნილება, არა მარტო იმიტომ, რომ თითოეული ამ ბიწთაგანი ზიზღის ღირსია, არამედ ამიტომაც, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ისინი ყველაზე ნაკლებ შეჰფერის იმ ხალხს, ღვთის რჩეულ მსახურებად რომ მოაქვთ თავი... ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არა ერთი და ორი პაპის გვერდით ყოველთვის აღმიძრავდა იმის სურვილს, რომ სიდიადის მწვერვალზე მეხილა ისინი, ვინაიდან ჩემი საკუთარი კეთილდღეობა მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული ამ სიდიადესთან. მაგრამ ეს უკანასკნელი რომ არა, ჩემი თავივით შევიყვარებდი მარტინ ლუთერს, იმიტომ კი არა, რომ თავი დამესხნა იმ მოვალეობებისაგან, რომლებსაც ქრისტიანული მოძღვრება გვაკისრებს..., არამედ იმიტომ, რომ არამზადების ეს ხროვა ოდესმე მაინც მეხილა ჩაკეტილი იმ საზღვრებში, სადაც ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ან ბიწზე აეღოთ ხელი, ან თავიანთ პრივილეგიებზე“. 1529 წ.

ფრანც კაფკა - კანონის წინ

Image
კანონის წინ დგას კარის მცველი. კარის ამ მცველთან მოდის ერთი კაცი სოფლიდან და სთხოვს კანონთან შეუშვას. მაგრამ კარის მცველი კაცს ეუბნება, რომ ამ დროისთვის მისი იქ შეშვება ვერ მოხერხდება. კაცი მოიფიქრებს და მცველს ჰკითხავს, შესაძლებელი თუ იქნებოდა მისი იქ მოგვიანებით დაშვება. „შესაძლებელია“ - მიუგებს კარის მცველი - „მხოლოდ ახლა არა“. კარიბჭესთან, კანონისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ყოველთვის ღიაა და როცა მცველი გვერდზე გაიწევა, კაცი წაიხრება რომ შიგნითკენ შეიხედოს. კარის მცველი შენიშნავს კაცის ამ ქმედებას, სიცილს იწყებს და მიმართავს - „შენ თუ ეს ასე გიზიდავს, სცადე და შედი შიგნით, მიუხედავად ჩემი აკრძალვისა, მაგრამ გაითვალისწინე - მე ძალაუფლებით ვარ სავსე. და მე ყველაზე უკან მდგომი კარის მცველი ვარ. დარბაზიდან დარბაზში დგანან სხვა კარის მცველები, ერთიმეორეზე უფრო ყოვლისშემძლეები. უკვე მესამე მცველს კი მეც ვერ ვუსწორებ თვალს.“ ასეთ სიძნელეებს თუ წააწყდებოდა, სოფლიდან მოსულ კაცს ნამდვილად არ ეგონა. კანონი ხომ ყოველთვის და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი - ფიქრობს ის; მაგრამ ახლა ...

რალფ სტედმანის მიერ ილუსტრირებული - ცხოველების ფერმა

Image
ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ. ელ-წიგნი: ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა  Portrait of George Orwell by Ralph Steadman

ფრანც კაფკა - იმპერატორული უწყება

Image
თარგმნა - დავით კირკიტაძემ იმპერატორმა - თქმულებაში ასეა ნათქვამი - შენ - ერთეულს, შენ - უბადრუკ ქვეშევრდომს, შენ - იმპერატორულ მზეს უშორესში განრიდებულ პაწაწკინტელა ჩრდილს - სწორედ, რომ შენ გამოგიგზავნა იმპერატორმა უწყება სასიკვდილო სარეცელიდან. მაცნე საწოლის წინ დააჩოქა და შენზედ საუწყებელი ყურში ძალიან ჩუმად ჩაუჩურჩულა.  ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ მოსმენილი მაცნეს ისევ ყურთანვე გაამეორებინა. თავის დაკვრით დაუმოწმა ნათქვამის სისწორე; და თავისი სიკვდილის მნახველ მაყურებელთა მთელი ერთობის თვალწინ - ყველა ხელის შემშლელი კედელი ჩამოშლილ იქნა და სულ ერთიანად აზანზარებულ კიბეებზე რკალად იმპერიის დიდებულნი განლაგდნენ -- მათ, ყველას თვალწინ დაითხოვა ხელმწიფემ მაცნე. მაცნე კი უმალ გაუდგა გზას; ღონიერი, დაუღალავი კაცი; ხან ერთი, ხანაც მეორე წინ გაშვერილი მკლავით მიიკვლევს გზას ზღვა ხალხში; წინააღმდეგობას როცა აწყდება, თავის მკერდზე გამოსახულ მზის ნიშანზე მიუთითებს; მასავით იოლად ვერავინ გაიკვლევს გზას; მაგრამ დიდია რიცხვი მოსახლეობისა; ბოლო არ უჩანს მათ საცხოვრისებ...

ფრანც კაფკა - მონადირე გრაკუსი

Image
თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა ორი ბიჭი სანაპიროს ჯებირზე კამათელს აგორებდა. კაცი ქანდაკების საფეხურზე ხმალამოღებული ძეგლის ჩრდილში გაზეთს კითხულობდა. გოგონა ჭასთან პატარა ჭურჭელს წყლით ავსებდა. ხილით მოვაჭრე თავის საქონელთან იწვა და ზღვას გასცქეროდა. დუქნის სიღრმეში კარისა და ფანჯრის ღრეჩოებიდან ღვინით მოქეიფე ორი კაცი მოჩანდა. მედუქნე კი წინ, მაგიდასთან იჯდა და თვლემდა. კარჭაპი (ბარჯა, ნავი) უხმაუროდ შემოცურდა პატარა ნავსადგურში, თითქოს წყლის ზედაპირზე ტივტივებსო. კაცი ცისფერ კიტელში ქვემოთ დაეშვა და რგოლებში თოკი გაუყარა. ვერცხლისფერღილებიან მუქ პიჯაკებში გამოწყობილ ორ კაცს ბოცმანის უკან საკაცე მოჰქონდა, რომელზეც ყვავილებიან, ფოჩებმოვლებულ აბრეშუმის გადასაფარებელზე, აშკარად, კაცი იწვა. სანაპიროზე ჩამოსულებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაშინაც კი, როცა საკაცე ჩამოდგეს, ბოცმანის ლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ თოკით იყო დაკავებული, მათთან არავინ მისულა და არც არაფერი უკითხავს, მათთვის დაკვირვებით არავისშეუხედავს. მესაჭე ცოტა ხანს შეყოვნდა ვინმე ქალის გამო, რომელსაც მკერდზე ბავშვ...

Infographic: ჩაკ პალანიკი - მებრძოლთა კლუბი

Image
დიდი რეზოლუციით სანახავად დააკლიკეთ აქ „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. „მებრძოლთა კლუბში“ გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. „მებრძოლთა კლუბი“ ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ.“

ფრანც კაფკა - ნიღაბახდილი თაღლითი

Image
როგორც იქნა, საღამოს ათი საათისთვის, მოულოდნელად გადაყრილ შემთხვევით ნაცნობთან ერთად, ორი საათის განმავლობაში მთელი ქუჩები რომ შემომატარა, მისმა და ზრილობის უნებლიე მძევალმა, მემამულის სახლამდე მივაღწიე, სადაც წვეულებაზე მელოდნენ. „ასე!“ ვთქვი და დამშვიდობების ნიშნად, ახლა გარდაუვალი რომ ჩანდა, ხელი ხელს შემოვკარი. რამდენიმე ნაკლებ მკაფიო მინიშნება ადრეც ვცადე. სრულიად გამოფიტული ვიყავი. „ადიხართ?“ იკითხა მან. მისი პირიდან მომესმა ხმაური - რაღაც კბილების კაწკაწის მსგავსი. „დიახ“. ბოლოს და ბოლოს, დაპატიჟებული ვიყავი, და ეს უკვე ვუთხარი. დაპატიჟებული იქ, მაღლა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიამოვნებით შევუერთდებოდი და არა სახლის შესასვლელთან დიდი ხნით დგომისთვის მიწვეული, თანამოსაუბრის ურებს მიღმა დიდი ხნით უაზროდ მზერისა და ერთობლივი დუმილისთვის განწირულნი. თანადგომას ამ დუმილს გვერდით მდგარი სახლებიც უცხადებდნენ, რომლებსაც მხარს ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე უბამდა, მაღლა, ვიდრე თვით ვარსკვლავებამდე. ახლა მკაფიოდ ისმოდა: უხილავ მოსეირნეთა ნაბიჯების ხმა, რომელთა სიშორე - სიახლოვ...

ფრანც კაფკა - პატარა ქალი

Image
თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა ის ერთი პატარა ქალია, ბუნებით საკმაოდ გამხდარი, და მაინც ძალზე გაკოჭილი, მუდამ ერთსა და იმავე კაბაში ვხედავ, ესაა მოყვითალო-მორუხო, გარკვეულწილად, ხისფერი ქსოვილი სადა არშიით და იმავე ფერის ღილებისმაგვარი საკინძეებით გაწყობილი; ის მუდამ უქუდოდაა, ღია ქერა თმა აქვს, სწორი, არც მთლად უწესრიგოდ, მაგრამ ძალზე თავისუფლად მიშვებული. მიუხედავად იმისა, რომ გაკოჭილია, მაინც მსუბუქად მოძრაობს, და ამ მოძრავ ბუნებაში ხშირად აჭარბებს კიდეც, სიამოვნებით იწყობს ხოლმე ხელებს თეძოებზე და სხეულის ზედა ნაწილს ერთი მოქნევით, მოულოდნელად გვერდით ხრის. შთაბეჭდილება, რასაც მისი ხელები ჩემზე ახდენს, ისაა, რომ ჯერ არ მინახავს ესოდენ გამოკვეთილი თითები; ამის მიუხედავად, მის ხელს არავითარი ანატომიური უცნაურობა არ გააჩნია, სავსებით ნორმალური ხელია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პატარა ქალი ჩემით ძალზე უკმაყოფილოა, ყოველთვის აქვს ჩემდამი რაღაც სასაყვედურო, და რაღაც უსამართლობა სულ ჩემგან ემართება, მას ყოველ ნაბიჯზე ვაბრაზებ (ვაღიზიანებ); სიცოცხლის უწვრილეს ნაწილებად დაყოფა რომ შეი...

რენე მაგრიტის ნაკლებად ცნობილი ქოვერები მუსიკალური ალბომებისთვის

Image
ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის მიერ ახალგაზრდობაში, 1920-იან წლებში შექმნილი მუსიკალური ალბომების გარეკნები. 1 Marche des Snobs, sheet music cover (1924) Arlita  Chanson Lumineuse, sheet music cover (c. 1925) Mes Rêves, sheet music cover. 1926  Le Tango des Aveux, sheet music cover (1926) Nuits D'Adie Fox - Trot. Sheet music cover (1925) Un Rien … (Nothing), sheet music cover (1925)

ფრენსის ბეკონი - სიკვდილის შესახებ

Image
ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის, ისევე, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის; და როგორც ეს ბუნებრივი შიში ძლიერდება ბავშვებში ზღაპრების გავლენით, ასევე ძლიერდება სიკვდილის შიში ზრდასრულ ადამიანებში.  რა თქმა უნდა, სიკვდილზე, როგორც ცოდვების საზღაურზე ფიქრი, და სხვა სამყაროში გადანაცვლების თემა წმინდა რელიგიური საკითხია, მაგრამ სიკვდილის შიში ბუნების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე სისუსტის გამოვლენაა. რელიგიურ საკითხებში, ჯერ კიდევ გვხვდება პატივმოყვარეობისა და ცრუმორწმუნეობის ნაზავი. ბერ-მონაზონთა მიერ სიკვდილის შესახებ დაწერილ  ზოგიერთ ნაშრომში წააწყდებით ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ ტკივილს განიცდის ადამიანი, რომელსაც თუნდაც თითის წვერს მოაჭრიან, ან ატკენენ და როგორი შეიძლება იყოს ტკივილი, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებისას განიცდის, როდესაც მთელი მისი სხეული იხრწნება და ირღვევა მთლიანობა. არადა, ამ დროს სიკვდილი გაცილებით ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე სხეულის რომელიმე კიდურის ტკივილი. „Pompa mortis magis terret quam mors ipsa“ („სიკვდილის ატრიბუტები სიკვდილზე მეტად აშინებ...

გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა

Image
ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, მეხიკოში გარდაიცვალა.  1967 წელს მწერლის რომანის - „მარტოობის ასი წელიწადი“ გაყიდვებმა 30 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა, 1982 წელს კი გაბრიელ გარსია მარკესს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა. წყარო - bbc.co.uk

ზელდა ფიცჯერალდის ნახატები

Image
From her cityscapes of New York City and Paris to her psychedelic Biblical allegories to her delicate paper dolls she made for her daughter Scottie, the art paints an intricate picture of her psychoemotional world and reflects her passion for fairy tales, her irreverent dance with the absurd, and her enormous sensitivity to beauty — a visual reflection of the blend of intense intelligence and unapologetic mischievousness that made Zelda so alluring.  Puppeufee (The Circus)  Brooklyn Bridge Times Square Central Park Washington Square Marriage at Cana

Infographic: ფრანც კაფკა - მეტამორფოზა

Image
დიდი რეზოლუციით სანახავად დააკლიკეთ აქ დილით მოსამსახურე მოვიდა. როცა ჩვეულებისამებრ, გრეგორის ოთახშიც შეიხედა, იქ უჩვეულო ვერაფერი შენიშნა. მისი აზრით, გრეგორი განგებ იწვა ასე გაუნძრევლად და თავს დაჩაგრულივით იკატუნებდა. „ნახეთ, ჩაძაღლდა! იქ წევს, საბოლოოდ ჩაძაღლებული!“ „ესეიგი, ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ“, - თქვა ბატონმა ზამზამ და პირჯვარი გადაისახა. ქალებმაც იგივე გააკეთეს. ელ-წიგნი: ფრანც კაფკა - მეტამორფოზა

პერსონაჟი შაქრო კარმელი დაგნი იუელის შესახებ (მელია ტულეფია:Fox Trot)

Image
შაქრო გულზე ხელის დადებით ღებულობს სიმპათიური ფრანგი არისტოკრატი ქალბატონის ხუმრობას, მაგრამ იმასაც გაიფიქრებს, რომ „ეს ქალი ამერიკულმა პრაგმატიზმმა ერთობ დაამიწა“, რომ ახლა მისი - შაქროს ამოცანაა „ამ ქალის დახსნა მდაბიური პრაგმატიზმის დემონებისაგან“... - ოცდახუთი წლის წინათ, ამ სასტუმროში (გრანდ-ოტელი), შესაძლოა, აი ამ ნომერშიც კი, სწორედ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით მერიონ, ერთი დიდებული ქალი მოკლა მასზე უზომოდ შეყვარებულმა, ჭკუიდან შეშლილმა მამაკაცმა... - საინტერესოა, რამდენადაა გავრცელებული ქართველ მამაკაცებში ქალებზე ძალადობა? – „მდაბიურად“ დაინტერესდა ფემინისტ-ჟურნალისტი. - ო, არც ქალი იყო ქართველი და არც მამაკაცი. ის ქალი ნორვეგიელი იყო, არისტოკრატული წარმომავლობისა, თქვენსავით... მისი ბიძა შვედეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მამა - შვედეთის მეფის პირადი ექიმი. თუმცა მისი შინაგანი არისტოკრატიზმი ხელოვნების სფეროში უფრო ფართოდ გამოვლინდა - იგი იყო ბერლინის არტისტული ბოჰემის დედოფალი, სკანდინავიური ლიტერატურის, მუსიკის და მხატვრობის უზენაესი ქალ-ღვთაება. მას ერქვა დაგნი იუელ ...

ზურაბ ქარუმიძე - მელია ტულეფია: Fox Trot

Image
„ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა სიტიტვლეში“, - დასძინა შაქრომ, თითქოს ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე „ესტეტს“ მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ... შაქრო კარმელი ბუნებით ხელოვანია, მეტიც - იგი პერსონაჟია, არამედ პერსონაჟი; ხოლო სულით იგი არისტოკრატია და სოციალისტი იმავდროულად, თვითმგვემი ნარცისისტი და ნეტარი მაზოხისტი, რასსისტი - კაცთმოყვარე, წარმართი მართლმადიდებელი და უკუღმართი მოწამე, დაღლილი დენდი და ლუმპენ-პროლეტარი, უპოვარი ფაშა-ეფენდი - ეფექტების მოყვარული: ჰაფიზის ვარდი პრიუდომის უკანალში! არწივი დაჭრილი და ფრთოსანი გველი, ლომი და რწყილი, ნიჭი და ყიყვი, რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული... შაქრო კარმელი კაცი კი არა, დეკადანსია - დეკადანსი დროთა ნაღრძობი კავშირის წყვეტისას, როცა ლანდები თავიანთ საგნებს კარგავენ! [...] თუმცა, არის ყველაფერ ამაში რაღაცა ზედაპირული: შაქრო კარმელი კაცი კი არა, სხვათა ყოფიერების კიდეზე გამოყვანილი ორნამენტია, ერთი რამ დეკორატიული პარაზიტი, ინდივიდუალური ბიო-სოციალური არშია. მისი ენერგია გარშემო მყოფთაგან...

არტურ შნიცლერი - წარმოდგენას დიდი მთავარი ესწრება

Image
ფლორიან ვენდელმაიერი ჩვეულ ადგილზე იჯდა ორკესტრში, ფლეიტა ტუჩებთან მიეტანა და თვალს არ აცილებდა დირიჟორს, რომელმაც ის-ის იყო ჯოხით ორჯერ დააკაკუნა პულტზე. დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა. უვერტიურა დაიწყო.  ფლორიან ვენდელმაიერმა ფლეიტას ჩაჰბერა – აგერ უკვე ჩვიდმეტი წელი ილეოდა, ყოველდღე ამას აკეთებდა. სანოტო ფურცელს აღარც კი უყურებდა; ალბათ უკვე მეასედ ასრულებდნენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს, რომელიც ზეპირადაც იცოდა. თავის პარტიას სრულიად მექანიკურად უკრავდა. კაცმა რომ თქვას, არც კი უსმენდა მუსიკას. ჩვიდმეტი წელი იჯდა ასე, ერთსა და იმავე სკამზე, ერთსა და იმავე პულტთან. მის გვერდით უკვე სამი კოლეგა გამოიცვალა. ერთი მოკვდა, დანარჩენმა ორმა კი სხვა თეატრებში იშოვა ადგილი. ამჟამად მეზობლობას უწევდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ორკესტრში მუშაობას კერძო მოწაფეებთან მეცადინეობას უთავსებდა. ფლორიანმა კი ვერ შეინარჩუნა თავისი მოწაფეები. უვერტიურის დროს სწორედ ეს ფიქრი აწუხებდა. მერე გაუელვა აზრმა, იქნებ ყოველკვირეულ გაზეთში გამოვაქვეყნო განცხადება და ამ გზით მაინც დავაინტერესო ვინმეო. ამასობაშ...

არტურ შნიცლერი - სხვა

Image
დაქვრივებულის დღიურიდან მარტო ვარ! – სულ მარტო... საწერ მაგიდას ვუზივარ; ნათურები ანთია... იმ ოთახის კარი, ერთ დროს მისი რომ ერქვა, ფართოდაა გაღებული და, როცა იქით ვიხედები, ჩემი მზერა ბნელ სივრცეში იძირება. ქუჩის გადაღმა მდგარი სახლებიდან ასხლეტილი შუქი ჩემი ფანჯრის მინებს დასთამაშებს... ო, რა უჩვეულოა ეს ყველაფერი, რა საზარელია... მოსაღამოვდებოდა თუ არა, ჩემს სამუშაო ოთახში ფარდებს ჩამოუშვებდა ხოლმე; არ უნდა მოგვკარებოდა ქუჩის ხმაური, არ უნდა შემოჭრილიყო მოპირდაპირე სახლების სინათლე... დრო გადიოდა. ჩემს ოთახში მოუსვენრად ვცემდი ბოლთას; მის ოთახშიც. მის ტახტზე დავეგდე და დიდხანს ვიწექი ასე, ფანჯრების წინ გადაშლილი უაზრო სამყაროსკენ მზირალი... მის საწერ მაგიდასთან შევჩერდი, ცოტა ხნით ხელში ავიღე კალმისტრები, ჯერ კიდევ რომ შერჩენოდათ მისი თითების სურნელი... ბუხართანაც ვიდექი, ჩამქრალ ბუხართან, მაშით ნაცარს ვურევდი... ის კი, ჩაფერფლილ ქაღალდს ან ნახშირის ნამტვრევს რომ შევეხებოდი, შრიალებდა, ჭრაჭუნებდა. ყოველ დილით ფეხით მივუყვები სასაფლაოს გზას... გვიანი შემოდგომაა, როცა მზე კ...