ჰაინრიხ ბიოლი - მოცინარი

როცა პროფესიას მეკითხებიან, ვიბნევი ხოლმე: ვწითლდები და ხმა მიკანკალებს; სხვა მხრივ თავდაჯერებულ კაცად მიცნობენ. მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია თქვას: კალატოზი ვარ, პარიკმახერი... ასევე ბუღალტრებისა და მწერლების, შესაშურია მათი აღიარების უბრალოება, რადგან ყველა ეს პროფესია ერთი სიტყვით აიხსნება და ვრცელ ახსნა-განმარტებებს არ მოითხოვს. მე კი იძულებული ვარ, ამგვარ კითხვებზე ასე ვუპასუხო: მოცინარი ვარ. ხოლო ასეთი აღიარება მოითხოვს შემდგომ კითხვას: ,,ამით ცხოვრობთ?" ჭეშმარიტების შესაბამისად თუ გნებავთ, უნდა მეპასუხა: ,,დიახ"; და მე მართლაც ჩემი სიცილით ვცხოვრობ და კარგადაც, რადგან ჩემი სიცილი არის – კომერციულად რომ ვთქვათ – მოთხოვნადი. კარგი, ნასწავლი მოცინარი ვარ: სხვა არავინ იცინის ისე, როგორც მე, სხვა არავინ ფლობს ხელოვნების ჩემეულ ნიუანსებს. მომაბეზრებელი ახსნა-განმარტებების თავიდან ასაცილებლად, კარგა ხანს თავს მსახიობად ვასაღებდი, მაგრამ ჩემი მიმიკური და სამეტყველო უნარები იმდენად მწირია, რომ ეს განსაზღვრება რეალობისაგან მეტად შეუსაბამოდ გამოიყურება: მე მიყვარს ჭე...