Posts

Showing posts from May, 2014

კურტ ვონეგუტი - უტოპიის მანიფესტი

Image
ჩემი უტოპია ისე არ მოქმედებს როგორც ყველა დანარჩენი უტოპია. ყველგან ახალ გაბედულ სამყაროში, ცხოველთა ფერმაში, კომუნიზმსა თუ სოციალიზმში უტოპია ზემოდან ქვევით მიემართება. იგი იწყება უფროსი ძმით, დიქტატორით, პარლამენტით, და ა.შ. რაც უტოპიას სხვადასხვა დირექტივას კარნახობს. იგი ქმნის უტოპიას ფიზიკურ სამყაროში და აიძულებს ხალხს წინ აღუდგეს მას. მაგრამ როცა ხალხი ასეთ სისტემას ქმნის, მათთვის ადგილი აღარ რჩება. თავს მოხვეული კონფორმიზმი მოითხოვს ზეწოლას, მანიპულირებას და ტვინების გადინებას („საოცარი ახალი სამყარო“). მეორე მხრივ, თავისუფლება ნიშნავს ანარქიის გარკვეულ გრძნობას და ამრიგად მუშაობს წარმატებული უტოპიის წინააღმდეგ. თუმცა არსებობს სხვა გზაც: პიროვნული თავისუფლება თვით - კონფორმიზმის გზით. იგი მოქმედებს როგორც ცეკვა კვადრატში. ცეკვისას ხალხი ერთსა და იმავე ილეთს ასრულებს არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, არამედ ერთად მოძრაობისას - ერთი და იგივე ილეთი, ერთი და იგივე რიტმი - პიროვნებისათვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი ცეკვა ნიმუშის წინააღმდეგ, ან სადმე ცეკვა განმარტოებით. კვადრატშ...

ჰარუკი მურაკამი - კაფკა პლაჟზე

Image
ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს. გაქცევით ყველაფერი მაინც ვერ გადაწყდება... არ მინდა, დღესასწაული ჩაგიშხამო, მაგრამ, არა მგონია, გაქცევით რამე შეიცვალოს. მნიშვნელობა არა აქვს, რამსიშორეზე გაიქცევი. ვითომ, რაც უფრო შორს წახვალ, უკეთესი იქნება? მანძილი პრობლემებს ვერ მოაგვარებს. გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი. რა თქმა უნდა, სკოლაში შესწავლილ ფაქტებს თუ ტექნიკას რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ. შევხედოთ სიმართლეს თვალებში - მასწავლებლები გონებაჩლუნგების ხროვაა. საათის ისრები ორაზროვნად გამოიყურებიან, მაგრამ, ვიცი, ჩემს მხარეს არ არიან. შეცდომები ცხოვრების ნაწილია და, ვფიქრობ, ზოგ რამეს ვერასოდეს შევიტყობთ. სწორად ვიქცევი? ეს ფიქრი უმწეოსა და მოწყვეტილს მხდის. საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანების გიჟური ცხოვრება უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე სადგურზე სწრაფად მიმავალი უსახო ადამიანებისა. ეს სამყარო ძალიან საშიშია. ძალადობას ვერავინ გაექცევა. გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ. ეს კატებსაც ეხება და ...

ნიკოლო მაკიაველი ფლორენციის სენიორიის მდგომარეობაზე

Image
„ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას, ანდა, თუ ვხედავთ, მხოლოდ მათ შორის, რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად.  აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში. ფიცსა და აღთქმას მხოლოდ მანამდე ასრულებენ, სანამდის ამას მოითხოვს მათი ანგარება. დიახ, ფიცს მხოლოდ იმისთვის დებენ, რომ გატეხონ და დაარღვიონ: ის სხვა არა არის რა, თუ არა სხვისი მოტყუების საშუალება, და, რაც უფრო თვალთმაქცურადაა შენიღბული ეს ტყუილი, მით უფრო მეტ პატივს იმსახურებს ხალხის თვალში. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გახრწნილიყო, უკვე გაიხრწნა... კანონებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ ბოლო მოუღონ ამ საყოველთაო გახრწნილებას, ვინაიდან მათ რყვნის და ბღალავს ზნე-ჩვეულებების უკეთურება. აქედან იღებს დასაბამს სიხარბე, სწრაფვა არა ჭეშმარიტი დიდების, არამედ სამარცხვინო პატივის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ბადებს სიძულვილს, მტრობას, უთანხმოებას, შუღლს, სისხლისღვრას, დევნას, წამებას, სიკეთის დათრგუნვას და ბოროტების აღზევებას. საკუთარი სიქველის მოიმე...

ნიკოლო მაკიაველის წერილი ფრანჩესკო თეტორისადმი

Image
„...დილაადრიანად ვდგები და მივდივარ ტყეში, რათა დავხედო შეშისმჭრელებს, რომლებიც ჩემს ტყესა ჭრიან; იქიდან ნაკადულისაკენ მივეშურები, ნაკადულიდან კი - ჩიტების მახისაკენ. ჯიბეში წიგნი მიდევს: ეს ან დანტეა და პეტრარკა, ან ტიბულუსი და ოვიდიუსი. მე ვკითხულობ მათ სასიყვარულო ინტრიგებსა და თავგადასავლებს, ვიგონებ ჩემსას და ერთხანს ამ ფიქრებით ვტკბები. შემდეგ შევდივარ გზის პირას მდგარ დუქანში, ვესაუბრები გამვლელ-გამომვლელს, ვგებულობ ქვეყნის ამბებს, ყურს ვუგდებ ხალხის ყბედობას და მიეთ-მოეთს. ამასობაში სადილობაც მოატანს და ჩემს ოჯახთან ერთად ღარიბულ სუფრას ვუჯდები... სადილის შემდეგ კვლავ მივდივარ დუქანში, სადაც, ჩვეულებისამებრ, უკვე სხედან მედუქნე, ყასაბი, მეწისქვილე და ორი მეფუნთუშე. მათთან ერთად ბანქოს თამაშში ვატარებ დანარჩენ დროს; თამაშისას ხშირად მოგვდის ჩხუბი, ვაგინებთ და ვლანძღავთ ერთმანეთს, გამწარებით ვიბრძვით თითოეული კუატრინოსთვის და ისე ვღრიალებთ, რომ ჩვენი ხმა თვით სან კაშანომდე აღწევს... მე ვინთქმები ამ პლებეურ გარემოში, ხავსისაგან ვიწმენდ ტვინს და გასაქანს ვაძლევ ჩემს ბოროტ სვ...

საიმონ სებაგ მონტეფიორე - იერუსალიმი

Image
„იერუსალიმის ხედი მსოფლიოს ისტორიაა; ის უფრო მეტია - ის ცისა და მიწის ისტორიაა“ -  ბენჯამინ დიზრაელი, „ტანკრედი“ „ეს ქალაქი დაანგრიეს, აღადგინეს, ისევ დაანგრიეს და ისევ აღადგინეს. იერუსალიმი ბებერი ნიმფომანია, რომელიც საყვარლებს ერთიმეორის მიყოლებით ალერსში ხდის სულს და მთქნარებით გადააგორებს მათ განზე; ის შავი ქვრივია, რომელიც პარტნიორებს შეუბრალებლად ნთქავს, სანამ ისინი მის დაუფლებას ცდილობენ“ - ამოს ოზი, „ამბავი სიყვარულისა და წყვდიადისა“ „ისრაელის მიწა სამყაროს ცენტრია; იერუსალიმი ისრაელის ცენტრია; წმინდა ტაძარი იერუსალიმის ცენტრია; წმინდა ტაძრის ცენტრია წმიდათა წმიდა; წმიდათა წმიდას ცენტრია აღთქმის კიდობანი; ხოლო ქვაკუთხედი, რომელზეც სამყაროა დაფუძნებული, აღთქმის კიდობნის წინაა“ -  მიდრაშ ტანჰუმა, „კედოშიმი 10“ „დედამიწის საკურთხეველია სირია; სირიის საკურთხეველია პალესტინა; პალესტინის საკურთხეველია იერუსალიმი; იერუსალიმის საკურთხეველია ტაძრის მთა; ტაძრის მთის საკურთხეველია სამლოცველო; სამლოცველოს საკურთხეველია კლდის გუმბათი“ - თაურ იბნ იაზიდი, „ფადაილი“ ...

ხორხე ლუის ბორხესი - ბუდიზმი

Image
ჩემი დღევანდელი თემა ბუდიზმია. მე მოგითხრობთ მის ხანგრძლივ თავგადასავალს, ორი ათას ხუთასი წლის წინ რომ დაიწყო ბენარესში, როცა მომავალ ბუდად შობილმა ნეპალელმა უფლისწულმა სიდჰარათჰამ თუ გაუტამამ აამოძრავა დჰარმის ბორბალი, ჩამოაყალიბა ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება და დასახა რვაჯერადი გზა. მოგითხრობთ იმას, რაც მთავარია მსოფლიო რელიგიათა შორის ამ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რელიგიაში. ბუდიზმის პირველსაწყისნი უცვლელად არსებობენ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰერაკლიტეს, პითაგორასა და ძენონის დროიდან მოყოლებული იმ მომენტამდე, როცა იაპონიაში დოქტორმა სუძუკიმ განმარტა მისი საფუძვლები, რომლებსაც დღემდე ცვლილებები არ განუცდიათ. ეს რელიგია შეიცავს მითოლოგიას, ასტროლოგიას, ნასესხებ სარწმუნოებებს, მაგიას, მაგრამ ჩემს წინაშე მდგარი პრობლემის სირთულის გამო შემოვიფარგლები მხოლოდ იმაზე საუბრით, რაც საერთოა ბუდიზმის სხვადასხვა სექტებისათვის, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ ჰინაიანად, ანუ “პატარა ეტლად”. უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ ბუდი...

ხორხე ლუის ბორხესი - ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე

Image
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს. “ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას “კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ – კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის “პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, “განძთა კუნძული”, “დონ კიხოტი”, “ტომ ბრაუნის სკოლის წლები”, ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული “მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი”, ბერტონი...

ხორხე ლუის ბორხესი - სიკვდილი და ფარგალი

Image
მრავალი პრობლემიდან, რომლებისკენაც ლონროტს თავისი აწყვეტილი გამჭრიახობა მიუმართავს, არც ერთი არ ყოფილა ისეთი უცნაური (შეიძლება ითქვას - იმდენად მკაცრად უცნაური), როგორიც სისხლიანი ცდომილებების განმეორებადი სერია, რომელმაც აპოგეას მიაღწია ვილა ტრისტ-ლე-რუას ევკალიპტების მარადიულ სურნელებაში. მართალია, ერიკ ლონროტმა ბოლო დანაშაულის აღკვეთა ვერ მოახერხა, მაგრამ ნამდვილად წინდაწინ განჭვრიტა ის. ვერც იარმოლინსკის უიღბლო მკვლელის ვინაობა გამოიცნო, მაგრამ ჩასწვდა ბოროტმოქმედებათა სერიის იდუმალ ფორმას და რედ შარლაჩის მიერ შესრულებულ როლს ამ სერიაში (მისი მეორე მეტსახელი დენდი შარლაჩია). ამ კრიმინალს, ბევრ სხვასავით, დაფიცებული ჰქონდა, ლონროტი უნდა გავასაღოო. მაგრამ ამ უკანასკნელს არასოდეს მიუცია თავისი თავისთვის რამით შეშინების უფლება. საკუთარ თავს მოაზროვნე მანქანად მიიჩნევდა, ერთგვარ ოგიუსტ დიუპენად. თუმცა ცხოვრობდა მასში ფათერაკის მაძიებელი, თვით აზარტული თამაშების მოთამაშეც კი. პირველი დანაშაული მოხდა „ოტელ-დიუ-ნორში“, - მაღალ პრიზმაში, ქვიშისფერწყლებიანი მდინარის შესართავის ზემოთ რ...

ხორხე ლუის ბორხესი - წრიული ნანგრევები

Image
„სარკეში“, VI ვერავინ დაინახა, როგორ გაიპარა გემიდან იმ ერთსულოვან ღამეს, ვერავინ დაინახა ბამბუკის კანოე, როცა ის წმინდა ტალახში ჩაეშვა. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ ეს ჩუმი კაცი სამხრეთიდან მოვიდა და რომ მისი სამშობლო იყო იმ უსასრულო სოფლებიდან ერთ-ერთი, მთის ძალუმ ფერდობს რომ შეჰფენოდა მდინარის ზედა ნაწილში, სადაც ზენდავესტური ენა ჯერაც არ მოწამლულიყო ბერძნულით და სადაც კეთრს არ იცნობდნენ. მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერმა კაცმა ტალახს აკოცა, ნაპირზე აცოცდა (ალბათ არც კი უგრძვნია ბასრღეროიანი ლერწმები, სხეულს რომ უსერავდნენ) და, გასისხლულ-დასუსტებული, მილასლასდა წრიულ გალავნამდე, რომელსაც აგვირგვინებდა ქვის ცხენისა თუ ვეფხვის ფიგურა, ოდესღაც ცეცხლისფერი, ახლა კი ფერფლივით რუხი. ეს გალავანი იყო დიდი ხნის წინ დაქცეული ტაძარი, რომელიც მალარიულმა ჯუნგლებმა წაბილწეს და რომლის ღვთაებამაც - კაცთა მოდგმისგან პატივაყრილმა - იქაურობა დატოვა. უცხოელი კაცი კვარცხლბეკის ძირში მიწვა. ცაში მაღლა ასულმა მზემ გამოაღვიძა. ჭრილობები დაითვალიერა და გაუოგნებლად შენ...

შტეფან ცვაიგი - დაბეჭდილი მატარებელი

Image
თარგმნა - კარლო ჯორჯანელმა კაცი, რომელიც მეჯღანის მდგმურია მშვიდობის პატარა კუნძული - შვეიცარია, ყოველი მხრიდან მსოფლიო ომის ღველფისა და ღადარის ღვარცოფით გარემოცული, ავად ხსენებულ 1915-18 წლებში ის სცენა გახლდათ, რომელზედაც დღენიადაგ ერთი ამაღელვებელი დეტექტიური რომანი თამაშდება. მეომარ სახელმწიფოთა ელჩები ფეშენებელურ სასტუმროებში ისე გულცივად უვლიან ურთიერთს გვერდს, თითქოს ერთმანეთს თავის დღეში არ იცნობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ურთიერთს სტუმრად იწვევდნენ და მეგობრულად ბრიჯს თამაშობდნენ. მათ აპარტამენტებში გუნდ-გუნდად ირევიან საეჭვო პიროვნებები, დეპუტატები, მდივნები, ატაშეები, საქმოსნები, სახეშებურვილი თუ სახეშეუბურავი ქალბატონები, ყველანი საიდუმლოებით მოცული დავალებებით აღჭურვილნი. სასტუმროების წინ მიმოდიან უცხოელთა განმასხვავებელი ნიშნებით შემკული ბრწყინვალე ლიმუზინები, რომლებიდანაც მსხვილი მრეწველები, ჟურნალისტები, ვირტუოზ-შემსრულებლები და თითქოსდა შემთხვევით, თავშესაქცევად მოგზაურები იჭვრიტებიან. თითქმის ყოველ მათგანს ანალოგიური დავალება აქვს: რაღაც შე...

ჰენრი დევიდ თორო - კითხვა

Image
უფრო მეტ გულმოდგინებას რომ იჩენდეს საქმიანობის არჩევისას, ყოველი ადამიანი ალბათ მკვლევარი და დამკვირვებელი გახდებოდა; რადგან ყველას აღელვებს ჩასწვდეს ადამიანის ბუნებასა და დანიშნულებას.  როცა ვაგროვებთ ქონებას ჩვენთვის ან შთამომავლობისათვის, ვქმნით ოჯახსა თუ სახელმწიფოს, ან სახელის მოხვეჭას ვცდილობთ, ჩვენ მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც კი ჭეშმარიტებას მივეახლებით, უკვდავნი ვხდებით და აღარც ცვალებადობა გვაშინებს და აღაც უბედური შემთხვევა. ძველმა ეგვიპტელმა თუ ინდოელმა ფილოსოფოსმა ასწია კუთხე იმ საბურველისა, ღვთაების ქანდაკებას რომ ფარავდა; და სანამ მოქანავე საბურველი აწეულია, მე იმ ფილოსოფოსივით ცხადად ვხედავ საოცრებას, რადგან მე ვიყავი იმ ფილოსოფოსში ის, რაც ასე თამამი იყო და იგია ჩემში ის, რაც კვლავ შეჰყურებს იმ საკვირველ ხილვას. ამ საბურველს საუკუნეთა მტვერი არ დასდებია, დრო არ გასულა მას მერე, რაც ღვთაებრიობას ფარდა აეხადა. ჭეშმარიტად სრულქმნილი დრო არც წარსულია, არც აწმყო და არც მომავალი. ჩემი სამყოფელი ყველა უნივერსიტეტზე უფრო შესაფერისი იყო არა მხოლოდ ფიქრის...

ხორხე ლუის ბორხესი - ლოდინი

Image
ეტლმა №4004-თან ჩამოსვა იმ ქუჩაზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯერ დილის 9 საათიც არ იყო. კაცმა მოწონებით გახედა აჭრელებულ ჭადრებს, სველი მიწის კვადრატს თითოეული მათგანის ძირში, მომცრო სახლებს პატარ-პატარა აივნებით, მეზობელ შენობაში განთავსებულ აფთიაქს, საღებავებისა და ლითონის ნაკეთობათა მაღაზიების ჩამქრალ ნათურებს. ტროტუარს საავადმყოფოს გრძელი, უფანჯრო კედელი მიუყვებოდა. მოშორებით სათბურებზე მზე ირეკლებოდა. კაცს აზრად მოუვიდა, რომ ერთხელაც, თუ ღმერთი ინებებს, ეს საგნები (ამჟამად შემთხვევითი თანმიმდევრობით განლაგებული - სიზმარში ნანახივით - ყოველგვარი საგანგებო წყობის გარეშე) შეუცვლელ, აუცილებელ და ნაცნობ სახეს მიიღებს. აფთიაქის ვიტრინაში ფაიფურის ასოებით ეწერა „ბრესლაუერი“: ებრაელებმა გააძევეს იტალიელები, რომლებსაც მანამდე ადგილობრივები გაუძევებიათ. ძალიანაც კარგი: ჩამოსულმა კაცმა ამჯობინა, არ შერეოდა სისხლით მონათესავე ხალხს. მეეტლე საგზაო ჩემოდნის ჩამოღებაში დაეხმარა. დაბნეულმა თუ დაღლილმა ქალმა, როგორც იქნა, კარი გაუღო. კოფოდან მეეტლემ ერთი მონეტა უკან დაუბრუნა: ურუგვაუ...

ირაკლი ჩარკვიანი - ძველი სათამაშოები

Image
„დარიკო ვარ, გლეხის ქალი!“ - ჩაიღიღინა დიდედას დანახვაზე მეეზოვე ბაღდასარამ. მონაყოლიდან ვიცოდი, რომ ერთ თოვლიან დღეს (ამ სიტყვებით იწყებდა დიდედა ყველა ამბის თხრობას), დედაჩემს რძე გაუშრა და მას შემდეგ ბაღდასარას ცოლი მაწოვებდა ძუძუს. სწორედ იმ მსუქანი, მარადმწუხარე ქალის სახე წარმომედგინა, როცა დედაზე ვფიქრობდი. კარგა ხანი იყო გასული, რაც ჩემი მშობლები ალჟირში მუშაობდნენ. ოროთახიან ბინაში კი, რომელიც საბურთალოს რაიონში მივიღეთ, მე, დიდედა და ძაღლი ვცხოვრობდით. პაწაწკინტელა შავი ლეკვი თვისაც არ იქნებოდა, როცა მადლენ მორეტიმ მოგვიყვანა. „მანი, შენ დღეიდან აქ იცხოვრებ!“ ჩასჩურჩულა წითელ ნაჭერში გახვეულ, ტაქსას ჯიშის ნახევრადმძინარე ლეკვს მადლენამ. „დარიკო ვარ, გლეხის ქალი! ნუთუ დიდედაც გლეხია?“, ვფიქრობდი, როცა ეზოდან გავედით. გლეხები ხომ ის ქალები იყვნენ, ვისაც ტრაქტორები დაყავდათ და ტელევიზიით გამოდიოდნენ. რაც მთავარია, მედლები ეკიდათ, დიდედას კი არც ერთი მედალი არ ჰქონდა. ის არც გლეხის ქალს ჰგავდა და არც მეზობელ ბებიებს. მათ შორის ყველაზე მაღალი იყო, გლეხებისაგან განსხვავებით ტრ...

ნიკოლო მაკიაველი მისი თანამედროვეობის ანტიისტორიული ტენდენციის შესახებ

Image
„მე არ შემიძლია არ მიკვირდეს და არ ვწუხდე, როდესაც ვხედავ, რა დიდი პატივისცემით სარგებლობს წარსული და რაოდენ ხშირად (ბევრ სხვა მაგალითზე რომ აღარა ვთქვა რა) მამასისხლად იძენენ ძველ ქანდაკებათა ნამსხვრევებს, რათა გული იჯერონ მათი ფლობით, სახლები შეიმკონ და მათი მიბაძვის საშუალება მისცენ ხელოვანთ, რომელნიც თავდაუზოგავად ცდილობენ თავიანთ ქმნილებებში გამოიყენონ ისინი, ხოლო, მეორე მხრივ, როცა ვრწმუნდები, რომ დიადი საგმირო საქმენი, ჩადენილნი, როგორც გვიმოწმებს ისტორია, ძველი სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების მეფეების, ბელადების, მოქალაქეების, კანონმდებლებისა და სამშობლოსათვის თავდადებულ სხვა პირთა მიერ, – უმალ განცვიფრებას იწვევენ, ვიდრე მიბაძვის სურვილს; მეტიც, ყველა გაურბის და თავს არიდებს მათ, ვინაიდან ძველი სიქველის ნიშანწყალიც აღარსად დარჩა.  ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ მოქალაქეთა შორის ატეხილი დავიდარაბისა თუ ცილობის, ისევე როგორც ავადმყოფობის დროს, ყველა მიმართავს წინაპართა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ სამკურნალო საშუალებებს, ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკების წყობილებას, ...