Posts

Showing posts from October, 2018

ლექსები | ოსიპ მანდელშტამი

Image
მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო? ასე მთლიანი, ასე ჩემი, ვის რა გავუყო? მისთვის რომ ვსუნთქავ და ცოცხალი კაცი მქვია მე, მითხარი მაინც, ვის ვუმადლო მე ეს სიამე? მე ვარ მებაღეც და ყვავილიც გაშლილი ფართოდ, ამ სამყაროულ ბნელ დილეგში მე არ ვარ მარტო. მარადისობის მინებს ორთქლად დაეფინება ეს ჩემი სითბო, ჩემი სუნთქვის ჩუმი დინება. გამოისახვის მასზე რაღაც ნაზი ხატება, რომლის შეცნობა შესაძლებელს აღემატება. დაე, ედინოს მას დრო-ჟამი, ნალექის მსგავსი, მაინც ვერასდროს ჩამორეცხოს ეს ნაზი ხაზი. *** ლენინგრადი მე დავუბრუნდი ქალაქს ჩემსას და კვლავაც ვიკვლევ ნაცნობს, ვით ცრემლებს, ვით ბავშვობის შეშუპულ ჯირკვლებს. ისევე აქა ხარ, ლენინგრადში, მოკრიფე გონი, ყლაპე ფარნების ბლანტი შუქი, ვით თევზის ქონი. ისევ იცანი დეკემბრის დღე, ცივი და ქუფრი -  გაზავებული კვერცხის გულთან ავბედი კუპრი. ო, პეტერბურგო, მე არ მინდა სიკვდილი ჯერაც, ჩემს ტელეფონის ნომრებს ისევ ინახავ, მჯერა. ო, პეტერბურგო მე ყოველგვარ ღონეს ვიღონებ და ამ ნომრებზე გარდაცვლი...

ჟორჟ ბატაი - მსხვერპლშეწირვანი

Image
 I “მე”, მე ვარსებობ - რეალიზებულ სიცარიელეში დაკიდებული - ჩემსავე განგაშს გამობმული - ნებისმიერი სხვა არსებისგან გამორჩეული და ისეთი, რომ სხვა მოვლენები, რომლებიც შეიძლება ამ სხვებს შეემთხვეთ, და არ შეიძლება შემემთხვეს მე, ამ “მე”-ს მრისხანედ აძევებენ რაღაც ერთობლივი არსებობიდან. მაგრამ, იმავდროულად, მე განვიხილავ ქვეყნად ჩემს მოვლინებას - ხოლო იგი განსაზღვრულ იყო დაბადებით, გარკვეულ ქალთან გარკვეული მამაკაცის შერწყმით, და თვით ამ შერწყმის მომენტითაც - სინამდვილეში არსებობს ჩემს შესაძლებლობას შეთანადებული ერთი და მხოლოდ ერთი მომენტი, - და აქვე ჩნდება ქვეყნად ამ მოვლინების უსასრულო დაუჯერებლობა. ჩემით დასრულებულ მოვლენათა რიგში რომ იოტისოდენი გადახრა მომხდარიყო, მაშინ იმის ნაცვლად, რაც ჩემად ყოფნას ეშურებოდა, მე ვიღაც სხვა აღმოვჩნდებოდი. თვალუწვდენელი რეალიზებული სიცარიელეა სწორედაც ეს უსასრულო დაუჯერებლობა, რომლის გავლითაც მბრძანებლურად თამაშდება ჩემით წარმოდგენილი უპირობო არსებობა, რამეთუ მსგავს თვალუწვდენლობას გამობმულიუბრალო თანყოფნა მსგავსია მბრძანებლობის ასრულებისა, თი...

იან ვერმეერი | ასტრონომი

Image
1668 წ. ტილო, ზეთი, 50 X 45 სმ ვერმეერი წარმოგვიდგენს თავის სახელოსნოში, კვლევისა და ფიქრის დროს საკუთარი სამეცნიერო ხელსაწყოებით გარშემორტყმულ მეცნიერს. მისი მზერა და ხელი უშუალო კავშირშია მაგიდაზე მოთავსებულ ცის გლობუსთან, რომელზეც მოჩანს ჩრდილოეთ ჰემისფეროს თანავარსკვლავედები (მარცხნივ - დიდი დათვის თანავარსკვლავედი, ცენტრში - დრაკონი და ჰერკულესი და მარჯვნივ - ლირა).  ხელსაწყო უკიდურესი სიზუსტით გადმოსცემს დედამიწისა და ცის სფეროს მოდელების უბრწყინვალესი კონსტრუქტორის, XVII ს-ის I ნახევრის ევროპაში მოღვაწე იოდუკის ჰუნდიუსის ნახაზს, რომელიც თავისი გლობუსების აგებისას დანიელი ასტრონომის, თიუგო ბრაას (Tycho Brahe) კვლევებს ეყრდნობოდა. სამუშაო მაგიდაზე გადაშლილ წიგნში შეგვიძლია ამოვიცნოთ ადრიაან მეტიუსის მიერ შედგენილი ნაშრომი სახელწოდებით: ვარსკვლავთა გამოკვლევისა და დაკვირვების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის ინტერესშია, ხოტბა შეასხას მეცნიერების დონეს, რასაც გონებისა და ხელის სრულყოფილი ურთიერთკავშირით გადმოგცემს, ვერმეერი წარმოაჩენს თავის თანამედროვე სამეცნიერო...

მარკ ტვენი პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე... |

Image
ამოკრეფილია სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა მწერლის ჩანაწერები, უბის წიგნაკები, უცხოური ქრესტომათიები და ა.შ. *** რა არის სენატორი? სენატორი არის ადამიანი, რომელიც დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და სახელმწიფოებრივ კანონებს წერს. *** რა არის საარჩევნო ბიულეტენი? საქონლის ერთადერთი სახე, რომლითაც ჩვენში უპროცენტოდ ვაჭრობენ. *** რწყილიც კი შეიძლება ისე გაწვრთნა, რომ გააკეთებინო ყველაფერი, რასაც კონგრესი წევრები აკეთებენ. *** პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს რომ წამოაძახებენ ხოლმე მექრთამეობას და მისთანებს, როცა ხელისუფლების სათავეში იდგნენ, იმ მგელს ჰგვანან, რომელმაც მწყემსების ქოხში შეიხედა, ნახა რომ ისინი არხეინად შეექცეოდნენ ბატკნის ხორცს და თქვა: - ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ რომ ამას სჩადით, ვითომ არაფერი, მაგრამ აბა მე ჩამედინა ეს, მაშინ რა ამბავს ატეხდით. *** ციფრებითა და ფაქტებით ძნელი როდია დაამტკიცო: არ არსებობს ბოროტმოქმედთა რაღაც განსაკუთრებული მოდგმა, გარდა ამერიკის შეერთებული შტატები...

ფროიდი, ლორკა და ჰიტლერი სალვადორ დალის შესახებ... |

Image
ფედერიკო გარსია ლორკა - „ოდა სალვადორ დალის“  ოჰ, დალი, დაე, ჟღერდეს ხმა შენი დათაფლული! თუმცა, ნორჩია ფუნჯი შენი და უმწიფარი ტილოები შენი, მაგრამ ვადიდებ მიზნისკენ გატყორცნილ შენსავე ისრებს. ... ვადიდებ შენს სათნო, ფრანგული მოდგმის  ზვიად, დაღდაუსმელ გულს... ამიტომ ვუმღერ იმ საერთო აზრს, რამაც შეგვყარა ძნელბედობის თუ ლხინის ჟამსა, ეს ხელოვნების შუქი როდია, თვალებს რომ მოგჭრის. ნუთუ ეს სიყვარული, მეგობრობა თუ დუელია? 1926 წ. *** „გმადლობთ, რომ გუშინ ასეთი პატივსაცემი ადამიანების გაცნობის საშუალება მომეცით. აქამდე სიურრეალისტებს, რომელთაც მე, სავარაუდოდ, თავიანთ მფარველ წმინდანად ამირჩიეს, შეშლილებად ვითვლებით... ახალგაზრდა ესპანელი, გულწრფელი ფანატიკოსის თვალებით და უზადო ტექნიკური ოსტატობით, შეხედულებას რადიკალურად შემაცვლევინებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ანალიტიკურად შეგვესწავლა ამ ტიპის ფერწერული ნამუშევრის გენეზისი. თუმცა, კრიტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ცნება „ხელოვნება“ ყოველგვარ განმარტებას უკუაგდებს, თუკი მატერიალური ა...

თეოდორ ჟერიკო - მედუზას ტივი

Image
1819 წ. ტილო, ზეთი, 419 X 716 სმ 1816 წლის შუა პერიოდში, ფრეგატი „მედუზა“ (La Meduse), რომელიც სენეგალისაკენ მიეშურებოდა, კაპო-ბიანკოს ნაპირებიდან მოშორებით, შუა ზღვაში გაიხერგა, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, ზღვა წყნარი იყო. ოფიცრებმა სამაშველო ნავებით უშველეს თავს. მგზავრები და მეზღვაურები მიატოვეს, მათ კი გადაწყვიტეს, ტივი შეეკრათ, რათა გარდაუვალი სიკვდილისათვის დაეღწიათ თავი. ასე ააგეს ოცი მეტრი სიგრძისა და შვიდი მეტრი სიგანის პლატფორმა, რომელზედაც ორმოცდაათამდე კაცი აზვავდა. ცამეტი დღის განმავლობაში, ზღვაში ხეტიალის შემდეგ, მათგან მხოლოდ თხუთმეტი შეძლებს გადარჩენას. სამხედრო ხომალდი „არგუსი“ მხოლოდ მათ მიუსწრებს ცოცხლებს. ტილოზე მხატვარი მათი შველის მომენტს გამოსახავს, ვინც იმ უბედურებას გადაურჩა: ტივი ნაწილობრივ უსულო გვამებით დატვირთული, ბნელი და მღელვარე ზღვის წყალს აქაფებს, ხოლო შორს, ჰორიზონტზე, პატარა გემის ლანდი მოჩანს. საღებავის სქელი ფენებისა და შუქჩრდილის ძლიერი კონტრასტებით, ჟერიკო ოსტატურად გადმოგვცემს შიშის, სიკვდილის უგუნურებისა და ავბედითობის განცდებს, რო...

მარკ ტვენი - პასუხი მომავალ მწერალს

Image
ახალგაზრდა ავტორს - დიახ, ბატონო ჩემო, აგასისი ნამდვილად ურჩევს მწერლებს, თევზი ჭამეთო, რადგან თევზის ფოსფორი პირდაპირ მისწრებაა ტვინისათვის. აქ თქვენ მართალი ხართ, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მე ვერაფრით დაგეხმარებით, რათა დაადგინოთ თქვენთვის აუცილებლად საჭირო თევზის მინიმალური რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, ვეჭვობ, ზუსტად განვსაზღვრო იგი, თუმცა ერთი რამ ახლაც შეიძლება ითქვას. კერძოდ, თუ თქვენ მიერ გამოგზავნილი თხზულება ტიპური ნიმუშია, საერთოდ, თქვენი შემოქმედებისა, მაშინ, ჩემი აზრით, თქვენთვის ჯერჯერობით სრულიად საკმარისი იქნებოდა. ასე, ერთი წყვილი ვეშაპი, მაინცდამაინც რაღაც უსაშველოდ დიდი ზომისა არ გინდათ, ჩვეულებრივი ვეშაპიც გეყოფათ.

ადოლფო ბიოი კასარესი - მორელის გამოგონება

Image
XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამოარჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვეველი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დააინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი... *** ამავე თემაზე: ხორხე ლუის ბორხესი - ადოლფო ბიოი კასარესი და „მორელის გამოგონება“ *** უკვდავ...

ოლივერ კრომველი | ინგლისის სამოქალაქო ომი

Image
„მიენდე ღვთის ნებას და შეინახე დენთი მშრალად“ ოლივერ კრომველი - საპარლამენტო ჯარის სარდალი ინგლისის სამოქალაქო ომის დროს. როიალისტების დამარცხება უმეტესად, მის დამსახურებად მიიჩნევა. მან დაიმორჩილა უელსი, ირლანდია და შოტლანდია. დიდი როლი შეასრულა ახალი მოდელის ჯარის შექმნაში, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგაც ინგლისის, როგორც ძლევამოსილი სამხედრო სახელმწიფოს მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. 1599 წლის 25 აპრილს ჰანტინგდონში დაბადებული კრომველი, ვიდრე 1628 წელს პარლამენტის წევრად აირჩევდნენ, მემამულე ფერმერი გახლდათ. 20 წლის ასაკში რელიგია შეიცვალა და პურიტანად მოქცევის შემდეგ, გულანთებული იბრძოდა ეკლესიაზე რომაული კათოლიციზმის ყოველგვარი გავლენის ამოსაძირკვად. კრომველის ჯარი როცა კათოლიკეებისადმი კეთილგანწყობილ ჩარლზ I-სა და პარლამენტს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, კრომველმა კემბრიჯის ციხესიმაგრე აიღო. თუმცა ის უკვე 40 წლის იყო და არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, თავის ჯარში მხოლოდ „ღვთისნიერ და ძლიერი ხასიათით გამორჩეულთ“ იღებდა, რადგან სწამდა, რომ ოდენ რელი...

პორტრეტი - კამილ პისარო

Image
იმისათვის, რომ გავიგოთ პისაროს შემოქმედების მთელი მრავალფეროვნება, უნდა გვახსოვდეს, რომ პისარო სხვა დიდ იმპრესიონისტებზე თითქმის ათი წლით ადრე დაიბადა, უნდა გვახსოვდეს, რომ, მონეს შემარტებით აღფრთოვანებულმა, მან ხელი შეუწყო იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებას, რომ მან გავლენა მოახდინა სეზანსა და სიორაზე, თუმცა შემდეგ თვითონ განიცადა მათი გავლენა,და რომ გოგენითავის მხატვრულ განათლებას მას უნდა უმადლოდეს, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დაშორდა მას. უნდა გვახსოვდეს აგრეთვე, რომ პისაროს ძალიან უჭირდა თავისი ფერწერით ოჯახის რჩენა, 1870-1890 წლების პერიოდში ხშირად უკიდურეს გაჭირვებასაც განიცდიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღრმა რწმენით, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, თვის თავში დაეჭვებულიც კი, შეუპოვრად განაგრძობდა თავისი სტილის დახვეწას და როგორც მას ეჩვენებოდა, სრულყოფას. პისაროს სიტყვები: „მე ვიგრძენი, რომ მას შემდეგ, რაც თვალი ამეხილა, ჩემმა შეგნებამ თავისუფლება მოიპოვაო“, - მშვენივრად გადმოგვცემს, რა ღრმად იყო დაკავშირებული მისი ხელოვნება მის სულიერ სამყაროსთან. თავდაპირველად პისარო ნატურ...

ნიკო ფიროსმანი | მხატვრის დის, ფეფეს ნაამბობი...

Image
წერილი ქიზიყიდან ჩვენმა („ბახტრიონის“) რედაქციამ, პირველმა, თავს იდვა ინიციატივა ნიკო ფიროსმანის საბიოგრაფიო მასალების შეკრეფის. რედაქციის დავალებით გაგზავნილ კორესპონდენტებიდან უკვე მოგვივიდა საკმაო მასალა რომლის ნაწილი უკვე გამოვაქვეყნეთ, ნაწილი რედაქციის პორთფელში ინახება. ქ. ნინა თარიშვილის მიერ ქიზიყიდან მოწვდილი ცნობები, ფიროსმანის ცხოვრების პირველი პერიოდიდან, რომელსაც აქ ვბეჭდავთ, დიდ ინტერესს არ არი მოკლებული. სახელმწიფო გამომცემლობის დავალებით, ამ ჟამად ნიკო ფიროსმანზე დიდს მონოგრაფიას ამზადებს ბ-ნი ტიციან ტაბიძე და ყოველივე მასალები მას გადაეცემა. რედაქცია კიდევ სთხოვს თავის კორესპონდენტებს, გააგრძელონ თავისი მუშაობა ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიული ცნობების შეკრების გარშემო და გაზ. „ბახტრიონის“ სახელზე დაუყოვნებლივ გამოგზავნონ.  *** დღეს სოფ. მირზაანში სცხოვრობს 50 კომლი ფიროსმანიშვილის გვარის. მათ შორის ნიკო ფიროსმანიშვილის დის ფეფეს ოჯახი. ფეფეს ნაამბობი: „შვიდი წლისა იქნებოდა ნიკო (მე იმაზედ უფროსი ვარ 4 წლით) როცა დედ-მამა დაგვეხოცა. მამა ჩვენი ...

ალან გინზბერგი - სამყაროს ქცევის შესახებ, რომელიც ეძებს მშვენიერს მთავრობის წინააღმდეგ

Image
არის კი ეს ერთადერთი გზა, დავემსგავსოთ ინდიელებს, მარტორქებს,  კვარცის კრისტალებს, მიწაზე მომუშავე გლეხებს, ადამს და ევას, ჩვენს წარმოსახვაში, როცა ერთმანეთს ეფერებოდნენ მოცახცახე კიდურებით, სანამ რევოლუციური სექსის გველი ცნობადის ხეს შემოეხვია? ნეტა ბოლოს რა უნდა ეხუმრა როკე დალტონს, მასობრივი სამხედრო ტაქტიკის საკითხებზე რომ კამათობდა საკუთარ ამხანაგებთან და ავტომატის ჯერივით აკაწკაწებდა? აუცილებელია, ამოჟლიტო იანკები უზარმაზარი ბომბით. ჰო, მაგრამ მთლად შენს ჭკუაზე ნუ იმოქმედებ, აჯობებს, რჩევა დედაშენს ჰკითხო, სწორ გზაზე რომ დაგაყენოს, ან, ვთქვათ, რემბოსთან გაიარე კონსულტაცია, რომელმაც ერთხელ ფეხი დაკარგა, ან ლენინთან, რომელმაც მეორე დამბლის მერე კრუპსკაიას პირით სიტყვა შეუთვალა უხეშ ქართველს, ამ დროს კი, ზუსტად მის გარდაცვალებამდე, ჩეკისტები მის კართან იდგნენ და მკაცრი და მშვიდი გამომეტყველებით არწმუნებდნენ, რომ საქმე სანდო კაცის ხელშია და მისი განძრევის საჭიროება არ არსებობს - ნეტა ასეთი რა დაავადება მიცოცავდა მისი მუცლის ღრუდან ტვინისკენ? რას ფიქრობდა ხლებ...

სუნ ძი | ომის ხელოვანი

Image
სუნ ძიმ, ჩინელმა მწერალმა და მხედართმთავარმა, ომებში მიღებული გამოცდილებით დაგროვებული ცოდნა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სამხედრო თეორიულ ტრაქტატში - „ომის ხელოვნება“ გადმოსცა.  მის ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია კავშირზე პოლიტიკასა და ომის წარმოების წესებს შორის, მოქნილ ტაქტიკასა და სტრატეგიის შესამუშავებლად აუცილებელ ინტელექტუალურ პოტენციალზე და ამასთანავე, შეიცავს გაფრთხილებას გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ, რომელიც ნებისმიერ ომს ახლავს. ნაშრომი იქცა ომის წარმოების სახელმძღვანელოდ, რომელიც შემდგომ მრავალმა მხედართმთავარმა გამოიყენა. სუნ ძი ბრძოლაში მიზანშეწონილად მიიჩნევა მოსაზრება, რომ ის ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნეში ცხოვრობდა, რადგან ვარაუდობენ, რომ სუნ ძი იყო მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი ვუს სახელმწიფოში, ე.წ. გვიანი „გაზაფხულისა და შემოდგომის ხანაში“, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 770 და 476 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. წიგნის ტექსტი მიგვანიშნებს იმას, რომ ის „მეომარი სახელმწიფოების ხანის“ (მოიცავს 475 და 221 წლებს შორის პერიოდს, როდესაც ჩინეთი ერთმანეთთან მეომა...