Posts

Showing posts from June, 2018

ისმაილ კადარე - გახლეჩილი აპრილი

Image
რომან „გახლეჩილი აპრილის“ (1978 წ.) მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს - გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად...  ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ჯილდოები: ჩინო დელ დუკას (1992), ბუკერის (2005), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.  *** ვინ იცის, საიდან მოდის მკვლელობის ბოლო მომენტში სიბრალულის გრძნობა? *** იქ, შარაგზის ძირას ნასროლმა ტყვიამ უეცრად გაუხლიჩა ცხოვრება ორ ნაწილად: ერთ მხარეს იქამდე გავლილი ოცდაექვსი წელიწადი იყო, მეორე მხარეს კი ის ოცდაათი დღე, რომელიც მის მიერ მკვლელობის ჩადენის დღეს - 17 მარტს...

პაოლო იაშვილი - „ოფელიას ორდენის კავალერს“ და სხვა ლექსები...

Image
ოფელიას ორდენის კავალერს შენ როცა გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში, თმებს გიხელს შენი ოფელია მწვანე თითებით. იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით. გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად, ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს, და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს. ქვეშევრდომ პეტს ენა მეტად დაგებორკება, ახლა საყურეს დაჰპირდები შენ, უხერხული. მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება და ემზადება, რომ გამართოს შენთვის ფერხული. სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა, ქალწულ სურვილებს შენ გაგიმხელს, შენ დაგენდობა, და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნოდა ეს დარბაზობა, აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა. და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს, რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი, შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს, რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად ერთი.  *** ავტოპორტრეტი ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული, ბუნებით შავი, ხელოვნურად გათე...

რუბენსი და მისი „ასი შვილი“ |

Image
ავტორი: გია ბუღაძე პეტერ პაულ რუბენსი, რომელიც არა მხოლოდ მხატვარი, არამედ დიპლომატიც იყო, ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ძალიან კარგად მიიღო, მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალთან და White Hall-ის მოხატვის შეკვეთაც მიიღო.  რუბენსის მისია ინგლისში ის იყო, რომ მას, ფლანდრიელ კაცს, უნდა დაერწმუნებინა მეფე ჩარლზ I, რომ არ დაეჭირა მხარი ჰოლანდიელებისთვის, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ესპანელებს. რუბენსი მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა თავისი დიპლომატიური მისიის შესრულება, ვინაიდან ამ გეგმას ძალიან ბევრი ქვეყანა და დიპლომატი ეწინააღმდეგებოდა. ერთადერთი, რაც ამ მოგზაურობიდან მხატვარმა მიიღო, იყო შეკვეთა ინგლისის მეფისგან. თუმცა იყო კიდევ ერთი რამ, რაც შეკვეთის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუბენსისთვის. მან ის კათოლიკე ბავშვები, რომლებსაც თავიანთი აღმსარებლობის გამო სწავლის უფლება არ ჰქონდათ ანგლიკანურ ინგლისში, იშვილა და გემით წამოიყვანა. რუბენსმა ასობით კათოლიკე ბავშვი იხსნა ანგლიკანური ქვეყნისგან და მისცა მათ მომავალი, რომელიც ინგლისში ვერ ექნებოდათ. წარმომიდგენია, რუ...

მიხაი ზიჩი - მე წავედი კავკასიაში...

Image
1881 წლის 14 ივლისს მიხაი ზიჩი წერს: „მე მივემგზავრები კავკასიაში. იმ მიზნით რომ გამოვცადო და ვიპოვო ახალი წარმატება, ახალ სამყაროში სიმშვიდესთან ერთად. აქ ევროპაში მე ყველაფერი საკმარისი მქონდა! მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგებ ჩემი დაბრუნების სავარაუდო დროს, როდესაც ჩავალ და ვიცხოვრებ იქ. გთხოვთ, ყველა წერილი გამოგზავნოთ ტიფლისში“. საქართველოს დედაქალაქი თბიალდ შეეგება ზიჩის. მას ხშირად პატიჟებდნენ წვეულებებზე და მიღებებზე. გარკვეულწილად ასეთი მიღება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზიჩიმ პარიზში ცხოვრების დროს ვიქტორ ჰიუგოს სახელოსნოში გაიცნო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალი იოანე მეუნარგია (1852-1919), რომელმაც ფრანგულად თარგმნა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მოგვიანებით სწორედ მეუნარგიამ შთააგონა უნგრელი ფერმწერი ქართულ პოემაზე. ზიჩის და მეუნარგიას მეგობრობა უფრო გაძლიერდა მხატვრის ტფილისში ცხოვრების პერიოდში. სწორედ ამ პერიოდში, ქართული ბურჟუაზიული და ინტელექტუალი საზოგადოება იწყებდა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, მეფის რუსეთის წინააღმდეგ. თვითმმართველობის სულისკვეთებით მათ გადაწყ...

სანამ ფოთში ნავსადგური იხმაურებდა | აკა მორჩილაძე

Image
ფოთი იყო ადგილი, სადაც სულ მალე ისტორია იბობოქრებდა და დიდი ნავსადგური იხმაურებდა. ეს იყო ადგილი, სადაც მივიდოდა პირველი რკინიგზა თფილისიდან: გაჭრიდნენ იმ შუა წამომართულ მთას, გაიყვანდნენ გვირაბს და ამ გვირაბში მიმქროლავი მატარებლის ამბავი, უეცრად ჩამოწოლილი ქშენია და ჩქარი სიბნელის ამბავი, დარჩებოდა ქართულ რომანებსა და ლექსებში. მაგრამ იქამდე დიდი დრო უნდა გასულიყო, მგონი ორმოცდაათი წელიწადი, ან უფრო მეტი. წინ დათვლა ჭირს და უკან ვინღა დაითვლის. იმ დროს კი, 1827 წლის გაზაფხულზე, ეს ადგილი იყო დუქნების რიგი, აღმოჩენილი ზღვასა და უცნაურ, თითქოს უძირო, მაგრამ ზღვაზე განუზომლად პატარა ტბას შორის. ფიცრული დუქნების რიგს, სიცხეში მოხდილი და გვერდით მოდებული ქუდივით ჰქონდა სოფელი, თუმცა იქაურებს ვერ გადაეწყვიტათ, ზღვაში ეთევზავათ თუ ტბაში. მათგან ამ ორთა შედარება მოულოდნელიც კი იყო ხოლმე, გრძნობდნენ, რომ ტბას ჰქონდა ნაპირი და კიდე და ცხენდაცხენ შემოივლიდი, თუმცა ნაპირები უმეტესად უგზო იყო. უცნაურობა კი ის გახლდათ, რომ ტბა ზღვას ჰგავდა, თითქოს მისი შვილი იყო, ოღონდ რაღაც ძალით მისგან...

ტფილისში მოხეტიალეს მოგონება |

Image
ნაწყვეტი კოლაუ ნადირაძის ნაწარმოებიდან - „თბილსის კონტრაბანდისტები“ მე მაინც და მაინც არ მიყვარს თბილისის ის ნაწილი, რომელსაც ევროპიული ჰქვია. ის არ გამოსახავს ქალაქის ინდივიდუალობას. ეტნოგრაფიული კოლორიტი, რომელიც ყოველ ქალაქს თავის განსაკუთრებულ სახეს აძლევს, მას აკლია. რუსთაველის პროსპექტი ბევრით არაფრით განირჩევა მაგალითად ნევის პროსპექტიდან, ან სხვა რომელიმე ევროპიულ საშუალო ქალაქის ქუჩიდან, მას არ აკრავს ნაციონალური ელფერი და უცხოელისათვის ის ალბათ საინტერესო სანახაობას არ წარმოადგენს. მაგრამ, ყოველი ბანალური მოვლენა საზოგადოების უმრავლესობას აკმაყოფილებს... რუსთაველის პროსპექტი - თბილისის ღერბია, მისი სიმშვენე, მისი კულტურის და თანამედროვეობის მაჩვენებელი. გარდა ამისა ის - თბილისელ საზოგადოების სანავარდოა: აქ კეთდება ყოველივე საქმე; აქ იწყება კარიერა; აქ ნაღდდება ფულზე ყოველგვარი ნიჭი; აქ წყდება საქართველოს და მსოფლიოს პრობლემები სადილის ჭამის და პაპიროსის წევის დროს... და ბოლოს, აქ იხვეჭენ სახელს, კეთილშობილურ საშუალებას, რომელიც მათ აძლევს უფლებას დაიკავონ კარგი ბინ...

სამურაის მორალური კოდექსი | ბუშიდოს სული

Image
ბუშიდო (სიტყვ. „მეომრის გზა“) წარმოადგენს მოძღვრებას რაინდულ ქცევაზე. ბუშიდო, ერთი მხრივ, სამურაების მორალური კოდექსია, მეორე მხრივ კი იაპონელი ერის საწყისი სული - დროთა განმავლობაში ტრადიციად ქცეული. ბუშიდოს, როგორც სამურაების კოდექსის სისტემატიზაცია სახელმძღვანელოდ, წესების კრებულად ან კანონთა კოდექსად არასოდეს მოუხდენიათ. და მაინც, ბუშიდოს გავლენა იაპონელის ცხოვრებაზე ამით არ შემცირებულა. იგი იაპონელთა გულებში მყარად დაფუძნდა. ბუშიდოს ძირითადი დებულებები ბევრად უფრო ადრე მოქმედებდა ხალხში, ვიდრე იგი სამურაების კოდექსი გახდებოდა. ბუშიდოს მთავარი იდეების ასახვას ვპოულობთ წიგნში „ჰაგაკურე“, რომლის სახელწოდება სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფოთლებქვეშ დამალულს“. „ფოთლებქვეშ დამალული“ გაგებული იყო, როგორც ხილვა, რომელიც ხელეწიფებოდათ მხოლოდ მათ, ვისაც შეეძლო მოძღვრების საიდუმლო აზრს ჩასწვდომოდა. ასე დაარქვეს მეომართა წიგნს. ამბობენ, რომ ეს დასახელება აღებულია ბონზა-განდეგილ საიგიოს ლექსიდან: „ყვავილის დანახვაზე, ფოთოლქვეშ რომ მიმალულა, ვგრძნობ - თითქოს ჩემს ფარულ სიყვარულს ვუმზერ...

1984 და ცხოველების ფერმა | ჯორჯ ორუელი

Image
ტოტალიტარული რეჟიმისა და ტირანიის ამსახველი ლიტერატურული სამყარო, სადაც არ არსებობს ინდივიდი, თავისუფლება, სიყვარული, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება და უმეცრება - ძალა; სადაც ცხოველები ადამიანდებიან და ადამიანები ცხოველდებიან. ჯორჯ ორუელის წიგნი გაფრთხილება და სამყარო, სადაც ადამიანები კარგავენ ადამიანურ თვისებებს და უსულო არსებებად იქცევიან. „1984“  • დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმისათვის, რომ დიქტატურა დამყარდეს. • არსებობს მმართველი ჯგუფის შეცვლის ოთხი გზა: ის ან გარედან მარცხდება, ან ისე არაეფექტურად მართავს, რომ მასები ჯანყდებიან, ან დაუშვებს იმას, რომ შეცვლილ იქნას ძლიერი და უკმაყოფილო საშუალო ჯგუფით, ან თვითონვე კარგავს თვითრწმენას და მართვის შინაგან ნებას. • ძველ დესპოტიზმთა ბრძანება იყო - „შენ აღარ იარსებებ“, ტოტალიტარებისა - „შენ იქნები“, ხოლო პარტიის ბრძანება არის - „შენ ხარ“. • ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა. მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია - ომის ს...

მოგონებები ტფილისზე | კნუტ ჰამსუნი

Image
ნობელიანტმა ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა რუსეთსა და კავკასიაში მეუღლესთან - ბერგლოტ ბეხთან ერთად იმოგზაურა. წყვილი 1898 წელს დაქორწინდა. მათი მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში 1899 წლის რვა სექტემბერს დაიწყო და სულ სამი კვირა გასტანა - 30 სექტემბერს ჰამსუნი უკვე სტამბოლში იყო. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები - „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა „დედოფალი თამარი“. ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. *** შორიდან გამოჩნდა ტიფლისი - თითქოს წერტილებია მიმოფანტულიო, რაღაც თავისებური სამყაროა. თავზე ბურუსი ადგას. აი ისიც - ტიფლისი, ქალაქი, რომლის შესახებ წერდნენ რუსი პოეტები, ქალაქი, რომელიც ბევრ რუსულ რომანშია ნახსენები. უცებ ჭაბუკად ვიგრძენი თავი, განცვიფრებული აქეთ-იქით ვიყურები და საკუთარი გულისცემა მესმის. რაღაც ამის მსგავსი განვიცადე, როცა გეორგ ბრანდესის ლექციის მოსასმენად პირველად შევდიოდი აუდიტორიაში. [...] უნაყოფო, ქვიშიან დაბლობზე მივდივართ, გზაზე მტვრის ბუღი უძრავად დგას. მორბის ფოსტის ეტლი. შეიარაღებული კურიერი ზურნას უბერავს და საამო ჰანგს ...

ელენე დარიანი - „პირამიდები“, „მე და კატა“ და სხვა ლექსები...

Image
პირამიდები იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული თვალებ დანაბული. საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში, მზიურებს – მაშინ არაფერი მოგვაგონდება… პირამიდებში ატირდება ლოდინით - რაში, ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით, მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს. გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს. *** მე და კატა ხშირია სიჩუმე ოთხის სტუმარი, წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება, ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი... ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება. მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი! ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები. მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი, და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები. ...