Posts

Showing posts from December, 2017

ახალი წელი ძველ თბილისში |

Image
XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ძველი თბილისი, თავისი განუყრელი პერსონაჟებით, სხვადასხვა რჯულისა თუ ეროვნების მოსახლეობით, ადათებითა და წეს-ჩვეულებებით, ღია ცის ქვეშ გაშლილ დიდ თეატრს მოგაგნებდათ.

კაძუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა

Image
თუ დაუკვირდებით: ის ნივთები, რომლებიც შეიძლება შენი პირადი საგანძური გახდეს, ურთიერთობებზეც უთუოდ იმოქმედებს. *** ადრე თუ გვიან, რაღაცას გაიგებ, აუცილებლად გაიგებ, რადგან როცა ასეთი მომენტი დგება, ხვდები, რომ შენი არსების ნაწილი ამას კიდეც ელოდა. *** ცხოვრების სტილის მოსალოდნელი შეცვლა ძველი მოგონებების გამოძახების ერთ-ერთი მიზეზი მაინც ხდება.

არჩილ სულაკაური - თბილისური ჩანახატები

Image
ამას წინათ ჩემს ხელნაწერებს ვათვალიერებდი და ასეთ რამეს წავაწყდი: „სერგო კლდიაშვილმა მითხრა: არჩილო, ახლა მე მხოლოდ სიზმრებით ვცხოვრობ, მესიზმრება ის ადამიანები, რომლებიც სოფელში ყრმობისას ვნახე და მერმე არასოდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მინახავს და არც გამხსენებია. 8 ოქტომბერი, 1980წ.“ ეტყობა, მომწონებია, რახან ბატონი სერგოს ეს ნათქვამი ჩამიწერია კიდეც. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვაღიარო, ამ ნათქვამში გაჟონილი სევდა ახლა უფრო მესმის, ვიდრე მაშინ, ცამეტიოდე წლის წინ. როგორც ჩანს, ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც მართლა სიზმრებით ცხოვრობ. ეს სიზმრები ძველი, განვლილი ყოფის ანარეკლია - შენი მეხსიერების ბნელ კუნჭულებში მიყუჩებული და მიძინებული, თითქოს სამუდამოდ დავიწყებული და დაკარგული. მერმე გაივლის დიდი დრო და მეხსიერების წყვდიადიდან ამოტივტივდებიან არა მარტო ადამიანები, გესიზმრება საგნებიცა და მოვლენებიც, რომლებისთვისაც თითქოს თვის დროზე ყურადღება არ მიგიქცევია. *** მტკვარში თუ ვინმე იხრჩობოდა, ვორონცოვის ხიდიდან საშინელი გაბმული სტვენა ატყდებოდა. *** მტკვ...

აკა მორჩილაძე - ძველი გულებისა და ხმლისა

Image
საპყრობილე ციხე სულაც არ იყო (1828წ.) არამედ მხოლოდ სამხედრო ყაზარმები. საქრთველოს დაპყრობის მეოთხედი საუკუნის თავზე რუსებს ჯერ კიდევ არ აეშენებინათ ციხე თფილისში: ალბათ საჭირო არ იყო და იმიტომ. მხოლოდ სადილეგე ორმოები იყო ძველი ციხესიმაგრის ეზოში და ეს კმაროდა. ახალგაზრდა ფავნელს, როგორც აზნაურს, საერთო დილეგში ვერ ჩააგდებდნენ, ვინაიდან ის კეთილშობილი სისხლისა იყო და ასეთებისთვის ყაზარმებში პატარა ოთახები გამოიყენებოდა ხოლმე. ამბავს ისეთი პირი არ უჩანდა, რომ ტუსაღს ძალიან მალე გაათავისუფლებდნენ. მეტიც, ნახევარზე თმასაც გადაპარსავდნენ და ცალ ულვაშსაც ჩამოკრეჭდნენ, როგორც რუსთა წესი იყო დამნაშავის მიმართ და დაბორკილს გაუშვებდნენ ციმბირში, ვინ იცის, რამდენი ხნით. თფილსში მაშინ ზღაპრები დადიოდა ციმბირზე: საშინელი ზღაპრები ყინულისა და მძიმე ხუნდების შესახებ. ანჩისხატის ეკლესიაში ერთი მღვდელი ქადაგებდა, ჯოჯოხეთი სწორედ ციმბირიაო. *** თფილისი იყო გაჯერებული რატომღაც თივის სურნელით.   ბადუნა ფავნელმა დაინახა, როგორ ბანდა დედა შვილს პირს წითელი ღვინით:  ერთ ხელში...

უოლტ უიტმენი - მანაჰატა

Image
მე ვეძებდი რაიმე სრულყოფილს, შესაფერის სახელს ჩემი  ქალაქისთვის და ამ დროს - დახე საოცრებას! - აზრად მომივიდა აბორიგენული  სახელი. ახლა კი ვხედავ, რას ნიშნავს სახელი, სიტყვა, - ჰაეროვანი,  ჯანსაღი, დაუთრგუნავი, მუსიკალური, თვითკმაყოფილი; მე ვხედავ, რომ ეს სიტყვა ჩემს ქალაქს ძველთაგან მოსდევს, მე ვხედავ ამ დიდებულ სიტყვას ჩაბუდებულს ზღვის ყურეებში, მდიდრულს, ფართოდ შემოღობილს გემებისა და იალქნების ხშირი  მესერით, სამოცი მილის სიგრძე კუნძულს, მყარს,  საფუძვლიანს, ჰა, ურიცხვი, ხალხმრავალი ქუჩები, ფოლადის მაღალი  ნაგებობანი, მძლავრი, კაფანდარა, ჰაეროვანი შენობები, ლაჟვარდ ცაში რომ აღმართულან. სწრაფი, წყალუხვი მოქცევები, ჩემი საყვარელი  მოქცევები, ჩამავალ მზისკენ რომ ისწრაფვიან. ზღვაზე - გაშლილი დინებები, პაწია კუნძულები, უფრო მოზრდილი მაერთი კუნძულები ბორცვებით, ვილებით,  აურაცხელი ანძები, თეთრი სანაპირო კატარღები, ლიხტერები, ბორნები, შავი, მყარად ნაგები საოკეანო გემები, ქალაქის ცენტრალური ქუჩ...

უოლტ უიტმენი - რა ვარ ნეტავი

Image
რა ვარ ნეტავი ბოლოს და ბოლოს, თუ არა ბავშვი, რომელიც ხარობს საკუთარი სახელის გაგონებით? - იმეორებს და  იმეორებს მას. ვდგავარ და ვუსმენ - არასოდეს ვიღლები ამით. თქვენთვისაც იგივეა თქვენი სახელი;  არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეგ სხვა არაფერია, თუ არა ორჯერ-სამჯერ წარმოთქმა ერთი და იგივე სიტყვისა? თარგმნა ზვიად გამსახურდიამ

ვლადიმერ ნაბოკოვი - სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება

Image
ზოგჯერ ბედი მას უფრო გაუღიმებს, ვინც იღბალს სანთლით არ დაეძებს. *** პირველი მოგონება არასდროს იცვლება. *** როგორ სუფთადაც უნდა იყვიროს კაცმა, ექო უფრო ხშირად ყეფით ბრუნდება. *** რა მოგახსენოთ, ჯენტლმენებო, ჩემი წარსულის შესახებ; იმ მხარეში დავიბადე, სადაც თავისუფლების იდეა, უფლებების ცნება, ადამიანისადმი კეთილი დამოკიდებულება გულცივ ზიზღს იმსახურებდა და სასტიკად იდევნებოდა. ისტორიის მსვლელობისას ესა თუ ის მბრძანებლები ზოგჯერ პირფერულად ღებავდნენ საერთო-სახელმწიფო ციხის კედლებს, მათ უფრო კეთილშობილი ჟანგმიწის ელფერს აძლევდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, ამა თუ იმ უფლებებს გიწყალობებთო, რომლებიც უფრო ბედნიერ ქვეყნებში თავისთავად იგულისხმებოდა; მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ამ უფლებებით ან მხოლოდ ციხის ზედამხედველები სარგებლობდნენ, ან მათში რაღაც ფარულ ცოდვას ჩაებუდებინა, რაც მათ ყველაზე დაუფარავი დესპოტიზმის პირობებში გამოცემულ დეკრეტებზე უფრო მწარეს ხდიდა... იმ მხარეში ყველა, ვინც ტირანი არ იყო, მონად მიიჩნეოდა. და ვინაიდან უარყოფდნენ, რომ ადამიანს სული და მისთანები ჰქ...

ანრი ტულუზ ლოტრეკი - არისტოკრატი მულენ რუჟიდან

Image
ტულუზ-ლოტრეკი განსაკუთრებით სცემდა პატივს დეგას და ეს მხატვარი შეიძლება მის ნიმუშად და მასწავლებლად ჩაითვალოს როგორც სიუჟეტის, ასევე ფორმის მხრივ, რომელიც ნახატზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე ფერზე.

იბრაჰიმ ალ-ქუნი - ქვიდან ნაჟური სისხლი

Image
ძრავის გუგუნის მოახლოება უდაბნოში მანქანის მოახლოებას როდი ნიშნავს! ხმები უდაბნოში მატყუარა და მოჩვენებითია. დილაუთენია და მოსაღამოვების ჟამს სიჩუმე აახლოებს უშორეს ძახილს და ყვირილად და ხმაურად აქცევს მას. *** მარტოსული ბედუინი ჯინთა გულითადი მეგობარია. *** გული მეგზურია ხალხის შეცნობაში იმისთვის, ვინც ხალხთან არ ურთიერთობს. გული ის ცეცხლია, რომელიც ბედუინს წუთისოფლის უდაბნოში სწორ გზას უნათებს, ისე როგორც გზააბნეული ადგება სწორ გზას იდის ვარსკვლავით (იდის ვარსკვლავი - პოლარისი, უდაბნოს მნათი უძრავი ვარსკვლავი, რომელიც გზამკვლევად ემსახურება ღამეულ მგზავრს.) უკაცრიელ უდაბნოში. ყველა სხვა მნათობი გადაადგილდება, მოძრაობს, ადგილს იცვლის და ჩადის, მხოლოდ ის რჩება უძრავად დილამდე. იდის ვარსკვლავი გულივითაა, არ მოგატყუებს. *** რაში ვარგია უდაბნოს ძე, თუ მან გული დაკარგა?!.. ვინც გულს დაკარგავს, ის დაიკარგება ხალხში, რადგან უდაბნოში მცხოვრებმა არ იცის ხალხის მზაკვრობანი! *** უდაბნო განძია! ჯილდოა მათთვის, ვისაც თავის გადარჩენა სურს ადამიანის დამონებისა და ხალხის ...

ელის უოკერი - იისფერი | აკრძალული წინგების თარო

Image
ძვირფასო ღმერთო, დღეს იმან მიმბეგვა. იმიტო, რო ბიჭს ეკლესიაში თვალი ჩაუპაჭუნეო, მითხრა. ალბათ თვალში უ ჩამივარდა რამე, თვარა ისე თვალი არავისთვის არ ჩამიპაჭუნებია. კაცებს საერთოთ არ ვუყურებ. ამას ნამდვილს ვამბობ. მე ქალებს ვუყურებ, იმიტო, რო ქალების არ მეშინია.  *** როცა გარბიხარ, ჭკუა-გონება გჭირდება. *** არ ვიცი რანაირად ვიბრძოლო. მარტო ის ვიცი, რანაირად ვიცხოვრო, რო ცოცხალი დავრჩე. *** სანამ ღმერთს ველაპარაკები, ვიღაცა მყავს გვერდით.  *** ღმერთს მახინჯები არ უყვარს, ამბოფს. არც ლამაზებს წყალობს, მაინცდამაინც. ვპასუხოფ. *** იშვიათი ქალი თუ იგუებს თავის სახლში ქმრის ბოზს. *** ცხოვრება არ მთავრდება, სახლიდან თუ წახვალ. *** ძაან ბევრია მოსაკლავ. თავიდანვე რაოდენობით ჩვენზე მეტი არიან. მარა ერთი-ორის გაგორება კი შეიძლება, ხან აგერ, ხან ეგერ წლების განმავლობაში. *** არავინ არ ხდება კარგად ვინმეს მოკვლის მერე. ყველა რაღაცნაირად ხდება. *** ჩვენი ხალხის უბედურება რაცაა ისაა, რო ასე გონიათ მონობა გაუქმდა და თეთ...