Posts

Showing posts from July, 2014

ჯონ ფაულზი - კოლექციონერი

Image
... რომ ვუახლოვდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პეპლის იშვიათ ეგზემპლარს ვიჭერდი, ფრთხილად, ფრთხილად ვუახლოვდებოდი. ხან ვფიქრობდი, ახლა ხომ მდიდარი ვარ და ცოლად რატომ არ უნდა გამომყვეს მეთქი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სასაცილო იყო. ადამიანები სიყვარულით ქორწინდებიან. როცა ფული არა გვაქვს, ყოველთვის გვგონია, რომ მქონდეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. რაღაც აუცილებელზე მეტის ფლობის სურვილი არასოდეს მქონია, მაგრამ სასტუმროში ადვილად შეამჩნევდი, რომ მთელი პატივისცემა ჩვენ მიმართ მოჩვენებითი იყო, სინამდვილეში კი მათ ვეზიზღებოდით, რადგან ამდენი ფული გვქონდა და არ ვიცოდით, როგორ გამოგვეყენებინა. რაც უნდა ფული მეფრიალებინა, მათთვის მაინც კლერკი ვიყავი. რაც არ უნდა გვეთქვა, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენს თავს გავთქვამდით. ნათლად ჩანდა, რას ფიქრობდნენ: ჩვენ ვერ გაგვაბრიყვებთ, კარგად ვიცით, ვინც ხართ. ჯობია საიდანაც მოსულხართ, იქ წახვიდეთ. უცებ ვიგრძენი, რომ ქალი მომინდა, ანუ იმის თქმა მინდა, გამიჩნდა სურვილი მცოდნოდა, რომ მე ქალთან ნამყოფი ვარ. იმ უხეშ ტიპებს არ მივეკუთვნები, მუჯ...

პასკუალე დუარტეს ხელნაწერის თანმხლები წერილი

Image
სენიორ დონ ხოაკინ ბარერა ლოპესს. მერიდა ღრმად პატივცემულო სენიორ, მაპატიეთ, რომ ისედაც საკმაოდ ვრცელ წერილთან ერთად ჩემს მოთხრობასაც გიგზავნით, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ხესუს გონსალეს დე ლა რივას მეგობართაგან (ღმერთი ისევე შეუნდობს მას, როგორც თვითონ შემინდო მე, რაშიც ეჭვი არ მეპარება) თქვენ ერთადერთი ხართ, ვისი მისამართიც დამამახსოვრდა.  გადავწყვიტე თავიდან მომეშორებინა ეს ნაწერი და თქვენთვის გამომეგზავნა. თორემ მარტო იმის გაფიქრებაზე, ყოველივე ეს მე დავწერე-მეთქი, ჭირის ოფლი მასხამს. გარდა ამისა, ვაითუ სასოწარკვეთილების წუთებში, ასეთი კი, ღვთის ნებით, ახლა მრავლადაა ჩემს ცხოვრებაში, ავიღო და გადავაგდო, მაშინ ხომ ვეღარავინ შეძლებს კარგად დაიმახსოვროს და ჩაიბეჭდოს თავში ის, რაც მე ძალიან გვიან გავიგე. შევეცდები აგიხსნათ, რა მოხდა. ვინაიდან ჩემთვის საიდუმლო არ გახლავთ, რომ სიკვდილის შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, ცუდად მომიხსენიებენ და მინდა, რამდენადაც შესაძლებელია, სინდისი დავიმშვიდო საჯარო აღსარებით, ეს კი მონანიების საკმაოდ მძიმე სახეობაა, გადავწყვიტე მომეთხრო ჩემი ცხ...

კამილო ხოსე სელა - პასკუალე დუარტეს ხელნაწერის ამბავი

Image
ამ გამოცემას ვუძღვნი ჩემს მტრებს - გადამწერის შენიშვნა ჩემი აზრით, სწორედ რომ შესაფერისი დროა პასკუალე დუარტეს მოგონებები გამოვცე. უფრო ადრე ეს ნამდვილად ზედმეტ აჩქარებად ჩამეთვლებოდა, არ მინდოდა დამეჩქარებინა საბეჭდად მისი მომზადება, რადგან ყოველი საქმე, ხელნაწერში ორთოგრაფიული შეცდომების გასწორებაც კი, დროს მოითხოვს; ეგეც არ იყოს, აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია, მაგრამ დაგვიანებით გამოცემაც ჩემგან ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნებოდა: რაკი შრომა დამთავრებულია, უნდა გამოქვეყნდეს კიდეც. 1939 წლის შუახანებში ალმენდრალეხოს ერთ-ერთ აფთიაქში, ღმერთმა უწყის, ვისი უჩინარი ხელით დატოვებული ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერები ვიპოვე. მას შემდეგ, დროს მოვიხელთებდი თუ არა, გამუდმებით ვარჩევდი და ვაწესრიგებდი ამ ჩანაწერებს, რადგან ნაწილობრივ ცუდი ნაწერის გამო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაპოვნი ფურცლების ნაგლეჯები დანომრილი არ იყო და არც თუ იდეალური თანმიმდევრობით ეწყო, ხელნაწერები ძლივს იკითხებოდა. დასაწყისშივე მინდა გასაგებად განვაცხადო: იმ ნაწარმოების შექმნაში, ახლა ცნობისმოყვარე მკითხველს რომ...

კამილო ხოსე სელა - პასკუალე დუარტეს ოჯახი

Image
ბოროტი კაცი არ გახლავართ, თუმცა მიზეზი კი მქონდა გავბოროტებულიყავი. ყველა მოკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით, მაგრამ სანამ გავიზრდებოდეთ, ბედისწერა თავისდა გასართობად ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის, თითქოს ცვილისა ვიყოთ და მერე სხვადასხვა გზით გვაგზავნის ერთი დასასრულისაკენ - სიკვდილისაკენ: ზოგს უბრძანებს, ია-ვარდით მოფენილ გზაზე იარეო, ზოგსაც ეკალბარდებში უკრავს თავს - გზა შენით გაიკაფეო. პირველნი უზრუნველად იყურებიან და ჩვილი ბავშვებივით შეჰღიმიან თავიანთ ბედნიერებას, მეორენი კი ტრიალ მინდორში მცხუნვარე მზეზე იტანჯებიან და ოდნავ ხელის მიკარებაზეც კი კურდღელივით ფრთხებიან. განა ერთი და იგივეა, სხეულს სუნამოთი და ფერუმარილით დაიზელ თუ მოუშორებელი სვირინგებით აიჭრელებ! სამრეკლოს კოშკიც საათის კოშკის სიმაღლისა იყო, მაგრამ ყარყატებს არ ეშლებოდათ, რომელზე გაატარეს გასული ზაფხული. კოჭლი ყარყატი, ორი ზამთარი ჩვენთან რომ გაატარა, ეკლესიის თავზე ბუდობდა, იგი ბატყობისას ქორს შეუშნებია და ბუდიდან გადმოვარდნილა. ქალაქელებს სინამდვილისა არაფერი გაეგებათ. აბა, რა იციან მათ, რომ იქვე, ქალაქიდან...

რეი ბრედბერი - მეხანძრეთა საქმიანობის შესახებ

Image
ნაწყვეტი რომანიდან - „451º ფარენჰაიტით“ ჩვენი საქმიანობა მგონი დაახლოებით იმ დროს დაიწყო, როცა სამოქალაქო ომი იყო, თუმცა ჩვენი წესდება ამბობს, რომ სახანზრო საქმეს უფრო ადრე ჩაეყარა საფუძველიო. ერთი კი უდავოა, სანამ ფოტოგრაფია არ განვითარდა, ჩვენც ვერ გავშალეთ ფრთები. მერე, XX საუკუნის დასაწყისში, კინო გაჩნდა, მერე რადიო და ტელევიზია და დაიწყო მასობრიობის ეპოქა.  და რადგან ყველაფერი მასობრივი იყო, ყველაფერი გამარტივდა, იყო დრო, როცა წიგნი ყველას არ უყვარდა, აქა-იქ თუ კითხულობდნენ. ამიტომ წიგნებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. დედამიწა ხომ ვრცელი იყო. მერე მსოფლიო დავიწროვდა, რადგან უამრავი თვალი, იდაყვი და კბილი გაჩნდა. მოსახლეობა გაორმაგდა, გასამმაგდა, გაოთხმაგდა და კინოფილმები, რადიოგადაცემები, ჟურნალები, წიგნები განსაზღვრულ სტანდარტებს დაექვემდებარა. აბა, წარმოიდგინეთ XIX საუკუნის ადამიანები თავიანთი ცხენებით, ძაღლებით, ეტლებით; ცხოვრების შენელებული რიტმი. მერე XX საუკუნე - ცხოვრება უფრო ჩქარი ხდება! წიგნები თხელდება, სიუჟეტი იკუმშება, შემოკლებული გამოცემა, მოკლე სინა...

რეი ბრედბერი - 451º ფარენჰაიტით

Image
451º ფარენჰაიტით არის ტემპერატურა, რომელზედაც ქაღალდი იწვის. ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო! მეხანძრე ფართოდ დაალაჯებს ციცინათელების გუნდში და იმ ბავშვივითაა გახარებული, რომელიც აპირებს ჯოხზე წამოცმული შაქარყინული შედოს ღუმელში. ამასობაში კი სულს ღაფავენ სახლის ზღურბლზე და გაზონებში მიმოფანტული მტრედებივით ფარფატა წიგნები. ეს წიგნები ნაპერწკლებად ადიან ცაში და მერე ჭვარტლით გაშავებული ქარი მიაქანებს ამ ნაპერწკლებს სადღაც. - ოდესმე თუ კითხულობთ რომელიმე დასაწვავ წიგნს? - ამას კანონი გვიკრძალავს, - ღიმილით მიუგო მონტენმა. - ჰო... რა თქმა უნდა. - ეს მშვენიერი ხელობაა. ორშაბათს შილერი დავწვათ, ოთხშაბათს უიტმენი, პარასკევს ფოლკნერი. ფერფლად ვაქციოთ, მერე ფერფლიც დავწვათ! ეს არის ჩვენი პროფესიული დევიზი. - რაო? - ჰკითხა მონტეგმა თავის მეორე „მეს“ - იმ ქვეცნობიერ იდიოტს, რომელიც დროდადრო ნებისყოფას, ჩვეულებას, გონებას უჯანყდებოდა და ყბედობას იწყებდა ხოლმე. ხალხი ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიან...

ოლდოს ჰაქსლი - ფორდმსახურება

Image
ნაწყვეტი რომანიდან - „საოცარი ახალი სამყარო“ ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ბერნარდს ერთობის შეკრებებში მონაწილეობა ევალებოდა. ...ჯგუფი შეივსო, ერთობის რკალი შეიკრა. ქალი, მამაკაცი, ისევ ქალი და ისევ მამაკაცი - მონაცვლეობით ისხდნენ წრეში, მაგიდის ირგვლივ. თორმეტივე ერთიანობას ესწრაფოდა, თორმეტივე საკუთარი ინდივიდუალობის ერთარსებაში შერწყმის, ერთარსებაში განსხეულებისთვის იყო მზად.  ჯგუფის თავმჯდომარე წამოდგა, ნიშანი T პირჯვარივით გამოისახა და სინთეზური მუსიკა ჩართო - სასულე და სიმებიანი ანსამბლი ნებას მიშვებული დაფდაფების მსუბუქი, მომთენთავი დარტყმების ფონზე, გულისგამაწვრილებლად იმეორებდა და იმეორებდა ერთობის პირველი ჰიმნის მოკლე, აკვიატებულ მოტივს, რომელიც სულ თან გდევდა, რომელსაც თავს ვერასდიდებით დააღწევდი. მელოდია არ ცხრებოდა, მთრთოლვარე რიტმი თითქოს ყურში კი არა, სადღაც სულის სიღრმეში ისმოდა; მუსიკის თანხმიანობა გონებას კი არა, თანაგრძნობით აღვსილ მთელ არსებას აფორიაქებდა. თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოსახა T და დაჯდა. ფორდმსახურება დაიწყო. მაგიდის შუაგულში სომის ნ...

ოლდოს ჰაქსლი - საოცარი ახალი სამყარო

Image
სულ რაღაც ოცდათოთხმეტსართულიანი დაბალი რუხი შენობა. მთავარ შესასვლელზე წარწერაა, „ცენტრალური ლონდონის ინკუბატორი და აღმზრდელობითი ცენტრი“, ფარზე - მსოფლიო სახელმწიფოს დევიზი, „ერთობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა“. ფანჯარაში შემოჭრილი მკვეთრი შუქის წვრილი ზოლი კი ცივია და ხარბად დაეძებს რაიმე თბილს, ადამიანის კანს, ან, თუნდაც, ტანსაცმლის ნაკეცს, მაგრამ მინას, ნიკელსა და ლაბორატორიის მქრქალ ფაიფურს აწყდება მხოლოდ. საზოგადოების დადებითი და ბედნიერი წევრების ჩამოსაყალიბებლად ინფორმაციის დოზა შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ზნეობისა და ბედნიერების საფუძველი წვრილმან დეტალებზე კონცენტრირებაა. ზოგადი ცნებებით აზროვნებას ბოროტების მეტი არაფერი მოაქვს. საზოგადოების დასაყრდენს ფილოსოფოსები კი არა, მესაათეები და ფილატელისტები შეადგენენ. დავიწყებ თავიდან, - თქვა დირექტორმა, და ყველაზე თავგამოდებულმა სტუდენტებმა რვეულებში სასწრაფოდ შეიტანეს: დავიწყებ თავიდან. ეფსილონებში, - სამართლიანად აღნიშნა ბატონმა ფოსტერმა, - ადამიანის ინტელექტი არაფერში გვჭირდება. ა...

ჰერმან ჰესე - წერილი შვედეთის აკადემიას

Image
გულითადი პატივისცემით მივესალმები თქვენს საზეიმო თავყრილობას, და, უპირველეს ყოვლისა, სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე, ვყოფილიყავი თქვენი სტუმარი, რათა პირადად მოგსალმებოდით და თქვენთვის მადლობა მომეხსენებინა. ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობით გამოვირჩეოდი, მაგრამ 1933 წლის შემდგომმა ქარტეხილებმა იავარყო მთელი ჩემი ცხოვრების ნაღვაწი, და, თან ისეთი მძიმე მოვალეობებიც დამაკისრა, რომ მთლად ხეიბრად მაქცია. მიუხედავად ამისა, სულიერად არ დავცემულვარ, და, ვგრძნობ, როგორ მაკავშირებს თქვენთან ის იდეა, ნობელის პრემიის ფონდს რომ დაედო საფუძვლად. ეს არის იდეა სულის ზეეროვნულობისა და ინტერნაციონალობისა, და, კიდევ, იდეა ამ სულის მოვალეობისა, ემსახუროს არა ომსა და ნგრევას, არამედ მშვიდობასა და შემწყნარებლობას. ჩემთვის მონიჭებული ეს პრემია ხომ იმავდროულად გერმანული ენისა, და, საერთოდ, მსოფლიო კულტურაში, გერმანიის წვლილის აღიარებასაც ნიშნავს, და, მე ამაში მშვიდობისმოყვარეობას, კეთილ ნებასა და ხალხებს შორის სულიერი თანამშრომლობის მცდელობას ვხედავ. მაგრამ ჩემს იდეალად სულაც არ მესახება ...

სიმონ ბოლივარის წერილები

Image
(შედგენილი ვინისიო რომერო მარტინესის მიერ) 1817 წლის 19 ივნისი. პიარს სწერს შემრიგებლურ ბარათს: „გენერალო, ესპანელებთან ბრძოლა მირჩევნია პატრიოტებს შორის უთანხმოებას“. 1824 წლის 19 იანვარი. სწერს მშვენიერ წერილს თავის მასწავლებელს - სიმონ როდრიგესს: „თქვენ შთამაგონეთ, მებრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ყველაზე დიდი, ყველაზე ნათელი მიზნისთვის“. 1827 წლის 1 იანვარი. პუერტო კაბელიოდან პასს სწრეს: „მე არ შემიძლია რესპუბლიკის გაყოფა; მაგრამ ვენესუელის საკეთილდღეოდ ამაზეც წავალ, თუკი ვენესუელას ასე სურს. ამ საკითხს გენერალურ ასამბლეაზე გადავწყვეტთ“. 1827 წლის 5 თებერვალი. კარაკასიდან უგზავნის ბოგოტის კონგრესს ახალ თხოვნას გადადგომის შესახებ, დრამატულად აღწერს მოტივებს და ასკვნის: „სულითა და გულით მეათასედ გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ“. 1827 წლის 16 მარტი. საბოლო განხეთქილება სანტანდერთან. „მეტი არაფერი მომწეროთ, რადგან არც პასუხის გაცემა მსურს და აღარც თქვენი მოგიხსენიებთ მეგობრად“. 1827 წლის 11 სექტემბე...

სიმონ ბოლივარის ცხოვრების ქრონიკა

Image
  (შედგენილი ვინისიო რომერო მარტინესის მიერ) 1783, 24 ივლისი. სიმონ ბოლივარის დაბადება. 1786, 19 იანვარი. სიმონის მამის, ხუან ვისენტე ბოლივარის გარდაცვალება. 1792, 6 ივლისი. ბოლივარის დედის, დონია მარია დე ლა კონსეპსიონ პალასიოსი ი ბლანკოს გარდაცვალება. 1795, 23 ივლისი. ბოლივარი ტოვებს თავისი ბიძის სახლს. იწყება გრძელი სასამართლო პროცესი. მას გზავნიან თავისი მასწავლებლის, სიმონ როდრიგესის სახლში. ოქტომბერში ბრუნდება ბიძასთან. 1797. გუალისა და ესპანეთის კონსპირაცია ვენესუელაში. ბოლივარი ეწერება მილიციაში, კადეტად, ვალიეს დე არაგუაში. 1798. ანდრეს ბელიო უტარებს გრამატიკისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს. იმავე პერიოდში სწავლობს ფიზიკასა და მათემატიკას საკუთარ სახლში, პადრე ფრანსისკო დე ანდოხარას მიერ დაარსებულ აკადემიაში. 1799, 19 იანვარი. მიემგზავრება ესპანეთში. ჩერდება მექსიკასა და კუბაში. ბერაკრუსში წერს პირველ წერილს. 1800. მადრიდში უკავშირდება სწავლულ მარკიზ დე უსტარისს, მის ნამდვილ ინტელექტუალურ მამას. 1801. მარტიდან დეკემბრამდე სწავლობს ფრანგულს ბილბაოში. ...

ფრენსის ბეკონის ტრიპტიკი 26.7 მილიონ ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა

Image
ფრენსის ბეკონის მცირე ფორმატის ტრიპტიკი, რომელზეც მისი საყვარელი ჯორჯ დაიერია ასახული, "სოთბის" აუქციონზე 26.7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. 1967 წელს შესრულებული სამი ტილო ზომებით (28X36სმ) სავარაუდოდ ბეკონის მეგობრის, ჯონ დიკინის ფოტოების მიხედვით არის შესრულებული. ნახატი ერთ-ერთია იმ ხუთი მცირე ზომის ტრიპტიკიდან, რომელზეც დაიერია ასახული. ტრიპტიკი აუქციონზე პირველად გამოჩნდა - 1970 წლიდან ის კერძო კოლექციაში ინახებოდა. "სოთბის" აუქციონის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ფორმატში შესრულებულმა ბეკონის ტრიპტიკის ფასმა, მისივე ნამუშევრის წინა ფასს - 23 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუსწრო. რას შეეხება სხვა ლოტებს:  შოტლანდიელი პიტერ დოიგის ნამუშევარში ანონიმურმა მყიდველმა 9,9 მლიონი ფუნტი-სტერლინგი გადაიხადა.  ენდი უორჰელის სხვადასხვა ფერის ცხრა მერლინი კი 4.6 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. წყარო - bbc

ზაჰა ჰადიდის პროექტი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს

Image
ლონდონის მუზეუმის პრესტიჟული ჯილდო წლის დიზაინისათვის ერაყელ დიზაინერ ქალს ზაჰა ჰადიდის გადაეცა.ბაქოში მის მიერ დაპროექტებული ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრის შენობა ჟიურიმ წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. ზაჰა ჰადიდის ეკუთვნის საუდის არაბეთში ერ-რიადის მეტროპოლიტენის დიზიანი. ასევე, მან დააპროექტა 2020 წლის ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ტოკიოს ოლიმპიური პარკი. აღსანიშნავია, რომ ლონდონის მუზეუმმა არქიტექტორი წელს პირველად დააჯილდოვა. სხვადასხვა სფეროს 70 სპეციალისტისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. მოდის სფეროში გამარჯვებული "Prada" გახდა, ავტომობილის საუკეთესო დიზაინისათვის კი პრიზი "Volkswagen"-ს გადაეცა. გამარჯვებული ნამუშევრები ლონდონის მუზეუმში 25 აგვისტომდე იქნება გამოფენილი. წყარო - bbc

გაბრიელ გარსია მარკესი - გენერალი თავის ლაბირინთში

Image
„ჩანს, დემონი მართავს ჩემს ცხოვრებას“, - წერილი სანტანდერს, 4 აგვისტო, 1823 წელი მისმა ყველაზე ძველმა მსახურმა, ხოსე პალასიოსმა იგი შიშველი და თვალგახელილი იპოვა სააბაზანოს სისხლის გამწმენდი საშუალებებით შეზავებულ წყალში მოტივტივე და იფიქრა, დამხრჩვალაო. იცოდა, ეს მედიტაციის ერთ-ერთი მისეული მეთოდი იყო, მაგრამ ექსტაზში გაშეშებულ სხეულს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. მიახლოება ვერ გაბედა და მოგუდული ხმით დაუძახა. „წავიდეთ“, თქვა, გავფრინდეთ, აქ არავის ვუყვარვართ“. საკუთარ სველ ნაკვალევს გაურბოდა იატაკზე დაფენილ დაცხავებულ ჭილოფებზე. „შაბათია, 30 წლის 8 მაისი, დღე, როცა ინგლისელებმა ისრით მოკლეს ჟანა დ’არკი“, გამოაცხადა მაჟორდომმა, „დილის სამი საათიდან წვიმს“. „მეჩვიდმეტე საუკუნის დილის სამი საათიდან“, დააზუსტა გენერალმა მწარე უძილობის გამო ჯერაც ჩახრინწული ხმით და სერიოზულად დაამატა: „მამლების ყივილი არ გამიგია“. „აქ მამლები არ არიან“, თქვა ხოსე პალასიოსმა. „აქ არაფერი არ არის“, თქვა გენერალმა, „ეს მოღალატეთა მიწაა“. იმ დილით განსაკუთრებული უხეშობით ასრულებდა განბანი...