ბენია ჩხიკვიშვილისა და შალვა ნუცუბიძის შელაპარაკების ამბავი
1921 წლის 1 თებერვალს გაზეთ „სახალხო საქმეში“ ვკითხულობთ: „მოხდა ინციდენტი დამფუძნებელ კრებაში. სხდომებს შორის შესვენებაზე, დამფუძნებული კრების წევრები სოციალ-დემოკრატი ბენია ჩხიკვიშვილი და სოციალ-ფედერალისტი შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ: - კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან (ცნობილი იყო ფაჩულიას დუქანი) ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვარით რომ სვამსო... - დავწერე, მერე რა?! - საბუთი გქონდა რამე? - უსაბუთოდ ლაპარაკი სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ. - ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ ჩემდათავად სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენს შორის ვინაა მტყუანი. - რა პრობლემაა, - მიუგო შალვა ნუცუბიძემ, - მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე - ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე... - მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვებ...