დათო ქარდავა - მტაცებლები ურბანულ გარემოში |
„მტაცებლები ურბანულ გარემოში“ დათო ქარდავას მორიგი წიგნია. ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ამ წიგნს – ესეებისა და სტატიების კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს. *** მკვიდრად ნაგებმა მეტეხის ხიდმა კარგად გაუძლო მტკვრისა და დროის დინებას და დღესაც ისეთივე დგას, როგორიც შორეულ 1951 წლის 1 მაისს, როცა საიზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მაგრამ ძველი ალბომის მთელი ხიბლიც ის არის, რომ ძველ ფოტოზე გამოსახული ნაგებობა, რაღაც იდუმალებით, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა მეტეხის ეკლესიასთან მტკვრის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. გახსნისას მეტეხის ხიდს ოთხი 11-მეტრიანი ლამპიონი (მაღალი პირამიდის ფორმის სვეტი) ამშვენებდა. მეტიც, ეს ლამპიონები თ...